სტილი

როგორ გახდეთ მოდური ქალი - მაშინ, როდესაც საკუთარი წონა არ მოგწონთ

როგორ გახდეთ მოდური ქალი - მაშინ, როდესაც საკუთარი წონა არ მოგწონთ

მათთვის, ვინც არ ჯდება კლასიკური მოდელის ჩარჩოებში, ვისაც აწუხებს ზედმეტი კილოგრამები, ხშირად ასაკზე მეტად გამოიყურებიან, რადგან არ იციან როგორ ჩაიცვან სწორად ისე, რომ დამალონ საკუთარი ნაკლოვანებები და ხაზი გაუსვან უპირატესობებს.

იმისათვის, რომ არ გქონდეთ ასაკოვანი ქალის გამომეტყველება, შეწყვიტეთ მაღაზიებში სიარული საკვებისთვის და მეტი დრო დაუთმეთ გარდერობის სწორად შერჩევას.

როგორც მოდის კორიფეები გვმოძღვრავენ, განსაკუთრებულად ჩაცმული უნდა იყოთ ყველგან, არ აქვს მნიშვნელობა, ქორწილში მიდიხართ, დაჯილდოების ცერემონიაზე თუ უახლოეს მაღაზიაში. იქნებ სწორედ მაღაზიაში შეხვდეთ თქვენს პრინცს, დირექტორს, დამსაქმებელს? რა თქმა უნდა, ხანდახან შეიძლება ვიზარმაცოთ, ეს ნორმალურია, მაგრამ სიზარმაცის შემთხვევაშიც კი გარდერობში უნდა გქონდეთ ისეთი რამ, რაც თქვენს გემოვნებას დააკმაყოფილებს. არაა აუცილებელი VALENTINO-ს კაბა გეცვათ, მაგრამ მიმზიდველი სპორტული ფორმა ან კოსტიუმი უკვე სხვა ტონია.



პირველი რაც უნდა გააკეთოთ, სასწრაფოდ გადაყარეთ სასაცილო მრგვალი დეკოლტეები, ნაქსოვი შარვლები, უცნაურ ადგილებში ცუდად გახეული ჯინსები, იაფფასიანი სამკაულები. გსურთ იყოთ ელეგანტური და ახალგაზრდა გოგონა, ქალი, რომელიც შესამჩნევია? გარშემორტყმული იყავით მარტივი და ლამაზი ნივთებით. დაიწყეთ სახლიდან, როგორც თქვენი საწყისი წერტილი, შემდეგ კი გადახედეთ გარდერობს და ეცადეთ იპოვოთ საკუთარი სტილი, რადგან როგორც ერთ-ერთ ცნობილ გამონათქვამშია, ადამიანები „ტანსაცმლით გვესალმებიან, მაგრამ გონებით გვაცილებენ“.

თეთრი ბლუზა

სადა, თეთრი ბლუზა კლასიკური საყელოთი არის ის, რაც თავისუფლად ჯდება წელზე და ქმნის კონტრასტს თქვენს სასარგებლოდ, მჭიდრო ქვედაკაბის ან შარვლის კომბინაციით.

ჯინსი
ჯინსის, თუნდაც სქელი იყოს ის, ისე უნდა შეირჩეს, რომ ფეხები ლამაზად გამოაჩინოს და რაც მთავარია, იყოს მოკლე და ხაზგასმული ტერფამდე.



შავი კაბა
შავი კაბა ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს, რადგან ის იდეალურად ერგება ქალის ფიგურას, განსაკუთრებით თუ ექნება ლამაზი დეკოლტე, რომელიც მკერდს გაუსვამს ხაზს, მოკლე სახელოები და მუხლამდე სიგრძე.

თბილი ქურთუკი

თბილი ქურთუკი, ან ბეწვის ქურთუკი პლუს ზომის, დაბალი საქამრით და ბეწვით მორთული, საერთოდ არ არის შესაფერისი ახალგაზრდა ქალისთვის. ამის ნაცვლად ჯობია იყიდოთ ლამაზი და თანამედროვე ქურთუკი დამატებითი დეტალების გარეშე. უმჯობესია აირჩიოთ მუქი ან ღია ფერები, განსაკუთრებით მოერიდეთ გეომეტრიული ფიგურებით წარმოდგენილ პრინტებს, ის უფრო სრულს გამოგაჩენთ.

მაისური
მაისურის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. თუ თქვენ გაქვთ შესანიშნავი ჯინსი, მაგრამ მაისური, რომელსაც მაიმუნები ან პანდები ახატია, ეს ლუქს გაგიფუჭებთ. უმჯობესია აირჩიოთ ერთ ფერის და წარწერების გარეშე რბილი მაისურები, ასეთ სტილს ნებისმიერ ტანსაცმელს შეუხამებთ.

 ბლუზები

ბლუზის არჩევისას ნუ შეგეშინდებათ ფერების, თამამად შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა ფერის და ფორმის ზედა ტანი, მთავარია შეუხამოთ თქვენს ლუქებს და იყოს ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული. უმჯობესი იქნება თუ დეკოლტეზე ამოჭრილი იქნება V ფორმა, რადგან ის ვიზუალურად აგრძელებს კისერს და ხაზს უსვამს მკერდის სილამაზეს.

ლამაზი ფეხსაცმელი

სწორად შერჩეული ფეხსაცმელი უდავოდ მნიშვნელოვანი დეტალია ჩვენი გარდერობის. ეს არის  ნივთი, რომელშიც არასოდეს უნდა დაგენანოთ ფულის გადახდა. მოერიდეთ თვლებით მორთულ მოდელებს, ან მძიმე ლანჩიან ფეხსაცმელებს. მთავარია იყოს ხარისხიანი მასალისგან დამზადებული, მოდური და ფეხზე კომფორტულად გქონდეთ.

თბილი ჩექმები

ზამთარში თბილი ჩექმები დაბალი ქუსლებით ბევრად უკეთესია, ვიდრე მაღალქუსლიანი. დაივიწყეთ ზამთარში ქუსლების ტარების უცნაური ჩვევა. ატარეთ ისინი ოფისში, მაგრამ თოვლში და სიცივეში ქუსლიანი ჩექმა საშიში და არაკომფორტულია.

პიჯაკი

პიჯაკის არჩევისას ყველაფერი დამოკიდებულია ქალის აღნაგობაზე. ზოგს მოსწონს მოკლე და ვიწრო პიჯაკი, ზოგს უფრო თავისუფალი. მნიშვნელოვანია ერთი რამ: სწორედ პიჯაკი გვაძლევს საშუალებას ვითამაშოთ კონტრასტებით, ამიტომ მისი დახმარებით ბევრი ლუქის არჩევა შეგიძლიათ.

მოვლილი და ჯანსაღი თმა

სწორად შერჩეული ვარცხნილობა და მოვლილი თმა მნიშვნელოვანი დეტალია ქალის იმიჯში. თმას შეუძლია დაგაბეროთ, ან/და პირიქით გაგაახალგაზრდაოთ. თუ თავად ვერ წყვეტთ, როგორი ვარცხნილობა გიხდებათ მეტად, მიმართეთ კომპეტენტური სტილისტს, ის პროფესიონალურ რჩევას მოგცემთ და იზრუნებს თქვენს გარეგნობაზე.

ჯანსაღი კანი

მოვლილი და ჯანსაღი სახის კანი თქვენი თავდაჯერებულობის გასაღებია. არ არის საჭირო ძვირადღირებული კრემების ყიდვა. უბრალოდ ნახშირწყლების მიღება დიდი რაოდენობით - იკვებეთ სწორად, მიირთვით ხორცი, თევზი, დალიეთ მეტი წყალი, მაგრამ არა ჩაი და ყავა. უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს და ბევრი იარეთ ფეხით ბუნებაში.

და ბოლოს, მთავარია არა ის, 10 კილოგრამით ზედმეტი წონა გაქვთ თუ ნაკლები, მთავარია როგორ გამოიყურებით ამ ზედმეტ წონაშიც, რამდენად თავდაჯერებული ხართ. გვერწმუნეთ, შეიძლება იყოთ მსუქანი, მაგრამ მოდური და თანამედროვე.