LIFE

ორგანიზაციებსა და ბიზნესებს, Viber, კიდევ ერთხელ ახსენებს მესენჯერის ძირითად ფუნქციებს

ორგანიზაციებსა და ბიზნესებს, Viber, კიდევ ერთხელ ახსენებს მესენჯერის ძირითად ფუნქციებს

Rakuten Viber, გლობალური ლიდერი პირადი და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციების სფეროში, მუდმივად აუმჯობესებს და აფართოებს Viber მესენჯერის შესაძლებლობებს. სხვა საკითხებთან ერთად, კომპანია ცდილობს ბრენდსა და მომხმარებელს შორის თანამშრომლობის პროცესი გახადოს ყველაზე მოსახერხებელი და კომპანიებსა თუ მათ მომხმარებლებს, კომუნიკაციის ძირითად ფუნქციებს ახსენებს.


ესენია: არხები აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის, ჩატბოტები სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურებისთვის, ბიზნეს შეტყობინებები პერსონალური კომუნიკაციისთვის, საქმიანი ჩატები და ბიზნეს ანგარიშები, ბრენდირებული სტიკერების ნაკრები, ასევე AR ნიღბები და ფილტრები აუდიტორიის ჩართულობისთვის.

ბრენდებისთვის საინტერესო ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა - არხები, კომენტარებით, გაფართოებული ანალიტიკით, დაგეგმილი გამოქვეყნებით და სხვა სასარგებლო ფუნქციებით. Viber-ზე არხები მედიას, კომპანიებსა და ინფლუენსერებს აძლევს ახალ გზებს ფართო აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის: არხების მეშვეობით მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ თავიანთ მომხმარებლებს მთელს მსოფლიოში და უკეთ გაიგონ მათი ინტერესები, გამოაქვეყნონ კონტენტი, მიიღონ უკუკავშირი და პირაპირ Viber მესენჯერში დაამყარონ სანდო ურთიერთობები აუდიტორიასთან. 

მომხმარებელთა სია ხელმისაწვდომია მხოლოდ ადმინისტრატორებისთვის და სუპერადმინებისთვის. მომხმარებლებს კი მხოლოდ მათი საერთო რაოდენობის ნახვა შეუძლიათ. ეს უზრუნველყოფს მომხმარებლის მონაცემების კონფიდენციალურობას და კომუნიკაციის უსაფრთხოებას. გარდა ამისა, Viber-ის არხებში ხელმისაწვდომია სხვა სასარგებლო ფუნქციები: რეაქციები პოსტებზე, ჩამაგრებული შეტყობინებები, შეტყობინებების თარგმანი, GIF ანიმაციები და სტიკერები.
ბრენდებისთვის მომხმარებლებთან რეალურ დროში კომუნიკაციისთვის კი, არსებობს ჩატბოტები Viber-ში. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღონ ავტომატური პასუხები შეკითხვებზე 24/7-ზე. ჩატბოტების წყალობით, 24/7 მხარდაჭერა ხელმისაწვდომია კომპანიის მომხმარებლებისთვის. ამავდროულად, ის საშუალებას აძლევს ბრენდს იმუშაოს დიდი დამხმარე გუნდის დამატებითი ხარჯების გარეშე და ათავისუფლებს მაღალი რანგის თანამშრომლებს უფრო რთული ამოცანების შესასრულებლად. API-ების გამოყენებით, ბრენდებს ასევე შეუძლიათ დააკავშირონ ჩატბოტები თავიანთ CRM სისტემებთან, რათა გააუმჯობესონ მომხმარებლის გამოცდილება.
 
ჩატბოტები Viber-ში გვთავაზობს მრავალფეროვან ფორმატს მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის: მესიჯის, სურათების, URL-ების, ვიდეოების და სხვა მულტიმედიური შინაარსის, გიფებისა თუ სტიკერების გაგზავნით. ჩატბოტი კარგი არჩევანია ავტომატური განახლებების გასაგზავნად, გამოკითხვების ჩასატარებლად, ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხების გასაცემად და სხვა ინფორმაციისთვის, რომელიც შეიძლება დასჭირდეს მომხმარებელს.
რაც შეეხება Business messages (ბიზნეს შეტყობინებებს), ეს ბრენდებს საშუალებას აძლევს უფრო ახლოს იყვნენ მომხმარებლებთან და დაუკავშირდნენ სხვადასხვა ფორმატში: რეალურ დროში დიალოგებიდან დაწყებული, ტრანზაქციის შეტყობინებების გაგზავნით, მნიშვნელოვანი გაფრთხილებებით (ერთჯერადი პაროლები, შეხსენებები და ა.შ.) და პერსონალიზებული სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნით დასრულებული (სპეციალური შეთავაზებები, ფასდაკლებები და ა.შ.). ბიზნეს შეტყობინებებს აქვს მულტიმედიური ფორმატის მხარდაჭერა, რაც საშუალებას აძლევს ბრენდებს და მომხმარებლებს გააზიარონ სურათები, ვიდეო და ფაილები. ბრენდებს შეუძლიათ გაგზავნონ შეტყობინებები 1000 სიმბოლომდე, ბმულებით, მედია ფაილებით და CTA ღილაკებით, ასევე დააყენონ ავტომატური პასუხები. მომხმარებლებს შეუძლიათ დააკოპირონ შეტყობინებები ან ჩატები ბრენდებთან, უპასუხონ შერჩეულ შეტყობინებებს, დააკოპირონ ტელეფონის ნომრები, კოდები და ელფოსტის მისამართები. ყველა ეს მახასიათებელი საშუალებას აძლევს ბრენდებს და მომხმარებლებს ისე დაუკავშირდნენ ერთმანეთს, როგორც მეგობრებს.

ასევე, ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთობისთვისაა შექმნილი Business inbox  (ბიზნეს ჩატი) და Business accounts (ბიზნეს ანგარიშები). ბიზნეს ჩატის საქაღალდე ხელმისაწვდომია მომხმარებლის ჩატების გვერდის მთავარ ეკრანზე. ფუნქცია საშუალებას იძლევა შეინახოთ და მოაწყოთ ყველა ბიზნეს შეტყობინება ოფიციალური ბრენდის ანგარიშებიდან ერთ საქაღალდეში (მაგალითად, შეტყობინებები ბანკებიდან, შეკვეთის დადასტურებები მიტანის სერვისიდან, შეტყობინებები სამედიცინო ტესტების მზადყოფნის შესახებ და ა.შ.). ფუნქცია აძლიერებს ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის უფრო ეფექტურ ურთიერთობას, აუმჯობესებს მომხმარებელთა მომსახურებას და ზრდის ჩართულობას.  

"პერსონალიზებული საქაღალდე ბიზნეს ჩატები Viber-ში"

ბიზნეს ანგარიში მოიცავს ყველა ბიზნეს ინფორმაციას, სერვისს და საქმიან ჩატს, რომლებიც ხელმისაწვდომია Viber-ზე ერთი საძიებო ბრენდის პროფილის ფარგლებში. მომხმარებლებს საშუალება აქვთ დამოუკიდებლად მოიძიონ ბრენდები და დაიწყონ მათთან კომუნიკაცია. ბიზნეს ანგარიშები აუმჯობესებენ მომხმარებელთა გამოცდილებას. მომხმარებლებს, რომლებსაც Viber-ში კონკრეტულ ბიზნესთან სურთ დაკავშირება, შეუძლიათ აირჩიონ სასურველი საკომუნიკაციო არხი და პირდაპირ აპლიკაციაში მოიძიონ ინფორმაცია ბიზნესის შესახებ. 

კომპანიის ბრენდირებული სტიკერები Viber-ში არის მშობლიური და ინტერაქტიური გადაწყვეტა ფართო აუდიტორიის მოსაზიდად და მომხმარებელთა ბაზის გასაფართოებლად. ბრენდირებული სტიკერების ნაკრები ხელს უწყობს ბრენდის ცნობადობის გაზრდას. ამ ხელსაწყოს წყალობით, ბრენდს შეუძლია გაზარდოს აუდიტორია თავის არხზე ან ჩატბოტში.

Viber Branded AR-Lenses (ბრენდირებული ნიღბები და გაფართოებული რეალობის ფილტრები) Viber-ში საშუალებას იძლევა გადაიღოთ ფოტოები და ვიდეო გაფართოებული რეალობის ეფექტით, გაუგზავნოთ ისინი მეგობრებსა და ოჯახის წევრებს პირდაპირ Viber მესენჯერში ან შეინახოთ ისინი მობილურ მოწყობილობაში. AR ფილტრები და ნიღბები შექმნილია AR ნიღბების მსოფლიო ლიდერისა და Snapchat აპის შემქმნელის, Snap Inc-ის ტექნოლოგიით. ბრენდებს შეუძლიათ შექმნან თავიანთი AR ნიღბები სტატიკური 2D/3D ელემენტებით, მორგებული ანიმაციებით, ხმოვანი ეფექტებით და სხვა, რათა გაზარდონ ბრენდის ცნობადობა და მომხმარებლის ლოიალობა.

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებების და ზარების  აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.