ინგრედიენტები:
კვერცხი - 2 ც.
რძე - ½ ჭიქა
მცენარეული ზეთი (ცომისთვის)- 2 ს.კ.
ფქვილი - 1 ჭიქა
შაქარი - 1 ჩ.კ.
მარილი - ½ ჩ.კ.
დაფქული დარიჩინი - 1 ჩ.კ.
ბანანი - 4-5 ც.
შაქრის პუდრი მოსაყრელად
მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადება:
1. ღრმა ჯამში აურიეთ ერთმანეთში კვერცხი, რძე, შაქარი, ზეთი, დარიჩინი, მარილი და ფქვილი. ათქვიფეთ სათქვეფით.
2. ტაფაში დაასხით ზეთი და გააცხელეთ პირველივე ბუშტების გაჩენამდე.
3. ბანანი დაჭერით საშუალო ნაჭრებად.
4. ჩანგლის დახმარებით თითოეული ნაჭერი ამოავლეთ ცომში და შემდეგ ჩაუშვით მდუღარე ზეთში. შეწვით დაახლოებით 8 წუთის განმავლობაში, სანამ არ მოოქროსფერდება.
5. ფრთხილად ამოიღეთ ბურთულები თეფშზე და მოასხით მზა მინანქარი ან მდნარი შავი შოკოლადი.
გემრიელად მიირთვით!
თემები: დიეტა, სწორი კვება, პროდუქტები