მამაკაცებს შეუძლიათ და ხშირად ახერხებენ სქესობრივი კავშირის დასრულებას მაშინ, როცა თავად განიცადეს ორგაზმი და საერთოდ არ აინტერესებთ მიაღწია თუ არა ქალმა ორგაზმს, ან როგორ გრძნობს თავს ახლა.
თუმცა, სანამ მამაკაცი პარტნიორს ლოგინში შეიტყუებს სიყვარულს ათასი საალერსო სიტყვით უმტკიცებს, ხოლო აქტის დროს და მერეც, მის ყველა ქცევაში მხოლოდ საკუთარი „მე“ დომინირებს.
მამაკაცი, რომელიც ქალთან ინტიმური ურთიერთობის დროს უპირატესობას საკუთარ თავს და სხეულს ანიჭებს, ეგოისტურად არის შეყვარებული.
როგორ გამოვიცნოთ ჩვენი პარტნიორი ეგოისტია, თუ არა?
ხშირად ითხოვს მასაჟს, მაგრამ თავად არასოდეს აბრუნებს ამ სიკეთეს.
ცდილობს პრელუდიის გარეშე გადავიდეს პირდაპირ სექსზე, რათა არ დასჭირდეს რაიმე დამატებითი სამუშაოს შესრულება.
მას შემდეგ რაც სქესობრივ აქტს დაამთავრებს, გადატრიალდება და იძინებს, არ აინტერესებს თქვენ როგორ გრძნობთ თავს სექსის მერე.
თუ ქალმა მიაღწია ორგაზმს სქესობრივი აქტის დროს, მან კი არა, ამას უსამართლობად მიიჩნევს.
უპირატესობას ანიჭებს სექსის ისეთ პოზებს, სადაც ბევრი ფიზიკური დატვირთვა არ უწევს.
თუ თქვენს პარტნიორს ეს თვისებები აქვს, მაშინ დროა სასწრაფოდ დაელაპარაკოთ მას და შეთანხმდეთ რიგ საკითხებზე, მაგრამ თუ შეთანხმებას ვერ მიაღწიეთ, დროა, სასწრაფოდ ჩამოსცდილდეთ მას მანამ, სანამ ძალიან მიეჯაჭვებით.
თემები: სექსი, სიყვარული და სექსი