LIFE

სანამ ყოფილს შეურიგდებით, დაუსვით საკუთარ თავს ეს 5 კითხვა

სანამ ყოფილს შეურიგდებით, დაუსვით საკუთარ თავს ეს 5 კითხვა

თუ დიდი წყენის ან შეცდომის შემდეგ, თქვენი ყოფილი ისევ გენატრებათ, ან მის დაბრუნებაზე ფიქრობთ, გირჩევთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა გაითვალისწინოთ.

  1. შეგიძლიათ აპატიოთ ის, რაც ჩაიდინა?

თუ გაბრაზებული ხართ, მაგრამ გრძნობთ რომ ისევ ძალიან გიყვართ, უნდა იპოვოთ გზა და აპატიოთ. თუ გსურთ, ყველაფერი გამოსწორდეს, მშვიდად ესაუბრეთ მომხდარზე. ნახეთ, თუ ისწავლა დაშორების შემდეგ რამე,  ან ნანობს თუ არა მის საქციელს. თუ ამ კითხვაზე შეგიძლიათ უპასუხოთ „დიახ“, მაშინ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შექმნათ ახალი მომავალი ერთად. როგორც ნათქვამია - "შეცდომა ადამიანურია, პატიება კი ღვთაებრივი".
  1. საჭიროა „სარემონტო სამუშაოები?’

ხანდახან, როცა მამაკაცს თქვენი დაბრუნება უნდა, იწყებს მის გამოსწორებას რამე ახალი ნაბიჯით. ვთქვათ, გთავაზობთ რემონტის გაკეთებას და ასე ცდილობს გვერდი აუაროს იმ მიზეზების გარკვევას, რამაც გამოიწვია დაშორება. იყავით რეალისტი და დარწმუნდით, ნამდვილად გჭირდებათ მისგან დახმარება?  წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა კვლავ დაბრუნდეთ არასახარბიელო სიტუაციაში.
  1. შეგიძლიათ წყენის დავიწყება?

თქვენი ყოფილის უკან დაბრუნება ნიშნავს, მზად ხართ დაიწყოთ თანაცხოვრება სუფთა ფურცლიდან. უნდა დაივიწყოთ რაც მოხდა, მაგრამ თუ ყოველ ჯერზე, როცა გაბრაზდებით, მას ძველ წყენებს გაახსენებთ, ახალი განხეთქილება გარდაუვალია.

  1. შეგიძლიათ კვლავ პატივი სცეთ?

იმისათვის, რომ გვქონდეს სასიყვარულო, ხანგრძლივი ურთიერთობა, აუცილებელია ერთმანეთის პატივისცემა. თუ თქვენმა ყოფილმა გული ძალიან გატკინათ, ცეცხლის ხელახლა დანთება ძალიან რთული იქნება. ამისთვის გამონახეთ დრო და შეხვდით, დააკვირდით შეიცვალა თუ არა ის. შეძლებთ თუ არა იყოთ მის მიმართ პატივისცემით.
  1. შეაფასეთ თქვენი ურთიერთობა

ხშირად, დაშლა ცალმხრივი არ არის. ამიტომ ყურადღებით გადახედეთ ერთად განვლილ დროს და გააანალიზეთ. დაფიქრდით, რამდენად თავსებადი იყო თქვენი უნარები, დამოკიდებულები. მართალია, მამაკაცში ყველაფერს ვერ შეცვლით, თუმცა, იქნებ საკუთარ თავშიც ჩაიხედოთ და იფიქროთ თქვენს წილ პასუხისმგებლობაზე.

იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და მასთანაც. სჯობს აღიაროთ, რომ ერთად ცხოვრება ისევ გაგიჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი გიყვარდათ, ლეგენდებისა და ლიტერატურისგან განსხვავებით, სიყვარული და თანაცხოვრება აბსოლუტურად სხვა განზომილებაა და მას ბევრი მეტი წახნაგი აქვს.