სტილი

რა ჩავიცვათ სიცხეში: 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციები და რჩევები სტილისტებისგან

რა ჩავიცვათ სიცხეში: 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციები და რჩევები სტილისტებისგან

როდესაც თერმომეტრი რეკორდულ ტემპერატურას აჩვენებს, ჩვენ ვდგებით რთული დილემის წინაშე: ავირჩიოთ მოდური და სტილისტურად დახვეწილი სამოსი ან დავეყრდნოთ სიმარტივეს და მოხერხებულობას. თუმცა, კომპრომისი მოდასა და კომფორტს შორის მაინც შეიძლება მოიძებნოს. იმიჯის სტილისტი, ბლოგერი და Dress to Impress-ის დამფუძნებელი Liria Holdina საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა გავექცეთ სიცხეს და თან მოდურად გვეცვას.

პასტელური ფერები

დელიკატური პასტელური ფერები, შექმნილია ზაფხულისთვის, რადგან ასოციაციებიც კი, რომლებსაც ეს ფერები იწვევს არის სინაზე და სიმსუბუქე. ამას სრულიად „მეცნიერული“ ახსნა აქვს: მუქი ფერები უკეთ შთანთქავს სითბოს, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ტემპერატურა იმატებს შავი სამოსი დისკომფორტული ხდება. იგივე მუშაობს საპირისპირო მიმართულებით.



ასე რომ, ნამდვილად ღირს პასტელურ ფერებთან მეგობრობა - მათ შეუძლიათ ნებისმიერი სამოსი გადააქციონ ძვირადღირებულ და დახვეწილ სამოსად თქვენი კომფორტის დარღვევის გარეშე. გარდა ამისა, საერთო ტონის არსებობის გამო, პასტელური ფერები იდეალურად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის დახვეწილ კომბინაციებს, რომლებიც იმპრესიონისტულ ნახატებს მოგაგონებთ.

თეთრი



თეთრი ფერი სხვების ყურადღებას თავისი სიწმინდითა და უმწიკვლოებით იპყრობს. მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ თეთრი სამოსის ჩაცმისას, არის ის, რომ მათში გამოყენებული ყველა დეტალი უნდა იყოს ერთნაირ ჩრდილში, რადგან ხშირად ერთი ტონით განსხვავებული სამოსიც კი არღვევს სტილს და აუბრალოებს თქვენს ჩაცმულობას.

ჭრილები

სიცხისგან თავის დაღწევის ყველაზე გავრცელებული გზაა, რაც შეიძლება ბევრ ჭრილიანი სამოსის ჩაცმა. ამ სტილის სამოსი ზაფხულში ნამდვილად საინტერესოდ გამოიყურება, სხეულზეც თავისუფლად არის მორგებული, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს სხეულის კონტურის შენარჩუნება.



ალიან ღრმა ჭრილები არც თუ ისე ესთეტიკურია, ამიტომ ცხელ დღეებში შეცვალეთ ჯინსის შორტები ბამბის ფაქტურის შორტებით და დახურულ საყელოიანი მაისური კი მსუბუქი პერანგით, შემოხვეული სახელოებით ან რამდენიმე გახსნილი ღილაკით - ასე თქვენი ყოველდღიური სტილი ბევრად კომფორტული და მოსახერხებელი გახდება.

ძვირადღირებული ფაქტურები



ცოტა რამ „აიაფებს“ იმიჯს უფრო მეტად, ვიდრე სინთეტიკური ან გამჭვირვალე ქსოვილები, რომლებსაც განსაკუთრებით ხშირად ვხედავთ ქუჩებში ყველაზე ცხელ დღეებში, მაგრამ ჰაეროვანი აბრეშუმის ტოპი სრულიად განსხვავებულ განწყობას შეუქმნის მთელ კომპლექტს, თუნდაც ის უფრო მოკრძალებული ბუნებრივი ტექსტურის იყოს. ასე რომ, დაიმახსოვრეთ - ხარისხი ყოველთვის თვალშისაცემია.

აქსესუარები



თუ თქვენ არ გაქვთ მდიდარი გარდერობი, გაამდიდრეთ ის აქსესუარებით. თავისუფლად ატარეთ დელიკატური მსხვილი ჯაჭვები გულსაკიდებით, ასევე თამამად მოირგეთ რამდენიმე ბეჭედი და სამაჯური ერთდროულად, შეიძინეთ პომპეზური და დიდი საყურეები - ეს ყველაფერი თქვენს მოკრძალებულ გარდერობს მდიდრულ ელფერს შესძენს და თავდაჯერებულობასაც შეგმატებთ.

შეცვალეთ ჩანთები და გააფორმეთ თქვენი გემოვნებით.



შეიძინეთ აბრეშუმის შარფი თქვენთვის მორგებული პრინტით და ატარეთ იგი ყოველ ჯერზე ახლებურად - თავსაბურავის სახით, ყელზე, ჩანთის გასაფორმებლად თუ ქამრის ნაცვლად.
დაუმეგობრდით სათვალეებს, რადგან ის საუკეთესო ინვესტიციაა იმიჯის დასახვეწად. თუნდაც ერთი, მაგრამ ელეგანტური სათვალის ქონა მყისიერად გადაგაქცევთ მომხიბლავ და გემოვნებიან ქალად.

აქცენტიანი ფეხსაცმელი

საზაფხულო ფეხსაცმლის გარდერობი ასევე გაცილებით ფართოა და ბევრად სცილდება უნივერსალურ ტენდენციებს. თუმცა, ეცადეთ ზაფხულის ცხელი დღეების გამო, ფეხსაცმელი ოდნავ დიდი შეიძინოთ, რადგან თავიდან აიცილოთ ტერფის შეშუპება.



"ხასიათიანი" ფეხსაცმელი - უჩვეულო დეკორით ან ნათელი ფერებით დამზადებული - ეფექტური აქცენტი იქნება ნებისმიერი სტილისთვის. მაღალი ქუსლი ან საერთოდ ყოველდღიური, მოკრძალებული ფეხსაცმლის ტარება დამოკიდებულია თქვენს პრეფერენციებზე და ფიზიოლოგიაზე. გაითვალისწინეთ, განსხვავებული ფეხსაცმლის ტარება თქვენი ხელწერაა.