LIFE

როდის და რატომ მთავრდება სიყვარული?

როდის და რატომ მთავრდება სიყვარული?

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა თავიდან დიდი სიყვარულით იწყება, მაგრამ ხდება ისეც, რომ თანდათან ემოციები ქრება, მამაკაცი თავის პარტნიორში კარგავს სასურველ ქალს... რატომ და როდის ხდება ასე?

TREND გთავაზობთ რამდენიმე სიტუაციას, რაც, გრძნობების ნელ-ნელა გაქრობას იწვევს.

ერთფეროვნება.

სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს თუ  ქალი ყოველდღე ერთსა და იმავეს მოუყვება - როგორ გააცილა ბავშვი სკოლაში, როგორ მოამზადა სადილი და სხვ. მამაკაცს ეს ერთფეროვნება მალე მობეზრდება.
კაცებს გაცილებით მოსწონთ ქალი, რომელიც გატაცებულია რაიმე ჰობით. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ხატვა, ცეკვა, ბიოქიმიური პროცესების შესწავლა თუ ვებსაიტების შექმნა. მთავარია, საოჯახო საქმეების გარდა, სხვა რამეც გაინტერესებდეთ და თქვენი ცხოვრება არ იყოს სავსე მოსაწყენი ერთფეროვნებით.


მანიპულირება ინტიმური ურთიერთობით.

ქალებს მოსწონთ სექსზე უარის თქმა და მისი დასჯის ხერხად გამოყენება, რაც საკმაოდ ცუდი პრაქტიკაა. მალე მამაკაცი შეწყვეტს ამაზე რეაგირებას და დაიწყებს ფიქრს, როგორ და სად მიიღოს ის.

განსხვავებული ლიბიდოს შეჯახება.

განსხვავებული ლიბიდოს მქონე ადამიანებში ხშირია უთანხმოება. მაგალითად, ქალს თვეში ერთხელ სჭირდება სექსი, კაცი კი კვირაში 3-5-ჯერ ითხოვს ინტიმურ ურთიერთობას.

ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა შეთანხმდეთ პარტნიორთან, თუ ასე არ მოიქცევით, პრობლემები გაიზრდება.

გარეგნობაზე და პირად ჰიგიენაზე უარის თქმა.

ქორწინების შემდეგ ბევრ ქალს ჰგონია, რომ მისი პარტნიორის გული სამუდამოდ დაპყრობილი აქვს და წყვეტს პირად ჰიგიენასა თუ სილამაზეზე ზრუნვას. ასეთი შემთხვევა ხშირად სერიოზული პრობლემის საფუძველი ხდება.
გახსოვდეთ, პირადი ჰიგიენა თქვენი პასუხისმგებლობაა და სწორედ ის გეხმარებათ კომუნიკაციის დამყარებაში როგორც ოჯახში, ასევე საზოგადოებაში.

დედის და მამის სტატუსი.

მეუღლეს არასოდეს უწოდოთ „მამა“, ანალოგიურად, შეწყვიტეთ მისი ყველა მცდელობა დაგიძახოთ „დედა“, როდესაც საუბრობთ პირად თემებზე.
ერთია, ბავშვს ჰკითხო: "დედა სად არის?" და სრულიად განსხვავებულია, თუ ჰკითხავთ თქვენს მეუღლეს: „დედა, სად არის ჩემი წინდები?“
პირადი კომუნიკაციისთვის მიმართეთ სახელებით, მოფერებითი მეტსახელებით ან ზედსართავებით: "საყვარელო", "ძვირფასო",  მაგრამ არა "დედა" ან "მამა".

ქალი, რომელიც არ ვითარდება.

რაც არ უნდა ეშინოდეს ზოგიერთ მამაკაცს ქალის თვითგანვითარების, სწორედ ეს ხდის ქალს მის თვალში საინტერესოს და სასურველს. ქალი, რომელიც არ წყვეტს ზრდას და რაღაც ახლის აღმოჩენას, ყოველთვის შესანიშნავი მოსაუბრეა. მასთან ერთად შეიძლება აღმოჩნდეთ არა მარტო საწოლში ან სამზარეულოს მაგიდასთან, არამედ ისაუბროთ საინტერესო თემებზე. სწორედ ეს იზიდავთ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ქალებში.

და ბოლოს, ნუ დაემსგავსებით ცოლს, რომელიც მთელი დღე გაზქურასთან ტრიალებს. შესანიშნავია იყო მზრუნველი დედა და მეუღლე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია იყო ქალი ნებისმიერ სიტუაციაში.

ხანდახან გადადეთ საოჯახო საქმეები და გადით მეგობრებთან ჭიქა ყავაზე, დაკავდით თქვენი საყვარელი საქმით, ეცადეთ ისწავლოთ რამე ახალი და თქვენი ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოთ.