ჯანმრთელობა

ფსიქოლოგიური ნიშნები იმისა, რომ დეპრესიაში ხართ

ფსიქოლოგიური ნიშნები იმისა, რომ დეპრესიაში ხართ

დეპრესია არის მდგომარეობა, რომელიც იწვევს მუდმივ დაქვეითებულ გუნება-განწყობას და ინტერესის დაკარგვას ყოველდღიურობისადმი. ის გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს, როგორ ფიქრობთ, იქცევით და შესაძლოა სხვადასხვა ემოციური თუ ფიზიკური პრობლემები გამოიწვიოს.

დეპრესია ვლინდება მრავალი განსხვავებული გზით, რაც სუბიექტურია თითოეული დაავადებულისთვის და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება იცოდეთ დეპრესიის ფიზიკური სიმპტომები, არსებობს რამდენიმე საერთო ფსიქოლოგიური ნიშანი, რომელიც არასდროს უნდა უგულებელყოთ.

დოქტორ რაფაელ ეუბას, ლონდონის ფსიქიატრიული ცენტრის კონსულტანტ- ფსიქიატრის თქმით, ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ნიშანი, რომელიც დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, ხართ თუ არა დეპრესიაში:

  • ინტერესის დაკარგვა

უუნარობა, ან/და სურვილის არ ქონა დაკავდეთ იმით, რაც ოდესღაც სიამოვნებას განიჭებდათ. ასევე თქვენი ჩვეული სოციალური აქტივობებისადმი ინტერესის დაკარგვა, მაგალითად, მეგობრებთან დროის გატარებაზე უარის თქმა - არის ერთ-ერთი მთავარი სიგნალი იმისა, რომ თქვენ საკუთარ თავში იკეტებით.

  • დაღლილობა და უძილობა

ფიქრებისა და წუხილის სიმძიმემ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა და დაღლილობა, რადგან თქვენ არ შეგიძლიათ მოდუნება. ერთადერთი, რაც გსურთ გააკეთოთ, უბრალოდ დაიძინოთ და ცოტა ხნით გაექცეთ სამყაროს, მაგრამ ამავე დროს, გიჭირთ ჩაძინება თქვენი ფიქრების გამო.

  • მძიმე ფსიქიკური რეაქციები

შესაძლებელია, გქონდეთ გაძლიერებული რეაქცია ნეგატიურ ამბებზე, ან ისეთი შეგრძნება დაგეუფლოთ, თითქოს ყველაფერი გაბრაზებთ, ყველა და ყველაფერი ხელს გიშლით.

  • მუდმივი პესიმიზმი

მიუხედავად იმისა, რომ უიმედობის, გაღიზიანების და სევდის გრძნობები ადამიანის გამოცდილების ნაწილია, მათი პრობლემის სიმპტომად დანახვის გასაღები არის იმის გაგება, რამდენ ხანს გრძელდება ის, მოიცავს რამდენიმე დღეს, თუ კვირების ან რამდენიმე დღის განმავლობაში გაწუხებთ უგუნებობა.

და ბოლოს, ცხოვრებაში არის სიხარულიც, კარგი განწყობაც და ბევრი უსიამოვნო გამოწვევაც, მთავარია, ყოველთვის იპოვოთ გზა უკეთესი დღეებისკენ.