სტილი

7 შეცდომა, რომელსაც ზაფხულის ჩაცმულობაში ვუშვებთ

7 შეცდომა, რომელსაც ზაფხულის ჩაცმულობაში ვუშვებთ

ხშირად დღეებს ვითვლით ზაფხულამდე, როცა საბოლოოდ დათბება, სიამოვნებით გავიხდით თბილ ქურთუკებს და შილიფად ჩაცმულები დავტკბებით თბილი მზის სხივებით.

თუმცა საზაფხულო საზაფხულო სამოსის არჩევისას ზოგჯერ შეცდომებს ვუშვებთ. ჩვენ გეტყვით, რას ვაკეთებთ არასწორად და როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი შეცდომები.

გამჭვირვალე ტანსაცმელი

ცხელ და მწველ ზაფხულში უპირატესობას ნატურალურ ქსოვილებს ვანიჭებთ, რომელიც მზის შუქზე მეტისმეტად გამჭვირვალეა; ასეთი ქსოვილის ტარებისას შეიძლება სხეულის პიკანტური ადგილები გამოგიჩნდეთ.



თუ არ გსურთ, რომ ყველამ ნახოს თქვენი საცვლები, მაშინ მზის შუქზე შეამოწმეთ როგორ გამოიყურება თქვენი საყვარელი ქვედაკაბა ან კაბა მზიანი ფანჯრის წინ ან ღია კარის ზღურბლზე.

მსუბუქი სამოსი

ვიყოთ გულახდილები - ცხელი დღეების დადგომასთან ერთად გვიჩნდება სურვილი, თითქმის მთელი ტანსაცმელი გავიხადოთ და მხოლოდ მოკლე მაისურით და კიდევ უფრო მოკლე შორტით ვიაროთ. თუმცა, ეს ნაბიჯი ხშირად უსიამოვნო შედეგებს იწვევს -  ცივი დღეების დროს თბილი ტანსაცმლის ქვეშ ჯიუტად დამალულ კანს ულტრაიისფერი გამოსხივების შეჩვევა სჭირდება.



ხშირად მზის გულზე სიარულის შედეგად მაღალია დამწვრობის რისკი. იმისთვის რომ თავი აარიდოთ მსგავს დისკომფორტს, გამოიყენეთ  მსუბუქი, მაგრამ დახურული ტანსაცმელი ან მზისგან დამცავი საშუალება მინიმალური SPF დაცვით.

მზის სათვალე

მზისგან დამცავი სათვალე ზაფხულის აუცილებელი ატრიბუტია, თუმცა, ეს აქსესუარი ბევრს არ უყვარს. არადა მზეზე სიარული დამცავი შუშების გარეშე საკმაოდ უსიამოვნოა. ლინზები საკმაოდ კარგად იცავს ჩვენს თვალებს მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.



ამ აქსესუარის შესაძენად არასოდეს დაზოგოთ თანხა, გახსოვდეთ - ძუნწი ორმაგად იხდის, თანაც მის ფორმასთან ერთად, ყურადღება მიაქციეთ რამდენად მაღალი დაცვა აქვს მზის სხივებისგან.

ჩაცმის ელემენტარული ეტიკეტი

ზამთარში, საოფისე დრეს-კოდი არანაირ კითხვას არ ბადებს: ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რა ტანსაცმელი უნდა ჩავიცვათ ყოველდღიურად სამსახურში. ზაფხულში კი სიტუაცია მკვეთრად იცვლება:



როგორც კი ფანჯრებს მიღმა თერმომეტრი 20 გრადუსს გასცდება, ადამიანები გარდერობის მკვეთრად შეცვლას იწყებენ, ზოგი უპირატესობას მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე სამოსს ანიჭებს, ზოგი კი ჯერ კიდევ ვერ ელევა თბილ ბლუზებს და ხშირად გარშემომყოფების კრიტიკის ქარცეცხლში ამოყოფს თავს.

როგორ გამოვასწოროთ მსგავსი უხერხულობა? - არ დაივიწყოთ ჩაცმის ელემენტარული ეტიკეტი. შეარჩიეთ ოდნავ დახურული და ღია ფერის სამოსი, რომელიც არ გაგრძნობინებთ სიცხეს. შორტები და მაისურები კი ზღვაზე გამგზავრებამდე შეინახეთ.

მჭიდრო ტანსაცმელი

გასაგებია, რატომ არის ზაფხულში მჭიდრო ტანსაცმლით მოძრაობა გაუსაძლისი: ისედაც გადახურებულ გარემოში მჭიდრო და შემოტმასნილი სამოსი ყველაზე დიდ დისკომფორტს იწვევს, ამიტომ არასოდეს ატაროთ ზაფხულის ხვატში ვიწრო და მჭიდრო მოდელები.



პირიქით, ეცადეთ მაქსიმალურად თავისუფალი და დიდი ზომის სილუეტის ტანსაცმელი ატაროთ, განსაკუთრებით კი მოერიდეთ ხელოვნურ და სინთეზურ ქსოვილებს.

სქელი ჯინსი

ზაფხულში ჯინსის შარვალი ცუდი არჩევანი არ არის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ძალიან თხელი იქნება და სიცხეს არ იგრძნობთ, მაგრამ თუ თქვენ ზამთარშიც და ზაფხულშიც ერთიდაიმავე სქელი ჯინსს იცვამთ, რომელიც თავის ფუნქციას უნაკლოდ ასრულებს თოვლსა და სუსხში.



ეს ზაფხულში არასწორი სვლა იქნება  და მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი სხეულის გადახურების რისკს.
სქელი ჯინსის ნაცვლად შეარჩიეთ თეთრი და თხელი ჯინსის ან ტილოს შარვალი, რომელშიც თავს გაცილებით კომფორტულად იგრძნობთ.

საზაფხულო ფეხსაცმელი და პედიკიური

ზაფხულში ფეხსაცმლის სწორად არჩევისას უფრო მეტი სიფრთხილე გმართებთ, ვიდრე ტანსაცმლის შერჩევისას. რა თქმა უნდა, ფეხსაცმელი არ უნდა იყოს ცხელი და უხეში, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სამსახურში ეტიკეტი არ დაიცვათ და სანდლებით გამოცხადდეთ.



უმჯობესია ატაროთ ღია ფეხსაცმელი, არ დაგავიწყდეთ ფეხის ჰიგიენაზე ზრუნვა და პედიკიურის გაკეთება. ასევე ძალიან პრაქტიკული და კარგი ვარიანტია ნატურალური მასალისგან დამზადებული ლოფერების ტარება, რაც საკმაოდ დახვეწილად და კომფორტულად გამოიყურება.