დავემშვიდობოთ 2023 წელს და მივესალმოთ 2024 წელს: წინ ბედნიერების ახალი წელი გველოდება!
- 15.12.2023
ახალი წლის დადგომა ყოველთვის დიდ სიხარულს და ბედნიერების მოლოდინს უკავშირდება, მაგრამ იმისთვის რომ საახალწლო იმედები არ გაგვიცრუვდეს, გულთბილად დავემშვიდობოთ ძველ წელს და საუკეთესო სურვილები ვუსურვოთ საყვარელ ადამიანებს.
-
2023 წლის დასასრულს გაიხსენეთ ყველა ის მოგონება, რომელიც გქონდათ საყვარელ ადამიანებთან საახალწლოდ გამოსამშვიდობებელი სურვილების გაზიარებით.
გააოცეთ თქვენი ძველი მეგობრები, ვისთანაც ურთიერთობა გაგიფუჭდათ, მაგრამ მაინც გიყვართ და გსურთ ურთიერთობის დალაგება. გაუგზავნეთ მათ სურვილები და ციტატები, რომელიც სავსე იქნება სითბოთი. უთხარით, რომ თქვენს მოგონებებში სულ არის.
-
მადლიერი იყავით ყველა კარგი თუ არც ისე კარგი დღის გამო, რომელიც სამყაროსგან გერგოთ.
ახალი წელი ანდამატივით გვიზიდავს და თავბრუდამხვევ ისტორიებს გვპირდება, ნუ ინაღვლებთ ძველ წელზე, იფიქრეთ, რომ მომავალ 2024 წელს გელით გართობა, სიხარული, სიამოვნება, მშვიდობა, სიყვარული, იღბალი და ბარაქა.
-
ნუ დაელოდებით სანამ პირობები იდეალური გახდება, გახსოვდეთ, დასაწყისი ხდის პირობებს იდეალურს და სრულყოფილს.
ახალ წელს თავისი ახალ-ახალი ამბებით და საინტერესო ისტორიებით, ჩვენ თავად ვქმნით, თავად ვწერთ. არჩევანი ჩვენზეა, რა განწყობით და რა ემოციებით შევხვდებით ახალ წელს.
-
დაე, მომავალმა წელმა მოიტანოს წარმატება და კეთილდღეობა თქვენს სახლსა და ცხოვრებაში. იცხოვრეთ ბედნიერად და იყავით მუდამ კარგ განწყობაზე. იპოვეთ მიზეზები, რათა აღნიშნოთ და გაატაროთ მშვენიერი დღეები, ბევრი სიცილითა და ხალისით.
გაანათეთ ატმოსფერო თქვენი კეთილი საქმეებით და გზა გაუხსენით ბედნიერებას ტკბილი ღიმილით და საუკეთესო განწყობით.
-
ნახვამდის 2023 წელო! მოდით, ერთად მივესალმოთ ახალ 2024 წელს!
თემები: ახალი წელი