თუ გსურთ სუფთა, მბზინავი კანი გქონდეთ, მიირთვით ეს პროდუქტები
- 09.03.2024
საკვები პროდუქტები შეიცავს სასარგებლო ვიტამინებს, მინერალებსა და ამინომჟავებს, ამიტომ ჯანსაღ კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი კანისთვის.
თუ გსურთ სუფთა და ლამაზი კანი გქონდეთ, მაშინ მიჰყევით ჩვენს რჩევებს. დაიმახსოვრეთ, ჯანსაღი კვება ასევე აგარიდებთ კანის აკნესა და თმის პრობლემებს.
სტაფილო.
სტაფილო ძალიან სასარგებლოა მხედველობისთვის და კანის გასაწმენდად. ბეტა-კაროტინი და ვიტამინი A უერთდება ცხიმს და ხელს უწყობს ფორების შემცირებას. სტაფილო პასუხისმგებელია როგორც ჯანსაღ კანზე, ისევე ჯანსაღ თმაზე.
კიტრი.
ეს ბოსტნეული დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს და მისი მიღება ხელს უწყობს კანის დატენიანებას. კიტრი დამატებით შეიცავს სილიციუმს, დანამატს, რომელიც ხელს უწყობს თქვენს სხეულს ჰიალურონის მჟავას მიწოდებაში. ეს ნაერთი საშუალებას აძლევს უჯრედებს შეინარჩუნონ ტენიანობა, ასე რომ, თქვენი კანი გამოიყურება სუფთად.
ავოკადო.
მყარი ცხიმებით გაჯერებული კიდევ ერთი ჯადოსნური პროდუქტი - ავოკადო, უზრუნველყოფს თქვენი კანის სინაზესა და სიგლუვეს. ავოკადოს მირთმევა საშუალებას მისცემს თქვენს კანს შეინარჩუნოს ცხიმის რეგულირება და დაგიცვათ აკნესგან.
საზამთრო.
საზამთროს საკმაოდ მაღალი წყლის შემცველობა აქვს, ამიტომაც ეს პროდუქტი შესანიშნავი არჩევანია თქვენი კანის სისუფთავისა და დატენიანებისთვის.
ფორთოხალი.
მიუხედავად იმისა, რომ ფორთოხალი ყველაზე მეტად C ვიტამინით არის ცნობილი, ის ასევე გაჯერებულია კოლაგენით, რაც პასუხისმგებელია ნაოჭების შემცირებაზე.
ყოველ დილით ერთი ცალი ფორთოხლის მირთმევა შეიძლება საკმარისი იყოს თქვენი კანის მოვლის ძვირადღირებული რეჟიმის ჩასანაცვლებლად.
ისპანახი.
ისპანახი სუპერ საკვები თვისებებით ხასიათდება. კერძოდ, ის დიდი რაოდენობით შეიცავს A ვიტამინის წინამორბედ ბეტა-კაროტინს.
ყოველ დილით თქვენს ომლეტში ისპანახის დამატება საშუალებას მისცემს ორგანიზმს გამოიყენოს ვიტამინი A თავისუფალი რადიკალების მოსაშორებლად და კანის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
პომიდორი.
პომიდორში შემავალი ლიკოპენი შეიძლება მზის UV სხივებისგან საუკეთესო დამცველი იყოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ ყოველდღიურ მზისგან დამცავ საშუალებებზე. ლიკოპენი უფრო დიდი დოზით გვხვდება მოდუღებულ პომიდორში თუ ტომატის სოუსში.
სიმინდი.
ყვითელი სიმინდი შეიცავს ბეტა-კაროტინს. გარდა იმისა, რომ ის კანს ჯანსაღ იერს და ბზინვარებას მატებს, ასევე შაქრის ნაკლები შემცველობა აქვს, განსხვავებით თეთრი სიმინდისგან.
პაპაია.
ტროპიკული ორგანული პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელიც გამორჩეულია კიბოს პრევენციის ყველაზე ძლიერ აგენტებს შორის, ის ასევე იცავს კანს დაზიანებისგან და ნაოჭებისგან.
წყალი.
არ არსებობს დედამიწის ზურგზე იმაზე ჯადოსნური და მარგებელი სითხე, ვიდრე წყალია, ამიტომ მისი საჭირო რაოდენობით მიღება აუცილებელია ჩვენი კანისთვის, თმებისთვის და მთლიანად ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
აირჩიეთ ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში წყალი, ის აგავსებთ ენერგიით და საჭირო მინერალებით.
თემები: ჯანმრთელობა
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია