თქვენი ცხოვრება მთლიანად თქვენს ხელშია და ყოველთვის შეგიძლიათ მისი შეცვლა უკეთესობისკენ.
შეგიძლიათ შეიცვალოთ პროფესია, დატოვოთ არასასურველი ურთიერთობა და ზოგადად, შექმნათ და დატკბეთ საუკეთესო მომენტებით - ეს არასდროს არის გვიან!
ნდობას თანდათან კარგავთ.
მიუხედავად იმისა, სად ატარებთ უმეტეს დროს - იქნება ეს სამსახური, ოჯახი თუ სამეგობრო წრე, როდესაც თქვენი საურთიერთობო წრის მიმართ ნდობას კარგავთ, ეს ნიშანია, რომ ასეთი ურთიერთობები აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ.
სცადეთ ახალი ადამიანების გაცნობა და ახალი ურთიერთობები, რომელიც უფრო გაგზრდით და განგავითარებთ.
ნეგატიური გარემოებები.
ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა, რომელიც სტრესულია. მაგალითად, მენეჯერი, რომელიც გამუდმებით თქვენზე ემოციურად ძალადობს. ეს ცხადყოფს, რომ დადგა დრო, წახვიდეთ და აღმოაჩინოთ ჯანსაღი გარემო, სადაც მეტად დაგაფასებენ.
ვერ იხსენებთ როდის იყავით მხიარული.
არცერთმა ურთიერთობამ არ უნდა იმოქმედოს თქვენზე იმედგაცრუებულად და სტრესულად.
თუ თქვენ გიჭირთ იმ დროის გახსენება, როცა მხიარული და ბედნიერი იყავით, დადგა დრო, სასწრაფოდ შეიცვალოთ გარემო.
ურთიერთობა არ არის კომპრომისული.
თუ განუწყვეტლივ თქვენ აკეთებთ კომპრომისებს და თმობთ პოზიციებს, რათა მეორე მხარე დისკომფორტში არ აღმოჩნდეს, ხოლო მეორე მხარე არასოდეს არის კომპრომისული, მაშინ დროა დატოვოთ ეს ურთიერთობა.
გეთაკილებათ გრძნობების გამოხატვა.
როგორ სიტუაციაშიც არ უნდა იყოთ, თქვენ ყოველთვის გაქვთ უფლება გამოხატოთ ემოცია ხმამაღლა.
თუ ამას არ/ვერ აკეთებთ, ან ვინმე გიზღუდავთ ამ უფლებას, დროა სასწრაფოდ დაიწყოთ საუბარი თქვენს განცდებზე.
არასოდეს უნდა იგრძნოთ, რომ არ გაქვთ ხმის ამოღების უფლება და თუ მაინც აღმოჩნდებით ასეთ ვითარებაში, სასწრაფოდ გაეცალეთ.
გირჩევენ გადაიქცეთ ისეთ ადამიანად, როგორიც სინამდვილეში არ ხართ.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გითითებენ თქვენს პიროვნულ თვისებებსა თუ მიდგომებზე და გარწმუნებენ, რომ რამე უნდა შეცვალოთ, არასოდეს დაეთანხმოთ ასეთებს.
თქვენ ხართ საკუთარი თავი - ნამდვილი და გულწრფელი, და არავის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული. ვინც ვერ მიგიღებთ, დროა თვითონ იფიქროს დამოკიდებულებების შეცვლაზე.
მუდმივად დახმარებას გთხოვენ.
ჩვენ გვაქვს წარსული და გვაქვს მიზეზი იმისა, რომ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ. ზოგი მდიდარია, ზოგიც ღარიბი და თუ თქვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც ხელმოკლედ ცხოვრობენ და გავალდებულებენ მუდმივად დახმარების ხელი გაუწოდოთ, ეს თქვენთვის არასახარბიელო გარემოებაა.
შეუძლებელია ყოველთვის ყველას დაეხმაროთ. უფრო მეტიც, ეს დათვური სამსახურია, გახსოვდეთ, ყველამ თავად უნდა იზრუნოს თავის კომფორტზე თუ უზრუნველ ცხოვრებაზე.