LIFE

Rakuten Viber: როგორ იყენებენ ადამიანები საქართველოში მესენჯერს?

Rakuten Viber: როგორ იყენებენ ადამიანები საქართველოში მესენჯერს?

Rakuten Viber-მა, კერძო და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალურმა ლიდერმა, ჩაატარა კვლევა საქართველოში სოციალური მედიის მოხმარებისა და საკომუნიკაციო პლატფორმების გამოყენების შესახებ. დღეს ის კვლევის ძირითადად შედეგებს წარმოგვიდგენს.

სოციალური მედიის საშუალო მოხმარება საქართველოში
კვლევის მიხედვით, საქართველოს ურბანული მოსახლეობის უმრავლესობა (44%) სოციალურ მედიაში ყოველდღიურად დაახლოებით 2-3 საათს ატარებს. საქართველოში მოსახლეობის 33%, ყოველდღიურად, მინიმუმ 1 საათის განმავლობაში იყენებს სოციალურ ქსელებს. ხოლო დაახლოებით 13%, ამისთვის დღეში 3-5 საათს ხარჯავს.



ასევე, კვლევის ფარგლებში ირკვევა, რომ ინფორმაციის ყველაზე სანდო ტელევიზიაა რესპონდენტთა 55%-ისთვის, მეგობრები და ოჯახის წევრები - 68%-ისთვის, ხოლო ქართველების 28% ინფორმაციას ძირითადად ონლაინ მედიიდან იღებს.

რა იცის ხალხმა Rakuten Viber მესენჯერის შესახებ?

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა Rakuten Viber-ის შესახებ ინფორმაციას იღებს მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან, რომლებიც  სარგებლობენ მესენჯერით, ასევე მობილური აპლიკაცების მაღაზიებიდან (App Store, Play Market) და სოციალური მედიიდან.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ Rakuten Viber მესენჯერი პოპულარულია საქართველოში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. Rakuten Viber-ის შესახებ ინფორმირებულობის ყველაზე მაღალი დონე 35-44 წლის ასაკობრივ სეგმენტშია - გამოკითხულთა თითქმის 90%-მა იცის აპლიკაციის შესახებ. აპლიკაციის ცნობადობა, ასევე საკმაოდ მაღალია 25-34 ასაკობრივ სეგმენტში - 85%. ხოლო 45-54 და 18-24 ასაკობრივ სეგმენტებში, მაჩვენებელი კარგ დონეზეა შენარჩუნებული: შესაბამისად, 65% და 60%.

Rakuten Viber მესენჯერის გამოყენების მიზნები

სხვადასხვა ადამიანი იყენებს აპლიკაციას სხვადასხვა მიზნისთვის. რესპონდენტებმა აღნიშნეს Rakuten Viber მესენჯერის გამოყენების შემდეგი ძირითადი მიზნები: შეტყობინებები ოჯახის წევრებთან, ოჯახის წევრებთან დარეკვა, სხვადასხვა საქმიანი ზარის განხორციელება, შეტყობინებების გაგზავნა და ზარები სხვა ქვეყნებიდან კონტაქტებთან.

Rakuten Viber მესენჯერის ღირებულებები მომხმარებლებისთვის საქართველოში

Rakuten Viber, როგორც გლობალური ლიდერი კერძო და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში, თავის მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა სასარგებლო ფუნქციებს. ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქართველი მომხმარებლები იყენებენ Rakuten Viber-ს უფასო ონლაინ აუდიოზარებისა და მოსახერხებელი ვიდეოზარებისთვის. ასევე, საერთაშორისო ზარებისთვის, ხალხი მესენჯერს ყველაზე იაფ გადაწყვეტად მიიჩნევს. საქართველოში მომხმარებლები აფასებენ მესენჯერში ფოტოების და ვიდეოების გაგზავნის მოსახერხებელ, უსაფრთხო და დაცულ ფუნქციას. Rakuten Viber უაღრესად ორიენტირებულია აპლიკაციის უსაფრთხოებაზე, ამრიგად, 2016 წლიდან მესენჯერში ძირითადი ფუნქციები დაცულია ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრით: ეს მოიცავს პერსონალურ ჩატებს (როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური), აუდიო თუ ვიდეო ზარებს, პირად მედიასა და სხვა დაკავშირებულ მოწყობილობებს.

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. Rakuten Viber არის ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების მსოფლიო ლიდერის-Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი.