მშობლები

7 რამ, რაც ბავშვებისგან უნდა ისწავლოთ

7 რამ, რაც ბავშვებისგან უნდა ისწავლოთ

დიდობაში ყველას  ბავშვობის ნოსტალგია გვიპყრობს და თანაც ისე ძლიერად, რომ გვინდა დავუბრუნდეთ ბავშვურ ცხოვრებას და გავიმეოროთ ის მომენტები, რაც გადაგვხდენია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია.

დიდობაში მძაფრად ვიგებთ ბავშვური ცხოვრების ტკბილ გემოს და გვსურს ისევ ვიყოთ ლაღები და თავდაჯერებულები.
აი, რა უნდა ვისწავლოთ ბავშვებისგან და რითი გვჯობნიან ისინი ჩვენ:

აღფრთოვანდით

ბავშვები მარტივად გამოხატავენ აღფრთოვანებას, ემოციებს. თუ ჩვენც ასე მოვიქცევით, აღარ ვიქნებით იმედგაცრუებული და არც საქმეები გაგვირთულდება.

ყოველთვის გაიღიმეთ და ნუ იტყვით ხმამაღლა, რომ აღელვებული ხართ, არამედ იგრძენით ეს შიგნიდან. ასეთი განწყობა გაგაბედნიერებთ და გიხსნით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისგან, რომლებიც მხოლოდ ზედმეტ ფიქრს მოაქვს.

მოერგეთ ცვლილებას

ჩვენ ყველას უნდა გვქონდეს ეს უნარი, ისევე როგორც ბავშვებს, გავაუმჯობესოთ ჩვენი ქცევები.

ბავშვებს ძალიან კარგად შეუძლიათ ცვლილებების მიღება და ადაპტაცია განსხვავებით დიდებისგან.

ეცადეთ მარტივად მიიღოთ ცხოვრებისგან შემოთავაზებული ვარიაციები. თუ რამე შეეშლებათ - აპატიეთ; გთხოვენ? - დაეხმარეთ.

ბავშვები ადვილად პატიობენ, დიდებს კი უფრო უჭირთ. თუ ამ საკითხში ბავშვებს მიბაძავთ, მაშინ ბევრ ურთიერთობას გადაარჩენთ.

იყავით ცნობისმოყვარე

ბავშვებში ცნობისმოყვარეობა ახლის სწავლისადმი უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში, რადგან ისინი ღრმად აკვირდებიან საგნებს და ცდილობენ გაერკვნენ ყველა წვრილმან დეტალში.

დიდობაში, დატვირთული გრაფიკის გამო შესაძლოა ბევრი სიახლის გაცნობის შანსი ხელიდან გაუშვათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ ბავშვების მსგავსად გიპყრობთ ცნობისმოყვარეობა ახალი საგნების თუ მოვლენების შესახებ, მაშინ მარტივად გაუმკლავდებით დროს და მიიღებთ ყველა საჭირო ინფორმაციას.

ისწავლეთ მეგობრობა

ბავშვებს უყვართ მეგობრებთან თამაში და მათთან ერთად დროის გატარება, მათ თითქოს კეთლგანწყობა და მეგობრობის უნარი სისხლში აქვთ, რასაც მოზარდებზე ვერ ვიტყვით. ბევრი მოზრდილი არ არის სოციალიზებული, დატვირთული რუტინისა და დროის ნაკლებობის გამო.
მიბაძეთ ბავშვებს მეგობრობაში.

იყავით აქტიური

ბავშვები ენერგიულები არიან, ისინი ერთვებიან ათას სასარგებლო და საინტერესო საქმიანობაში. ცხოვრობენ ლაღად და ტვირთის გარეშე, უფროსებს კი ბევრი რამის მართვა უწევთ.
ფიზიკური აქტივობა ბავშვებს ენერგიულობას უნარჩუნებს. მათგან განსხვავებით, მოზარდები ძალიან მცირე დროს უთმობენ ფიზიკურ აქტივობას.

იყავით თავდაჯერებული

შეგიმჩნევიათ ოდესმე ბავშვებში თავდაჯერებულობის დონე? ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არ აწუხებთ რა ხდება მათ გარემოცვაში, არ აქცევენ ყურადღებას ადამიანების განსხვავებულ აზრს და აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც სურთ. თუ ამ უნარს ბავშვებისგან ისწავლით, მაშინ ადვილი გახდება ბევრი რამის მიღწევა.

არასოდეს იდარდოთ იმაზე, თუ რას ამბობენ სხვები და როგორი იქნება მათი რეაქცია. უბრალოდ გააკეთეთ ის, რასაც გული გკარნახობთ.