ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნების დაუფასებელი და საუკეთესო თვისებები

ზოდიაქოს ნიშნების დაუფასებელი და საუკეთესო თვისებები

ზოდიაქოს თითეულ ნიშანს ნეგატიურ თვისებებთან ერთად, აქვს დადებითი თვისებებიც, რისთვისაც ადამიანებს უყვართ ან მოსწონთ მათთან ურთიერთობა. თუმცა ხშირად ის თვისება, რაც პიროვნების განმსაზღვრელია, გარშემომყოფებს ყურადღების მიღმა რჩებათ, ან შესაბამისად ვერ აფასებენ.

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)

ბევრი ვერძს საყვედურობს პირდაპირობისა და აგრესიულობის გამო, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ამ ქცევის მიზეზი მათი მაღალი მორალური თვისებებია. ვერძი ხშირად არ უყვართ მისი ხისტი ხასიათის გამო. სიხისტე კი ვერძს სამართლიანობის დაცვის მიზნით მოსდის.
ვერძის გამორჩეული და დაუფასებელი თვისება - ის ფარივით უდგება წინ და იცავს ნებისმიერ ადამიანს, თუ იგრძნობს რომ ის უსამართლობის მსხვერპლია.

კურო (20 აპრილი - 20 მაისი)

ერთი შეხედვით, კურო ძლიერი და ურყევი პიროვნებაა, რომელმაც ზუსტად იცის რა სურს, თუმცა კუროს ახლობლებმა იციან, რომ ის ძალიან ნაზი და მგრძნობიარე სულისაა.
კუროს გამორჩეულ თვისება - მას ზედმეტად გულთან ახლოს მიაქვს ახლობლების თუ სრულიად უცხო ადამიანების ნებისმიერი ცხოვრებისეული უსიამოვნება თუ გამოწვევა. შეუძლია საკუთარი პრობლემები გვერდზე გადადოს და სხვისთვის იბრძოლოს ბოლომდე.

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)

ბევრს მიაჩნია, რომ ტყუპები ზოდიაქოს ყველაზე ჭორიკანა ნიშანია, რომელმაც ყოველთვის ყველაფერი იცის სხვების ცხოვრების შესახებ. ეს არ არის სიმართლისგან შორს, მაგრამ ტყუპებს ამაზე მეტი უნარები აქვთ.



ტყუპების ძლიერი და დაუფასებელი მხარე - მაღალი ინტელექტი და ინტერესი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მიმართ. ეს ნიშანს შესანიშნავ მოსაუბრედ აქცევს, ის თავისუფლად ებმება დებატებში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე და საკმაოდ სიღრმისეულადაც.

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

კირჩხიბი დაუცველი და მგრძნობიარე ადამიანია, რომელიც მკვეთრად რეაგირებს ნებისმიერ ინცინდენტზე მის ცხოვრებაში, თუმცა, სინამდვილეში კირჩხიბი ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშანია და ეს მისი ფარული თვისებაა - ის მზად არის მოითმინოს პარტნიორის ნაკლოვანებები და ეტაპობრივად გამოასწორონ ისინი, მოუსმინოს მეგობრების გოდებას და თანაუგრძნოს.
მართალია კირჩხიბმა წუწუნიც იცის, მაგრამ საბოლოოდ ის მტკიცედ გადალახავს ყველა დაბრკოლებას და გამარჯვებასაც ღირსეულად იზეიმებს.

ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)

ლომი ზოდიაქოს ყველაზე ეგოისტური ნიშანია, მაგრამ ამას ამბობენ ისინი, ვინც კარგად არ იცნობს ამ ლომს. ის ყოველთვის ზრუნავს ადამიანების კეთილდღეობაზე, ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს ახლობლებს ცხოვრების მოწყობაში. ასეთი ემოციური და მატერიალური კეთილშობილება და გაცემა მარტივი საქმეა არაა, მაგრამ სამწუხაროდ ამას ხშირად ახლობლები ვერ ამჩნევენ, რის გამოც ლომი ხშირად გულდაწყვეტილია.

ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

მიუხედავად მათი ურყევი პრინციპებისა და სტაბილური, წინასწარ დაპროგრამებული ცხოვრებით გატაცებისა, ქალწულები ძალიან მობილიზებულნი არიან, როდესაც საქმე ეხება საყვარელ ადამიანებს. ისინი მზად არიან ნებისმიერ ფასად გაიღონ მსხვერპლი იმ ადამიანისთვის, ვინც ნამდვილად უყვართ.



სამწუხაროდ, ამას იშვიათად ამჩნევენ სხვები, უფრო მეტიც, ამას ნორმად თვლიან - ამიტომ, თუ ქალწულის პარტნიორი ხართ, ხშირად შეაქეთ ის გაწეული ძალისხმევისთვის.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

სასწორები ძალიან დიპლომატიურები და მშვიდობისმოყვარეები არიან. მათ ოლიმპიური სიმშვიდე ახასიათებთ, რის გამოც ახლო ადამიანები და კოლეგები პატივს სცემენ, მაგრამ ასეთი სიმშვიდე დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
სასწორის დადებითი და შეიძლება დაუფასებელი თვისება - ცოტა ადამიანი აცნობიერებს მის კეთილშობილურ თვისებებს, რის გამოც ნიშანს ხშირად აქვს გულწყვეტა, ამიტომაც ის ხშირად იცვლის სამსახურს, სამეგობრო წრეს და უფრო მეტიც, საცხოვრებელ ადგილსაც.

მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

მორიელი რომანტიკული და იმპულსური ნიშანია. ის ფარულად ოცნებობს მთვარის ქვეშ ხანგრძლივ გასეირნებაზე, მიმზიდველ ნოტებზე და სიყვარულის გაუთავებელ გამოცხადებებზე. პარტნიორულ ურთიერთობებში მორიელები ვნებიანები და სექსუალურები არიან. ისინი დაბადებიდანვე ელიან გარშემომყოფებისგან ღალატს, ამიტომ მორიელი ბევრს ცივი და უკონტაქტო ჰგონია. სინამდვილეში მორიელები გულს მხოლოდ მათთვის ხსნიან, ვისაც ნამდვილად შეუძლიათ ენდონ და ნამდვილ მეგობრად აღიარონ.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

მშვილდოსნები მზად არიან გაუთავებლად იმოგზაურონ, შეიცვალონ პროფესია და პარტნიორები - ამიტომ ის საკმაოდ არასტაბილური ნიშანია.
თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მშვილდოსანი ძალიან მიზანდასახული და სერიოზული ნიშანია. ერთი შეხედვით ზარმაცი მშვილდოსანი დაუღალავ ნიშნად იქცევა, როგორც კი კონკრეტულ მიზანს დაისახავს.

თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)

თხის რქები ყველაზე შრომისმოყვარე ადამიანები არიან, რომლებიც ფაქტობრივად სამსახურში იცხოვრებენ. თუმცა, ნიშანი არც საკუთარ ოჯახს გადადებს გვერდზე, უფრო მეტიც, ის ოჯახის ყველა წევრს შეუქმნის ისეთ პირობას, რომ თავი კომფორტულად და უზრუნველად იგრძნონ.
ბუნებით თხის რქა ჰედონისტია და ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭებისთვის ისწრაფვის, უბრალოდ ცოტა ადამიანი ამჩნევს მის ამ თვისებას.

მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

ბევრს სჯერა, რომ მერწყულები რობოტები არიან, რომლებსაც გრძნობები არ აქვთ; რომ ისინი ხშირად ვერ ხვდებიან რა აწუხებთ მათ ახლობლებს და რომ ხშირად სურვილიც კი არ აქვთ სხვების მხარდაჭერის. სინამდვილეში, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ნიშანს აწუხებს უფრო გლობალური პრობლემები - შიმშილი, სიღარიბე, მსოფლიო კონფლიქტები და ა.შ.
სხვებისგან განსხვავებით, მერწყულები კაცობრიობის მომავალზე ზრუნავენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ფიქრები და თვისებები არ ხდის მას საყვარელ ადამიანად ახლობლების თვალში - და ეს არ არის მერწყულის ბრალი, მას უბრალოდ ცუდი წვდომა აქვს საკუთარ ემოციებზე და ხშირად საკუთარ თავზე ფიქრისთვისაც არ სცალია.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

თევზების ფარული თვისება ადამიანების მანიპულირების უნარია. ვერ ვიტყვით, რომ ეს თვისება პოზიტიურია თევზებთან დაახლოებულთათვის, მაგრამ ეს თავად ნიშანს ბევრად უადვილებს ცხოვრებას.
მათ შეუძლიათ ამ უნარის წყალობით გამოჩნდნენ ძლიერები, ან თავი ისე მოგაჩვენონ, თითქოს დაინტერესებულნი არიან შენით - ყველაფერი კი იმისთვის, რომ მიიღონ ის, რაც სურთ. ეს ყველაფერი თევზების ძლიერი თანაგრძნობისა და ინტუიციის დამსახურებაა, რაც მათ ასევე დაუცველ და მგრძნობიარე ადამიანებად აქცევს.