ჰოროსკოპი

ახალი წლის 5 ჯადოსნური საახალწლო მანიფესტაციური რიტუალი, რომელიც ნამდვილად მუშაობს

ახალი წლის 5 ჯადოსნური საახალწლო მანიფესტაციური რიტუალი, რომელიც ნამდვილად მუშაობს

ყოველი ახალი წელი ახალი დასაწყისია საკუთარი თავისთვის ახალი ცხოვრების შესაქმნელად. დროა იყოთ გაბედული და იცხოვროთ ისე, როგორც გსურთ.

  1. უთხარით მადლობა ძველ წელს.

სანამ ახალი წელი დამდგარა, მადლობა გადაუხადეთ გასულ წელს. დიახ, აუცილებლად უთხარით მადლობა ყველა იმ დღის გამო, რაც სამყარომ გამოგიგზავნათ. იყავით მადლიერი, ეს მეტ სიკეთეს მოიტანს თქვენს ცხოვრებაში და განწყობაც აგიმაღლდებათ.

  1. ჩამოწერეთ მიზნები.

დაწერეთ თქვენი მიზნები და ოცნებები კონკრეტულად. გსურთ მეტი ფულის შოვნა? დაწერეთ რამდენის გამომუშავება გსურთ და როდის? სად გსურთ გამგზავრება და ვისთან ერთად? რა თვისებები გსურთ ახასიათებდეს თქვენს რომანტიკულ პარტნიორს? გააგზავნეთ კოსმოსში ზუსტი განწყობები და აუცილებლად დაგიბრუნდებათ. თუ აქამდე ჩუმად ოცნებობდით, ახლა დროა გაახმოვანოთ ისინი.

  1. დაემშვიდობეთ ძველ ისტორიებს.

დაემშვიდობეთ თქვენს ძველ ისტორიებს. ეს აუცილებელია, თუ არ დაასრულებთ ძველს, ახლისთვის ფიზიკურად ადგილი აღარ გექნებათ.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რისი გამოხატვა გსურთ! თუ კვლავ ერთსა და იმავეს ამბობთ საკუთარ თავზე – „არ შემიძლია“, „არ ვიცი როგორ“, ვერასდროს შევძლებ” – მაშინ სიახლის მიღება ძალიან გაგიჭირდებათ.

შეადგინეთ ძველი ისტორიების სია და დაწვით, ეს არის რიტუალი, რომელსაც მიმართავენ სავსე მთვარეობაზე და ეს არის ცუდი მოგონებების გაშვების ძლიერი გზა. შემდეგ აიღეთ ფერფლი და მიმოაბნიეთ ბაღში ან ეზოში.

  1. გაასუფთავეთ თქვენი სივრცე.

დაალაგეთ და გაასუფთავეთ სახლი. გადაყარეთ ყველაფერი, რაც აღარ გჭირდებათ. სუფთა, მოწესრიგებული სახლი ქმნის მშვიდ და მყუდრო გარემოს. ესაა იდეალური სივრცე, სადაც სამყარო პოზიტიურ სიახლეებს აუცილებლად გამოაგზავნის.

  1. წლის მანტრა.

თუ მიზნების ჩაწერა ძალიან რთულად გეჩვენებათ, ან გრძნობთ, რომ ეს უაზროა, მიეცით საკუთარ თავს მანტრა ან სიტყვა ახალი წლისთვის: "როგორ მინდა ვიგრძნო თავი ამ წელს?"

როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მანტრა, დარწმუნდით, რომ ის დადებითია და ზუსტად ახმოვანებს თქვენს ჩანაფიქრს. მაგალითად 2024 წლისთვის მანტრაა: " მე ვიქნები ძლიერი და თავდაჯერებული"!

და ბოლოს, გამოიყენეთ ყველა ხრიკი თუ ხერხი, რაც ბედნიერებას მოგანიჭებთ და დაგარწმუნებთ რომ ის თქვენზე კარგად იმოქმედებს.

დაიმახსოვრეთ! თქვენი აზრები და ენერგია გავლენას ახდენს თქვენს მომავალზე. მიჰყევით ინტუიციას და მიეცით საშუალება საკუთარ თავს ახალი იდეებით და უკეთესი განწყობით შეაბიჯოთ ახალ 2024 წელში.