LIFE

კვლევების მიხედვით ცნობილი ხდება, თუ რატომ ვგრძნობთ მყისიერ მიზიდულობას ზოგიერთი ადამიანის მიმართ

კვლევების მიხედვით ცნობილი ხდება, თუ რატომ ვგრძნობთ მყისიერ მიზიდულობას ზოგიერთი ადამიანის მიმართ

რა თქმა უნდა, თქვენთვის ნაცნობია მოულოდნელი აღტაცების განცდა, რომელსაც კონკრეტული ადამიანის დანახვისთანავე გრძნობთ. ზოგჯერ, პირველი შეხვედრისას.  მაგალითად, როდესაც ქალაქში სეირნობთ და რომელიღაც ადამიანი, მყისიერად იქცევს თქვენს ყურადღებას, თითქოს, მაგნიტივით გიზიდავთ.

ფსიქოლოგები ხშირად საუბრობენ ინტიმურ სურვილზე. ამის მიზეზი ის არის, რომ ინტიმური ურთიერთობის სურვილი ბევრი ჩვენგანისთვის ფუნდამენტურია. საკითხთან დაკავშირებული კონცეფცია არის მიზიდულობა. მიზიდულობაში საინტერესო ის არის, რომ ის ხშირად იდუმალი და ძნელად დასადგენია. თქვენ იცით, როდის განიცდით, მაგრამ ყოველთვის არ იცით, თუ რატომ განიცდით მას.

კვლევების მიხედვით დასტურდება, რომ ადამიანთან შეხვედრიდან ერთ წამზე ნაკლებია საჭირო, რათა გადაწყვიტოთ, რამდენად მოგვწონს ეს ადამიანი და ვიზიდავთ თუ არა.

ცხადია, ეს ძალიან მცირე დროა, მაგრამ მთავარია იმის გაცნობიერება, რომ ეს ეხება საწყის გრძნობას. რამდენად მოგვწონს ვინმე და რამდენად გვიზიდავს ადამიანი, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. ზოგიერთი ადამიანისთვის მიმზიდველობა წლების მეგობრობის შემდეგ ჩნდება. ზოგიერთისთვის კი, წამებში ქრება.

როდესაც საქმე ეხება იმ მყისიერ მიზიდულობას, რომელიც ბევრ ჩვენგანს გამოუცდია, ჩვენ მას ჩვეულებრივ მივაწერთ იმას, რაც ვიცით, მაგალითად, როგორ გამოიყურება ადამიანი. ჩვენთვის უჩვეულო არ არისტიპისარსებობა და სწორედ ეს განსაზღვრავს მიზიდულობის პირველ რყევას. მაგრამ სინამდვილეში, გარეგნობის გარდა, მრავალი სხვა ფაქტორი არსებობს, რომელიც განაპირობებს მიზიდულობის ხარისხს.

მკვლევარი ჯასტინ ლეჰმლერი, ავტორი წიგნისა ადამიანის სექსუალობის ფსიქოლოგია, გვთავაზობს 7 ძირითად ფაქტორს, თუ რატომ გვიზიდავენ ადამიანები.
  1. სიახლოვე

უფრო სავარაუდოა, რომ ჩვენ ვგრძნობთ მიზიდულობას გეოგრაფიულად ჩვენთან უფრო ახლოს, მაგალითად, ჩვენს მხარეში მცხოვრები ან სამსახურში მყოფი ადამიანის მიმართ.
  1. მსგავსება

დიდი ალბათობით, ჩვენ მიზიდულობას ვგრძნობთ იმ ადამიანების მიმართ, რომელიც უფრო ჩვენნაირები არიან. თუმცა, მსგავსება არ განაპირობებს ურთიერთობის ხანგრძლივობას ან ბედნიერების ხარისხს.
  1. ფიზიკური აღგზნება

როდესაც ვხვდებით ვინმეს, რომელსაც არ ვიცნობთ და ფიზიკურად აღგზნებულები ვართ (მაგალითად, ადრენალინის აჩქარების შედეგად გვაქვს უფრო მაღალი გულისცემა), ეს ზრდის შანსს, რომ მყისიერი მიზიდულობა ვიგრძნოთ.
  1. განწყობა

ჩვენ მოგვწონს ადამიანები, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ. მაგრამ ჩვენ უფრო მეტად მოგვწონს ის ადამიანები, რომელთა გვერდზეც, ჩვენ ვგრძნობთ თავს კარგად.
  1. დეფიციტი

როცა ნაკლები პოტენციური პარტნიორია ასარჩევად, ჩვენ მიდრეკილნი ვართ, რომ უფრო მიმზიდველად მივიჩნიოთ ჩვენს ირგვლივ მყოფი, დიდი ხნის ნაცნობი ადამიანები.  
  1. ვიზუალი

ჩვენ გვიზიდავენ ის ადამიანები, ვისაც ლამაზად ვთვლით. მაგრამ მიზიდულობა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ, შეიძლება იყოს დამოკიდებული იმაზე, აღიქვამენ თუ არა სხვები ამ ადამიანს მიმზიდველად და იმ კონტექსტზე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. მაგალითად, არიან თუ არა იმავე ოთახში სხვა მიმზიდველი/ნაკლებად მიმზიდველი ადამიანები.

დამატებით, აღსანიშნავია, რომ ადამიანის გარეგნობა უფრო მნიშვნელოვანია ურთიერთობის დასაწყისში, ვიდრე რომანტიკულ ურთიერთობაში.
  1. ჰორმონები და ნეიროტრანსმიტერები

მიზიდულობა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ, ასევე ნაწილობრივ განისაზღვრება ჩვენი ყნოსვით და იმ ჰორმონებით, რასაც ფერომონებად მოიხსენიებენ. ასევე, ოქსიტოცინისა და დოფამინის მაღალმა დონემ, შესაძლოა გაზარდოს მიზიდულობის დონე.