Rakuten Viber, აპლიკაციაში ჩატის კონფიგურირებად საქაღალდეებს დაამატებს
- 07.03.2024
ახალი, დახვეწილი და ინტუიციური ინტერფეისი მნიშვნელოვანი საუბრების ორგანიზებას გააადვილებს
Rakuten Viber, გლობალური ლიდერი პირადი და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში, ახალ ფუნქციონალს - ჩატის საქაღალდეს მალე შემოგვთავაზებს.
ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სწრაფად იპოვონ კონკრეტული ჩატი და ზოგადად, უკეთ მართონ პირადი საუბრები. საქაღალდე შექმნილია მომხმარებლისთვის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, შესაბამისად, ის საშუალებას გაძლევთ დაალაგოთ ჩატები თემების, ჯგუფების ან ინდივიდების მიხედვით.
ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნას ხუთამდე, პირად პრეფერენციებზე მორგებული საქაღალდე. თუმცა, აქ არ იგულისხმება ჩანართი „All“ ანუ „ყველა“, რადგან ის ავტომატურად მოიცავს ყველა სხვა ჩატს. მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია შექმნას საქაღალდე სამსახურისთვის, მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის ან ფავორიტი კონტაქტებისთვის. ერთი ჩატი შეიძლება რამდენიმე საქაღალდეშიც კი გამოჩნდეს. ასევე, არ არის შეზღუდული ჩატების რაოდენობა, რომელიც შეიძლება დაემატოს ერთ საქაღალდეს. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ სურვილისამებრ შეცვალონ საქაღალდის სახელი და მონიშნონ ყველა ჩატი წაკითხულად. ეს ძალიან აადვილებს ჩატების დახარისხებას და აუმჯობესებს კომუნიკაციის გამოცდილებას.
ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროში, შეტყობინების აპლიკაციები გახდა კომუნიკაციის მთავარი საშუალება. ახალი ფუნქცია კი ამ ჩატების მართვის, ძიებისა და ზოგადად, საუბრის ეფექტურ და მოსახერხებელი გზას უზრუნველყოფს. მაგალითად, თუკი ყველა თანამშრომლის ჩატს „სამსახურის“ საქაღალდეში გადაიტანთ, მაშინ სამუშაო კვირის განმავლობაში, მარტივად მართავთ პროექტებს, ამოცანებს ან თუნდაც თანამშრომლის დაბადების დღის საჩუქარს დააორგანიზებთ. შაბათ-კვირას კი, „მეგობრების“ ან „ოჯახის“ საქაღალდე იქნება პრიორიტეტული, რაც გააადვილებს შაბათ საღამოს ოჯახური ვახშმის დაგეგმვას, ან მშობლებისთვის დაბადების დღის საჩუქრის შერჩევას.
თითოეულ საქაღალდეზე გამოსახული ბეჯი ნომრით გიჩვენებთ ამ საქაღალდეში წაუკითხავი ჩატების რაოდენობას. ყველა პირადი თუ ჯგუფური ჩატი, არხი ან community შეიძლება დაემატოს ამ საქაღალდეებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ არსებობს გარკვეული გამონაკლისები, რადგან ფარული ჩატები და შეტყობინებები Viber Pay-დან, ბიზნეს ანგარიშებიდან და მომხმარებელთა კომუნიკაციიდან, ამ საქაღალდეებს ვერ დაემატება.
„დღევანდელ სწრაფ, ციფრულ სამყაროში, სადაც შეტყობინებების აპლიკაციები უდიდეს როლს თამაშობენ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში, Rakuten Viber საქაღალდეებს ამატებს. ეს ახალი ფუნქცია შექმნილია სასაუბრო გამოცდილების გასაუმჯობესებლად და მნიშვნელოვანი კავშირების შესანარჩუნებლად. საქაღალდეები დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და დატკბეთ სიმარტივის უპირატესობით“, - ამბობს ოფირ ეიალი, Rakuten Viber-ის CEO.
მომდევნო ორი თვის განმავლობაში, საქაღალდეების ფუნქცია თანდათანობით გავრცელდება მთელს მსოფლიოში და ხელმისაწვდომი გახდება ყველა მომხმარებლისთვის, ვინც Rakuten Viber 22.0-ით ან უფრო ახალი ვერსიით სარგებლობს. თუკი 10-ზე მეტი მიმდინარე საუბარი გაქვთ Rakuten Viber-ში, მაშინ მისი გახსნისთანავე დაინახავთ ახალ ფუნქციას. ასევე, საქაღალდეების გააქტიურება შესაძლებელია ჩატის მთავარ ეკრანზეც - დააჭირეთ More, შემდეგ აირჩიეთ Manage Folders და დაამატეთ სასურველი ჩატი. სულ ესაა.
Rakuten Viber-ის შესახებ
Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მომხმარებელებს აქვთ წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებისთვის ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს.
Rakuten Viber არის ელექტრონული კომერციისა და ფინანსური სერვისების მსოფლიო ლიდერის - Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი.
თემები: