სტილი

როგორია ნამდვილი ფრანგული სტილი რაც ყველა ქალის ოცნებაა

როგორია ნამდვილი ფრანგული სტილი რაც ყველა ქალის ოცნებაა

ბევრი ადამიანი პარიზელ ქალებს დღესაც ბერეტებთან და ბაგეტებთან აკავშირებს. სინამდვილეში, ნამდვილი ფრანგული სტილი ბევრად უფრო ფუნქციონალური, მრავალმხრივი და ორიგინალურია.

პარიზელ ქალებს უყვართ გემოვნებით ჩაცმა და დახვეწილი აქსესუარების მორგება. მათი ნებისმიერი ლუქის საიდუმლოება სიმარტივეში, კომფორტულობასა და ხარისხშია.

ფრანგი ქალები იცვამენ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის, რაც მათი მიმზიდველობის მთავარი საიდუმლოა.
TREND გირჩევთ, რა დაამატოთ გარდერობში პარიზელი ქალების იერსახის გასამეორებლად.

შავი პიჯაკი

შავი პიჯაკი მამაკაცური სილუეტით, გეხმარებათ გამოიყურებოდეთ ელეგანტურად თუნდაც უბრალო მაისურში და ჯინსში. სწორედ ამ სტილით არიან განთქმული ფრანგი ქალები.



შავი პიჯაკი ხაზს უსვამს სისუსტესა და ქალურობას, ასევე თამაშობს კონტრასტებზე. აქცენტი შეიძლება გაკეთდეს მასიურ ღილაკებზე ან ორიგინალურ ჯიბეებზე. თქვენ არ გჭირდებათ პიჯაკში ჩაძირვა; შეგიძლიათ ის წელზე ქამრით შეიკრათ, რაც ქვიშის საათის სილუეტს შექმნის.

აბრეშუმის ბლუზა

ფრანგი ქალები ატარებენ აბრეშუმს არა მხოლოდ რესტორანში საღამოს წვეულებისთვის, არამედ ყოველდღე. ისინი არ ელოდებიან განსაკუთრებულ შემთხვევას ამისათვის.



აბრეშუმის ბლუზა შეიძლება ჩაიცვათ ჯინსებთან ერთად, ასევე ტყავის სწორ შარვალთან, ან ქვედაკაბასთან. ბლუზა შეიძლება იყოს სადა ან, პირიქით, ნათელი ფერით.

კორსეტი

კოკო შანელმა პარიზელ ქალებს თავისუფლება მისცა კორსეტების გაუქმებით, მაგრამ 21-ე საუკუნეში ის აქტიურად ბრუნდება პოდიუმზე. კორსეტები აღარ არის შექმნილი ქალების შეზღუდვისთვის, არამედ, პირიქით, მათ გასათავისუფლებლად.



გარდერობის ეს ელემენტი გეხმარებათ თავი სექსუალურად და თავდაჯერებულად იგრძნოთ. ჩვენ სანახაობრივ სექსუალურობაზე არ ვსაუბრობთ, არამედ შინაგან თვითშეგნებაზე - ეს არის ყველაზე მთავარი. მოდის ტენდენციები გვკარნახობს, რომ მაისურებზე და პერანგებზე აცვიათ კორსეტები, მაგრამ ამ ვერსიაში გარეგნობა ზედმეტად პრეტენზიული, თუმცა ელეგანტურია.
ქუჩის სტილის ვარსკვლავს ნიუ-იორკიდან შეეძლო ასე ჩაეცვა, პარიზელ ქალს კი კორსეტი ქურთუკთან ან მყუდრო შალის კარდიგანთან ერთად ურჩევნია.

გრძელი ხელთათმანები

ჩაცმულობაში ერთ ელემენტსაც შეუძლია მთლიანად შეცვალოს სახე და მიანიჭოს მოდური უპირატესობა. ერთ-ერთი ასეთი არის ხელთათმანები. პარიზელი ქალებისთვის იდეალური ფერი შავია, ამიტომ საკმარისია გარდერობში გქონდეთ კლასიკური შავი ხელთათმანები იდაყვამდე.



მათ ჩვეულებრივ ატარებენ გარე ტანსაცმელთან ერთად ¾ მკლავებით. ის უხდება ქურთუკებს და კედებსაც კი. ასევე მოხდენილი იქნება საღამოს მოშიშვლებულ კაბასთან, გრძელი ხავერდის ხელთათმანები.

ვინტაჟური სამკაულები

პარიზელ ქალებს იტაცებთ ვინტაჟი და მისი დაუფლების ყველაზე მარტივი გზა სამკაულებია - მათ თითქმის არ სჭირდებათ თანამედროვე მოდასთან ადაპტირება. დიდი ოქროს საყურეები, მასიური მეტალის სამაჯურები და მარგალიტის ყელსაბამები ბოჰემურ იერს შემატებს ნებისმიერ ლუქს.



ვინტაჟური აქსესუარები ჯინსთან და სვიტერთან ერთადაც ისევე ლამაზად გამოიყურება, როგორც სადღესასწაულო ჩაცმულობის დროს.