LIFE

5 ტიპის ადამიანი, რომელსაც არასოდეს უნდა დაუკავშირდეთ

5 ტიპის ადამიანი, რომელსაც არასოდეს უნდა დაუკავშირდეთ

(ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანების ტიპებზე, რომლებთანაც არასოდეს უნდა დაამყაროთ ურთიერთობა)

თუ უკვე გყავთ ტოქსიკური ადამიანები თქვენს გარშემო, რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ - მოიშოროთ თუ არა ისინი თქვენი ცხოვრებიდან! არჩევანი თქვენზეა, მაგრამ თუ ტოქსიკურ ადამიანებთან კავშირს დროულად არ შეწყვეტთ, უბრალოდ დრო აღარ დაგრჩებათ პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობისთვის.

მუდმივი მსხვერპლი

თანამედროვე ეპოქაში გამუდმებით გვეუბნებიან, რომ ხმამაღლა ვისაუბროთ გრძნობებზე, თუმცა მაგრამ აქაც არსებობს ზღვარი.

ადამიანი, რომელივ მუდმივი მსხვერპლის როლშია, ყველაზე მოულოდნელ სიტუაციებში ახმოვანებს თავის გულისამაჩუყებელ ისტორიებს და ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას ყველას მოუყვეს თავისი განცდები; ის მთელი ძალით შეეცდება ყურადღება გადაგატანინოთ თავის სევდიან ამბავზე.



ადამიანი, რომელიც ნადმვილად განსაცდელშია, დახმარებას ეძებს უახლოესი და სანდო ადამიანებისგან. როგორც წესი, მას არ სურს, რომ საბოლოოდ ჩაიძიროს ამ ტრავმაში, ამიტომ მაქსიმალურად გაურბის მას და არასოდეს ახვევს სხვებს თავზე საკუთარ ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

უკიდურესად თავდაჯერებული

ადამიანის გრანდიოზული გარეგნობის ქვეშ, ჩვეულებრივ, თავდაჯერებულობის ღრმა დეფიციტია. ასეთი ადამიანი ყოველთვის ეცდება სხვების თვალში უკიდურესად თავდაჯერებული იმიჯი შეიქმნას და საკუთარი პრობლემის მოხვევა ან მანიპულირება სცადოს, რათა თავად უკეთ იგრძნოს თავი. ეს ადამიანები ფსიქოლოგიურად მოძალადეები და ნარცისები არიან. ერთი შეხედვით ყველაფერი აქვთ – ნდობა, ფული, გავლენა, მაგრამ თუ უფრო ღრმად შეიჭრებით მის შინაგან სამყაროში, პატარა და უმწეო ბავშვს აღმოაჩენთ დიდი ადამიანის სხეულში.

ჭორიკანა

უზომოდ სასიამოვნოა, როცა თქვენი არყოფნისას ვიღაც თქვენს სათნოებებზე ჰყვება სხვებთან - ეს ყოველთვის დადებითი და სანდო ადამიანის ნიშანია, მაგრამ ადამიანი, რომელიც გაუთავებლად საუბრობს  ნეგატიურ ჭრილში სხვებზე, ეს საშიში და ჭორიკანა ადამიანია.

ყველას გვაქვს უარყოფითი მოსაზრებები ზოგიერთ ადამიანზე, მაგრამ ამ მოსაზრებების გაზიარება ყველასთან, ვინც მუდამ მზად არის ჭორაობისთვის, მიუღებელი საქციელია. დაიმახსოვრეთ: თუ ვინმე სხვაზე ცუდს გეუბნებათ, მაშინ ის თქვენზეც იჭორავებს.

მალსახმობების მოყვარული

არსებობენ ადამიანები, ვინც მუდმივად ყველაზე მარტივ გზას ეძებენ ცხოვრებაში. ასეთ ადამიანებს ყოველთვის ვერ ენდობით ურთიერთობაში თუ სამსახურში. მათ უნდათ მარტივი ცხოვრება და ეს უნდა მიიღონ სხვების წყალობით და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.

უემპათიო

ყველა ადამიანი არ არის თანამგრძნობი. არაემპათიური ადამიანი კი ალბათ ყველაზე ნათელი ნიშანია იმისა, რომ მას ვერ ენდობით. სადაც არ არის თანაგრძნობა, არ არის სინდისი.
არასოდეს არის გონივრული ენდო ადამიანს, რომელსაც არ აქვს სინდისი და სხვისი ტკივილის გაზიარების უნარი - უბრალოდ შეხედეთ, როგორ ექცევიან ადამიანები შინაურ ცხოველებს ან მათ, ვინც მათზე დაბალი სოციალური სტატუსის მქონე არიან. როგორ იქცევიან ისინი რესტორნებში მომსახურე პერსონალთან? ან როგორ იქცევიან სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში.