სილამაზე

რას ამბობს მაკიაჟი ადამიანის ხასიათზე

რას ამბობს მაკიაჟი ადამიანის ხასიათზე

სტილისტები და ფსიქოლოგები დარწმუნებით აცხადებენ, რომ მაკიაჟს ადამიანის ხასიათზე იმაზე მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე ჩვენ ფიქრობთ.

თვალის ლაინერი და ვარდისფერი პომადა

ეს არის ორგანიზებული და თავდაჯერებული გოგონა, რომელიც ორიენტირებულია დეტალებზე, ახსოვს ყველა მეგობრის დაბადების დღე, ასევე მათი ზოდიაქოს ნიშნები, პროფესია და საკრედიტო ბარათის ნომერიც კი.



თვალის ლაინერის მკაფიო და თანაბარი ხაზი მიუთითებს, რომ წესრიგის, სიცხადისა და თანმიმდევრულობის მოყვარულია.
მისი მოქმედებები ცხოვრებაში ისეთივე მარტივი და ზუსტია, როგორც მაკიაჟში.

ბზინვარება, ნათელი ტუჩები და გამოკვეთილი წარბები

ეს გოგონა ძლიერი, დამოუკიდებელი და უსასრულოდ ქალურია. ის ნამდვილად არ არის იმათ რიცხვში, ვინც განზე დაჯდება და ყურადღების მიპყრობის შერცხვება; როგორც ცხოვრებაში, ასევე მაკიაჟის წასმის საკითხებში.



თქვენი მაკიაჟი გამოხატავს თავდაჯერებულობას და კრეატიულობას. თქვენი გამოკვეთილი წარბები და კაშკაშა ტუჩები ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ მუდამ ყურადღების ცენტრში იყოთ.

მაცდური ტუჩები და შავი წამწამები

საკითხავია, თქვენი მაკიაჟია უფრო ექსცენტრიკული თუ თქვენი ხასიათი. თქვენ ნამდვილად არ ხართ ის გოგონა, რომელიც მოკლებულია ყურადღებას. გარშემორტყმული ხართ მეგობრებით, რომლებიც აფასებენ თქვენში ბუნებრივ ნაპერწკალს;



როგორც ბევრი რამ ცხოვრებაში, როდესაც საქმე ეხება მაკიაჟს, გიყვართ რაღაც ახალი და ორიგინალური სცადოთ. გრძელი წამწამები ობობას ფეხის ეფექტით? დიახ! მუქი ალუბლისფერი ტუჩები? აუცილებლად! ექსპერიმენტები თქვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის.

ნატურალური მაკიაჟი

ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში და ნებისმიერ ვითარებაში, თქვენ სიმშვიდეს ინარჩუნებთ. სწორედ ამ უსაზღვრო სიმშვიდეშია თქვენი შინაგანი ძალა. თავდაჯერებული ხართ და ეს მაკიაჟის მინიმალიზაციაშიც გამოიხატება.



იცნობთ მოდის უახლეს ტენდენციებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მიჰყვებით მათ, რადგან იცით რა გიხდებათ. თქვენთვის ბევრად უფრო პრაქტიკულია, BB კრემის, ტუჩის ბალმის და ტუშის წასმა. ყველაფერი დანარჩენი თქვენთვის არასაჭირო და გადაპრანჭულია.

შეღებილი თვალები და მკაფიოდ გამოკვეთილი ლოყები

ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დრამის დედოფალი ხართ, მაგრამ ჩვენ ერა, რომ თქვენ უბრალოდ ჰარმონიაში ხართ საკუთარ თავთან, თქვენს გრძნობებთან და ემოციებთან. არ გრცხვენიათ ფილმში ემოციურ მომენტებში ტირილი, არ იკავებთ სიცილს, თუ სასაცილოდ გეჩვენებათ რამე.



სახის სრულყოფილი ნაკვთები, კარგად გამოკვეთილი ლოყები და კაშკაშა თვალები არის ცხადი ნიშანი იმისა, რომ არ გეშინიათ საკუთარი თავის გამოხატვის და ყურადღების მიპყრობის. იზიდავთ ხალხს, რადგან ხართ ბუნებრივი, გახსნილი და სიცოცხლით სავსე.