მშობლები

რჩევები, თუ როგორ გახდეთ საუკეთესო დედა

რჩევები, თუ როგორ გახდეთ საუკეთესო დედა

დედა-შვილის ურთიერთობა, როგორც წესი, სიყვარულით და სითბოთი გაჯერებულია, მაგრამ ხშირად ხდება ისეც, რომ ეს ურთიერთობა იძაბება.

დაძაბულობას შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს, როგორიცაა - ერთმანეთისადმი გახსნის შეუძლებლობა, დედის მხრიდან შვილის ზედმეტად გაკონტროლება, უადგილო და უსაფუძვლო შენიშვნის მიცემა, ფიზიკური კონტაქტის ნაკლებობა და მრავალი სხვა ფაქტორი.

იმისთვის, რომ გააძლიეროთ ურთიერთობა თქვენს ქალიშვილთან და იყოთ მისთვის სანდო მეგობარი, განაგრძეთ კითხვა და მიიღეთ საუკეთესო რჩევები!

1. ეცადეთ იყოთ ღია და თანამედროვე.

თუ გსურთ იყოთ მხიარული და მეგობრული დედა, შეეშვით ძველმოდურობას.

თქვენი მოთხოვნილებები შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. მოერიდეთ ისეთი მოლოდინების შექმნას, რომელიც ძალიან მაღალია თქვენი გოგონასთვის, რადგან ეს შეიძლება მისთვის დამთრგუნველი იყოს და ეცადოს თავი შორს დაიჭიროს თქვენგან.

2. იყავით კარგი მსმენელი.

თქვენი შვილის ისტორიების მოსმენა თანაგრძნობის საუკეთესო ფორმაა, ამიტომ იყავით მისი კარგი მსმენელი, ნუ განსჯით უბრალო რამის გამო. მოუსმინეთ ბოლომდე და მხოლოდ საუბრის ბოლოს ჰკითხეთ, სურს თუ არა თქვენგან რჩევის მიღება, თუ უბრალოდ გულის მოსაოხებლად გიყვებათ ამბებს.
როდესაც ის გაგიზიარებთ თავის ისტორიებს, აუცილებლად გამონახეთ დრო და მოუსმინეთ ყურადღებით, მოხვიეთ ხელი ან ოდნავ შეეხეთ და აგრძნობინეთ, რომ მასთან ხართ.

3. მოუსმინეთ მის აზრს.

თუ თქვენი ქალიშვილი გამოხატავს საკუთარ აზრს - პატივი ეცით, მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ მისი გულწრფელობა.
მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი შვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდა და თქვენზე ბევრად გამოუცდელია, არ ნიშნავს, რომ თქვენ სრულად უნდა უარყოთ მისი აზრები.

4. მიეცით მოქმედების საშუალება.

მიეცით საშუალება პრობლემები თავად გადაჭრას. ეს დაეხმარება მას გახდეს თავდაჯერებული და სხვა დროს, როცა მასთან არ იქნებით, თავად შეძლოს პრობლემის მოგვარება. ეს მისი ზრდისა და სრულყოფილებისკენ მიმავალი გზაა.

5. გამოხატეთ სიყვარული.

ბავშვებისადმი სიყვარულის გამოხატვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მათი მთავარი მოთხოვნილებების გათვალისწინება და შესრულება. როდესაც ღიად აჩვენებთ სიყვარულს, დიდობაში მასაც არ გაუჭირდება გრძნობების გამოხატვა. ჩახუტება და მოფერება ხელს შეუწყობს თქვენი კავშირის გაძლიერებას.

6. ყოველთვის გამონახეთ დრო მისთვის.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დაკავებული ხართ, ყოველთვის გამოყავით დრო თქვენს გოგონასთან დროის გასატარებლად. დაზოგეთ დრო იმ საქმეების კეთებისთვის, რაც ორივეს გიყვართ; იქნება ეს შოპინგი, კინოში ერთად წასვლა თუ სხვა რამ.

ასეთი ხერხებით შეგიძლიათ გააძლიეროთ თქვენი კავშირები და ის კიდევ უფრო მჭიდრო და მეგობრული გახადოთ.