ვერძი: სულიერი ზრდა და ფინანსური წარმატება.
თქვენი პირადი თემა ამ წელს სულიერი ზრდისა და გაფართოების გარშემო იტრიალებს, განსაკუთრებით თქვენს ყოველდღიურ საქმეებში.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შეხვდეთ მატერიალური ზრდის რამდენიმე შესაძლებლობას, მიიღეთ ისინი გულში სიკეთით, რათა სამართლიანობის აღსრულებისას ყველა კმაყოფილი და თანასწორი დარჩეს.
კურო: ურთიერთობები.
ფოკუსირდით თქვენს ურთიერთობებზე, განსაკუთრებით ინტიმურ ურთიერთობაზე, რომელიც მზად არის შემდეგ დონეზე გადასასვლელად ან თუნდაც დაწყებას ელოდება. გახსოვდეთ, იპოვოთ შუა გზა, რომელიც კარგად იმუშავებს მიზნის მისაღწევად.
ამ წელს თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდება, ამიტომაც ვარსკვლავები გირჩევენ აირჩიოთ ის საკითხები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც საშუალებას მოგცემთ დაეუფლოთ ბალანსის, ზომიერების და თვითევოლუციის საკითხებს 2024 წელს.
ფინანსური მოგება და შესაძლებლობები, როგორც ჩანს, აქტუალურია წელს და საკმაოდ დიდ ფინანსურ მოგებასაც მიიღებთ.
ტყუპები: კარიერა.
თქვენი მიზანი, კარიერა და ის, თუ როგორ გინდათ, რომ მიაღწიოთ მიზანს, იქნება თქვენი ძირითადი აქცენტი 2024 წელს, ასევე მნიშვნელოვანია საღი გონების შენარჩუნება, მინიშნებების არჩევა და ახალი საგნების სწავლა, შესაძლოა ისეთ კურსზე დარეგისტრირებაც კი, რომელზეც ადრე ფიქრობდით.
უბრალოდ იყავით თქვენი თავის ის ვერსია, რომელიც გჭირდებათ ამ წელს რომ იყოთ.
კირჩხიბი: საკუთარი თავის სიყვარული.
იმისთვის, რომ მიიღოთ მაქსიმალური ჯილდო, არის საკუთარი თავის სიყვარული და მიღება ისეთად, როგორიც ხართ; თვითშეფასება და სწავლა ამ წლის კირჩხიბის მაგიაა.
დაიცავით ის, რისიც მართლა გჯერათ. 2024 წელი, სავარაუდოდ, გაგრძნობინებთ დამოუკიდებლობას როგორც ფინანსურად, ასევე გონებრივადაც.
ლომი: კომუნიკაცია.
ამ წელს თქვენ დაიმსახურებთ იმ დახვეწილ გობელენს, რომელიც ნაქსოვია თქვენი ემოციებით, აზრებითა და კომუნიკაციის უნარებით. თქვენი ოსტატობა ამ წელს მდგომარეობს იმაში, რომ დაუკავშირდეთ თქვენს ემოციებს. ისწავლეთ მოთმინება, მაგრამ არასოდეს ჩაკლათ თქვენი შინაგანი ხმა, გამოხატეთ საკუთარი აზრი თავდაჯერებულად და გაითვალისწინეთ მეგობრების რჩევაც.
ქალწული: სიბრძნე.
განსაცდელი, რომელსაც შესაძლოა გადააწყდეთ, მიგიყვანათ იქამდე, რომ გააფართოოთ თქვენი საზღვრები, სამეგობრო წრე და სამომავლო პერსპექტივა. ეს წელი სიბრძნისა და სტაბილურობის წელია ქალწულებისთვის, რაც მოაქვს თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებს, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებს.
იქ, სადაც ოდესღაც რაღაცები დაკარგული იყო, სამყარო ამუშავებს ახალ ვერსიას, რომელიც თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს. თქვენი ცხოვრება არ არის მდორე და უფუნქციო, უბრალოდ თქვენ თავად არ გსურთ მოძრაობა და აქტიურობა, იმოძრავეთ, თქვენგან სამყარო ამას ელოდება.
სასწორი: საკუთარი თავის აღმოჩენა.
2024 წელს სასწორებისთვის საკუთარი თავის აღმოჩენის ძალა და უნარი მოაქვს. სიმშვიდის და შინაგანი გრძნობის გამოყენება, რაც არ უნდა მოხდეს თქვენს გარშემო, იქნება თქვენი ძლიერი მხარე ამ წელს.
თქვენ ისწავლით როგორ დაეუფლოთ რეალობას საკუთარ თავზე დაყრდნობით და საკუთარი თავის უპირობო ნდობით.
მორიელი: კომფორტი.
იზრუნეთ თქვენს ურთიერთობებზე და ისიამოვნეთ თქვენს გარშემო არსებული კომფორტით. ეს წელი არის თქვენი წამოწყება და ინიციატივა ბევრ რამეში: გაერთეთ მეტი, მიეცით და მიიღეთ მეტი სიხარული ურთიერთობებით, მოუსმინეთ საყვარელ ადამიანებს და ისიამოვნეთ ჯეკპოტის მოპოვების გრძნობით.
მშვილდოსანი: ადაპტირება.
თქვენ შეგიძლიათ ბევრი რამის შეფუთვა და მანიპულირება რიგი საკითხებით, მაგრამ ამ წელს უნდა დახვეწოთ თქვენი მიზნები თუ მისი მისაღწევი გზები და ყურადღება მიაქციოთ თქვენს ქმედებებს. ეს შეიძლება გამოჩნდეს როგორც პროფესიულ ფრონტზე, ასევე თქვენს პირად ცხოვრებაში. სავარაუდოდ, თქვენი მთავარი გზა 2024 წლიდან.
თხის რქა: შურისძიება.
ეს თქვენთვის კარმული შურისძიების წელია. თქვენი თემები ტრიალებს კონტროლებისა და ბალანსების დარეგულირებაზე სულის დონეზე და არა მატერიალურ სიბრტყეზე. ამ წელს თქვენს ცხოვრებაში უზარმაზარი გათავისუფლება მოხდება და ამით უფრო ბედნიერი იქნებით. ხოლო იმის შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება, თუ როგორ უნდა დაამარცხოთ მეტოქე, როცა თქვენი საქმე მარცხით დასრულებულია, ამ წლის თქვენი მთავარი გამოწვევაა.
მერწყული: დისციპლინა.
თქვენი გონიერი მსოფლმხედველობა, სავარაუდოდ, დაგეხმარებათ გაიხედოთ მომავლისკენ და შექმნათ მარადიული იმპერია, რომელიც წინ წაიყვანს თქვენს მემკვიდრეობას - სამსახურში თუ პირად ცხოვრებაში.
2024 წელს თქვენ უფრო მეტად დახვეწთ ისეთ უნარებს, როგორიცაა დისციპლინა, ორგანიზებულობა, ლოგიკა და შესაძლოა, ლიდერობის უნარებსაც კი.
თევზები: ინტუიცია.
ეს წელი გპირდებათ უამრავ თანამოაზრე ადამიანს და ზრდისა და ტრანსფორმაციის სხვადასხვა გზებს.
საკმაოდ დიდი ნაბიჯებით მიიწევთ კარიერულ გზაზე და დიდი ალბათობით დაწინაურებასაც უნდა ელოდოთ. თქვენ აღმოაჩენთ, თუ რამდენი ჯადოქრობა შეიძლება შექმნათ საკუთარი თავის ნდობით და მონდომებით.
თემები: ზოდიაქოს ნიშნები, ასტროლოგია