გრძნობებში გარკვევა რთული საქმეა, განსაკუთრებით ახალი კავშირის დაწყებისას, როდესაც გრძნობები ძლიერდება, მაგრამ დროთა განმავლობაში, რამდენიმე ძირითადი განსხვავება ჩნდება, ამბობს კარლა მარი მენლი, ლიცენზირებული კლინიკური ფსიქოლოგი, დოქტორი და არასრულყოფილი სიყვარულის პოდკასტის წამყვანი.
როგორ უნდა მიხვდეთ, თქვენი სიყვარული ნამდვილია, თუ დროებით ქიმიაზეა დაფუძნებული? ურთიერთობების თერაპევტების აზრით, აქ არის 14 ნიშანი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.
1. თქვენი გრძნობები არ ქრება.
როცა ნამდვილად შეყვარებული ხართ, თქვენი გრძნობები დროთა განმავლობაში ძლიერდება. თუ დიდი ხანია ასე გრძნობთ თქვენს განსაკუთრებულ პიროვნებას - ან თუ პეპლები არ ქრებიან თვეების ან წლების შემდეგ - შეყვარებული ხართ.
2. გსურთ მასთან, ნებისმიერ სიტუაციაში.
როდესაც მართლა გიყვართ, მუდმივად მასთან და ნებისმიერ სიტუაციაში ყოფნა სიამოვნებას განიჭებთ.
თქვენ გამუდმებით გსურთ მასთან საუბარი, თვალის კონტაქტის შენარჩუნება და ყურადღებით მოსმენა ნებისმიერი თემის ირგვლივ.
3. თქვენ შეგიძლიათ იყოთ თქვენი ავთენტური „მე“.
ნდობა ყველა ურთიერთობის საფუძველია. თუ აღმოაჩენთ, რომ გაიხსენით ამ ადამიანთან და იზიარებთ მის აზრებს, შეიძლება შეყვარებული იყოთ.
„სიყვარულის მნიშვნელოვანი ასპექტია არჩევანის გაკეთება დაუცველად - გამოავლინო შენი ავთენტური „მე“ - და შექმნა სივრცე შენი პარტნიორისთვის, რათა მანაც იგივე გააკეთოს“, - ამბობს მენლი.
4. მისი არასრულყოფილებაც მოგწონთ.
არავინ არის სრულყოფილი და ყველა ურთიერთობას აქვს თავისი აღმავლობაც და ვარდნაც. თქვენ მოგწონთ და თაყვანს სცემთ პარტნიორს ისეთს, როგორიც არის სინამდვილეში, მიუხედავად ზოგჯერ მისი არასრულყოფილებისა, - ეს კი სიყვარულის ნიშანია.
5. თქვენ არ გსურთ სხვების გაცნობა.
თუ ატყობთ, რომ ახალი ადამიანების გაცნობა აღარ გაინტერესებთ, შესაძლოა თქვენი ურთიერთობა უფრო ღრმაა, ვიდრე უბრალო ფლირტი.
6. მოსაწყენი საქმეებიც კი სახალისოა.
მოგწონთ მარტივი საქმეების ერთად კეთება. მხოლოდ მისი კომპანიონობა საკმარისია იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ და ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.
7. გსურთ გააცნოთ ოჯახის წევრებს.
თუ თქვენ ცდილობთ ეს ადამიანი ახლობლებს გააცნოთ, ცხადია, რომ თქვენი ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში გადადის.
8. თქვენი გრძნობები დროთა განმავლობაში თანმიმდევრულია.
ჭეშმარიტი ქიმიის შექმნას და ენერგიების გაცვლას, დრო სჭირდება. გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანების უმეტესობა აღმოაჩენს, რომ ჭეშმარიტი, გრძელვადიანი ქიმია იქმნება პარტნიორისგან, რომელიც მუდმივად ავლენს სიყვარულს. ნაპერწკალი არის ის, რაც იწყებს ურთიერთობას, მაგრამ ნელი და სტაბილური ვალდებულება არის ის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი და ურყევი სიყვარული.
9. თქვენი კავშირი ჯანსაღია.
როცა მართლა შეყვარებული ხართ, თავს დაცულად გრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ურთიერთობა ჯანმრთელი, მხარდამჭერი და თავისუფალია ტოქსიკური ქცევებისგან. თქვენ ენდობით და პატივს სცემთ მას.
10. მცირე კამათი და იმედგაცრუებები.
სიყვარული ყოველთვის ადვილი არ არის - და ეს ნიშნავს, რომ რაღაც მომენტში აუცილებლად გადააწყდებით უთანხმოებას. თქვენ შეიძლება დროდადრო იკამათოთ (ეს ბუნებრივია!). მაგრამ როდესაც სიყვარული რეალურია, წვრილმანები აღარ დაგაბრკოლებთ.
11. თქვენ ფიზიკურად და/ან სექსუალურად იზიდავთ მას.
თუ პარტნიორის მიმართ სექსუალურ მიზიდულობას გრძნობთ, ან რომანტიკული გრძნობები გამოძრავებთ, ეს არის პოტენციური ნიშანი იმისა, რომ შეყვარებული ხართ. სექსუალური კავშირი მნიშვნელოვანია ნებისმიერ გრძელვადიან ურთიერთობაში, რადგან ის ძლიერი სახის ინტიმური ურთიერთობის საშუალებაა.
რა თქმა უნდა, ბევრ ფაქტორს შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენს სექსუალურ ლტოლვაზე და არანაირად არ განსაზღვრავს მარტო სექსი თქვენს სიყვარულს ან ურთიერთობას, მაგრამ ზოგისთვის ეს იმის ნიშანია, რომ სიყვარული ზენიტშია.
12. სიყვარული სექსზე მეტია.
თანდათან შეიძლება არ იგრძნოთ იგივე სექსუალური ვნება, რაც გქონდათ თავდაპირველად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნამდვილი სიყვარული გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარული შეიძლება ხანდახან მოკლებული იყოს ვნებას, ის ბევრად მეტს გვთავაზობს: ესაა პატივისცემა, ღრმა ინტიმური კავშირი და მეგობრობა.
13. თქვენ ერთი გუნდი ხართ.
„სასიყვარულო ურთიერთობა განიხილება, როგორც ერთობლივად შექმნილი და მუდმივად განვითარებადი მოგზაურობა“, - განმარტავს მენლი. თქვენ შეიძლება არ იყოთ იდეალურად მორგებული ყველაფერში, მაგრამ თუ შეგიძლიათ განუწყვეტლივ იყოთ ჰარმონიაში, როგორც თანაგუნდელები, თქვენი სიყვარული ნამდვილია.
14. თქვენ ინარჩუნებთ ინდივიდუალიზმს.
მაშინაც კი, როდესაც თქვენ აწყობთ ცხოვრებას იმ ადამიანთან, რომელზეც ზრუნავთ, მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ ინდივიდუალობისა და დამოუკიდებლობის გრძნობა ურთიერთობაში.
„ნამდვილი სიყვარულის დამახასიათებელი ნიშანია ის ქმედებები, რომლებსაც პარტნიორი ახორციელებს პარტნიორისადმი სიყვარულის გამოხატვის მიზნით, საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე“, - ამბობს მენლი. ასე რომ, თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი შეძლებთ წონასწორობას საკუთარ მისწრაფებებსა და წყვილის ცხოვრებას შორის, ეს შეიძლება იყოს ნამდვილი სიყვარული.
თემები: სასიყვარულო ურთიერთობა
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია