ჰოროსკოპი

წონაში დაკლება თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

წონაში დაკლება თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველა ადამიანს განსხვავებული სხეული, აღნაგობა თუ წონის ინდექსი აქვს, ამიტომაც ესა თუ ის ვარჯიში და კვების რეჟიმი სხვადასხვანაირად მუშაობს.

იცოდით, რომ ასტროლოგიური ნიშნებიც ფორმაში ჩადგომის საკითხში დიდ როლს თამაშობს თურმე? პროფესიონალმა ასტროლოგმა დონა პეიჯმა დაასკვნა წონის დაკლების საუკეთესო მეთოდები თორმეტივე ნიშნისთვის და ასე ჩამოაყალიბა:

ვერძი

ველო ბილიკზე ველოსიპედით სიარული ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიშია ვერძისთვის. ასევე კარგი იქნება თუ ცომეულს ამოიღებთ რაციონიდან. სცადეთ ეს მარტივი რჩევები და გაოცდებით თქვენი სხეულის პროგრესით.

კურო

კუროსთვის წონის დაკლება ერთგვარ მარათონს ჰგავს. თქვენი სხეულისთვის საუკეთესო ვარჯიშებია ბარელი და იოგა. შეეცადეთ იკვებოთ ზომიერად. დაისახეთ თქვენი მიზნები და დაიწყეთ მუშაობა მათ მისაღწევად.

 ტყუპები

თუ მსუქანი ხართ და თქვენი ზოდიაქოს ნიშანი ტყუპებია, რაც შეიძლება დიდი დრო გაატარეთ სპორტულ დარბაზში. დაარწმუნეთ რამდენიმე მეგობარი და აიყოლიეთ ისინიც, რათა დარბაზში გატარებული დრო მოსაწყენი არ გახდეს თქვენთვის.

კირჩხიბი

ცურვა შესანიშნავი საშუალებაა ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად, თუ ჰოროსკოპით კირჩხიბი ხართ. დაიქირავეთ პერსონალური ტრენერი, ესაუბრეთ მას და შეეცადეთ გაარკვიოთ რომელი ვარჯიში იმუშავებს თქვენთვის ყველაზე მეტად. მიმართეთ სწორ კვებას.

ლომი

თუ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი ლომია, მაშინ ცეკვა თქვენი გატაცებაა, რაც ყველაზე კარგად დაგეხმარებათ ფორმაში ჩადგომაში. აუცილებლად იარეთ ცეკვის სწავლების კურსებზე.

სცადეთ ახალი კერძები თქვენი დიეტისთვის, მაგრამ უბრალოდ დარწმუნდით, რომ ისინი ჯანსაღია.

ქალწული

ქალწულებს, როგორც წესი, უყვართ რუტინა. თუ წონა გაგექცათ, დაიწყეთ ველოსიპედით ვარჯიში. შეეცადეთ მიირთვათ იმდენი, რამდენიც თქვენი ყოველდღიური კალორიების დათვლის საშუალებას მოგცემთ და თუ ამას შეძლებთ, თქვენ ძალიან მალე საოცარ შედეგზე გახვალთ.

სასწორი

სასწორებს მეგობრების გრძელი სია აქვთ. დაურეკეთ მათ და წადით თქვენს ახლომდებარე სპორტდარბაზში ან  შეეცადეთ დაკავდეთ მხატვრული ტანვარჯიშით.

მორიელი

მორიელები ყოველთვის ზრუნავენ რაიმე სახის კონკურენციისთვის. გამოცადეთ საკუთარი თავი სარბენ ბილიკზე. თუ გსურთ რაიმე სახის გარე ვარჯიშის გაკეთება, წადით ველოსიპედით ან ირბინეთ. აკონტროლეთ თქვენი კალორიები და არასოდეს გაგექცევათ წონა.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს იტაცებს გუნდური სპორტი. ასე რომ, ივარჯიშეთ რამდენიც გსურთ. მეგობრებთან ერთად დაკავდით კლდეზე ცოცვით, ლაშქრობით და თუნდაც ველოსიპედით სიარულით. დიეტისთვის ნუ გამოიყენებთ უკიდურეს ზომებს, მიირთვით ის, რაც თქვენთვის სასარგებლო და ნაკლებკალორიულია.

თხის რქა

თხის რქა დაიბადა იმისთვის, რომ ძალიან დიდი დრო გაატაროს სპორტული დარბაზში. თხის რქას მოსწონს სიმძიმეების აწევა. მას მხოლოდ მცირე ბიძგი სჭირდება, რომ გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. გამოიყენეთ თქვენი კარგი საზომი უნარები კალორიების დათვლაში და მიირთვით ამის მიხედვით.

მერწყული

დაიწყეთ ჩოგბურთის თამაში ან შეუერთდით რომელიმე სავარჯიშო კლუბს, თუ მერწყული ხართ და ეძებთ გზებს სხეულისგან ზედმეტი ცხიმების დასაკარგავად. ეწვიეთ ენდოკრინოლოგს და შეარჩევინეთ თქვენთვის საუკეთესო კვების რაციონი.

თევზები

თუ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი თევზებია, მეგობრების რჩევებს ყოველთვის ითვალისწინებთ, არც სწორი კვება და ფორმაში ყოფნაა გამონაკლისი. დაკავდით წყლის სპორტით, როგორიცაა ცურვა. წადით იოგაზე ან სირბილზე, თუ გსურთ მშვიდი ვარჯიში. დიეტის დროს რაციონიდან გამორიცხეთ შაქრის შემცველი ყველა პროდუქტი.