SEX

ის, რაც მამაკაცებს სექსზე მეტად სურთ

ის, რაც მამაკაცებს სექსზე მეტად სურთ

რამდენჯერ გვსმენია ფრაზა: „მამაკაცებს მხოლოდ სექსი სურთ“.

სექსის დაუოკებელი სურვილი ბევრისთვის მამაკაცურობის უპირველესი ნიშანია, მაგრამ ხშირად კაცებს სურთ ისეთი რამ, რაც სექსზე მეტია.

სექსი მშვენიერია ნებისმიერ ასაკში, მაგრამ არის რაღაც, რაც სექსზე უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ მასზე ხმამაღლა საუბარი და აღიარება მამაკაცებს უჭირთ.



მოდით, უფრო ღრმად შევხედოთ, რას იღებენ მამაკაცები სექსის დროს: რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ფიზიკურ სიამოვნებას, მაგრამ არის უფრო ღრმა შინაგანი სურვილი თუ მოთხოვნილება - ეს არის უსაფრთხო ნავსაყუდელი, რაც გულისხმობს დასვენებას, თავშესაფარსა და ზრუნვას.

მამაკაცი კონკურენციას უწევს სხვა მამაკაცებს ყველაზე სასურველ მდედრთან წვდომისთვის. მამრები აკეთებენ სტრატეგიულ ნაბიჯებს და მდედრები წყვეტენ, რომელი მამაკაცი მიიღონ. ქალთან უბრალო ფიზიკური შეხებაც კი მამაკაცს სიამოვნებას, სიმშვიდეს და სახლში დაბრუნების შეგრძნებას ანიჭებს, რაც სცილდება უბრალო სექსუალურ სიამოვნებას და ხშირად ამ უკანასკნელზე ბევრად მეტია.

მამაკაცებს სურთ იცნობდეთ ისეთად, როგორებიც არიან შინაგანი ბუნებით და შეეხოთ არა მხოლოდ მათ სხეულს, არამედ სულსაც. თუმცა, ამგვარი ნავსაყუდელის მიცემა ქალებს ხშირად უჭირთ, რადგან ისინი ასეთ მამაკაცში ვერ ხედავენ ძლიერ საყრდენს. პირველ რიგში ისინი წუხან იმაზე, რომ თუ მამაკაცს არ სურს სექსი, შეიძლება არ იყვნენ საკმარისად მიმზიდველნი, რაც ქალისთვის დამანგრეველია.



ასევე, თუ მამაკაცს სურს უბრალო ჩახუტება და ზრუნვა, ქალს ჰგონია, რომ საქმე აქვს პატარა ბიჭთან და არა ზრდასრულ, თავდაჯერებულ მამაკაცთან.

ძლიერი სქესისგან დიდი გამბედაობაა საჭირო, პარტნიორს აუხსნას, რომ მას შეიძლება სურდეს სექსი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, სიყვარული და მზრუნველობა.                                    
მას უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის სიყვარული და თავდაჯერებულობა, რომ მიიღოს უსაფრთხო თავშესაფარი. მამაკაცს ასევე უნდა ჰქონდეს ძალა დაიცვას საკუთარი თავი, თუ პარტნიორისგან ცივ უარს მიიღებს.



ბუნებრივია, არცერთი მხარისთვის არ არის ადვილი ასეთი რისკების გაღება, მაგრამ როცა ამის შედეგი სიყვარულის და ინტიმური ურთიერთობის გაღრმავებაა, მაშინ ამად ნამდვილად ღირს.