LIFE

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორებისთვის

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორებისთვის

როცა ურთიერთობაში ერთ-ერთ პარტნიორს პრობლემები ექმნება, მეორე იმისთვის არსებობს, რომ იგი ამ პრობლემებისგან იხსნას. თუ თქვენს პარტნიორს პრობლემა აქვს და თქვენ მისი დახმარება გსურთ, შეგიძლიათ გააკეთოთ რამდენიმე რამ, რითაც დაეხმარებით მას უსიამოვნებებისგან თავის დაღწევაში. 

ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთის დახმარების სურვილი სიამოვნებას გვგვირიდეს და არ მიგვაჩნდეს ეს პროცესი საშინელ ვალდებულებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობას ვერ შევინარჩუნებთ. 

TREND. გთავაზობთ რამდენიმე იდეას იმისთვის, რომ პრობლემებისას პარტნიორის დახმარება შევძლოთ:

1. აჩუქე მას საჩუქრები

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორებისთვის

მისთვის საჩუქრის შერჩევის პროცესი, შეგიძლია დიდ მხიარულებად აქციო. შეურჩიე მას ისეთი საჩუქარი, რომელიც მისი ღიმილის მიზეზი გახდება და აგრძნობინებს, რომ თქვენ საუკეთესოდ გესმით მისი, ცდილობთ დაეხმაროთ რითიც შეგიძლიათ და მასზე ზრუნვას განაგრძობთ. 

2. ყოველთვის მზად იყავი მოუსმინო 

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორებისთვის

პრობლემები მხოლოდ ქალებს არ გვაწუხებს და ეს უნდა ვიცოდეთ. მამაკაცებსაც სჭირდებათ კარგი მსმენელი და მხარი, რომელსაც თავს ჩამოადებენ. იყავი ის ადამიანი, რომელიც მუდამ მზადაა დახმარება შესთავაზოს საკუთარი მსმენელის ამპლუით. 

3. დაკავდით ბევრი სექსით

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორებისთვის

იყავი ინიციატორი. პრობლემებისას, შესაძლოა, მამაკაცმა ინიციატივა არ გამოიჩინოს, ამიტომ, ეცადე თავად შეინარჩუნო ურთიერთობაში ეს ხაზი. იგი მას დაეხმარება სტრესისგან გათავისუფლდეს და დადებითი ენერგიით დაიმუხტოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ თქვენ როგორც მამაკაცი, იგი გსურთ. 

4. მოუმზადე სადილი 

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორებისთვის

რა თქმა უნდა, ვალდებული არ ხართ, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, თავი ვალდებულად არც უნდა იგრძნოთ. მოუმზადეთ სადილი და დაახვედრეთ სამსახურიდან მოსულს. აგრძნობინეთ, რომ ამით მხარდაჭერას გამოხატავთ. 

5. იზრუნე მასზე

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორებისთვის

გამოიჩინე ყურადღება, დაურეკე და მოიკითხე დღეში რამდენჯერმე. ეცადე სხვადასხვა საშუალებით გამოხატო შენი მხარდაჭრა და აგრძნობინო, რომ მასზე ზრუნავ და მის პრობლემებს განიცდი. 

6. ესაუბრე მას

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორებისთვის

გარდა იმისა, რომ აუცილებელია მას ღიად ესაუბრო პრობლემებზე, რომელიც აწუხებს, ასევე, მნიშვნელოვანია, შესთავაზო ამ პრობლემების გადაჭრის შენეული ხედვებიც. დაუთმე მას თავისუფალი დრო და ესაუბრე ყველაფერზე, რაც უყვარს, აწუხებს, მოსწონს და ა.შ. 

7. ხშირად გაუმეორე, რომ გიყვარს

რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი პარტნიორებისთვის

ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეს, რომ გრძნობა, რომელიც მასთან გაკავსირებს არ ნელდება! ამიტომ, ხშირად გაუმეორე, რომ გიყვარს!



allwomenstalk.com