LIFE

Wizz Air-ი 2024 წლის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიახაზების ჯგუფად დასახელდა

Wizz Air-ი 2024 წლის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიახაზების ჯგუფად დასახელდა

საავიაციო ჯილდოების ცენტრმა CAPA-მ, ჰონგ კონგში გამართულ დაჯილდოებაზე, ავიაკომპანია Wizz Air-ი წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფად დაასახელა ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში.  Wizz Air-ი ზედიზედ მესამე წელია, ხდება CAPA Airline Leader Summit-ის ყოველწლიური ჯილდოს მფლობელი.

CAPA-ს გარემოსდაცვითი მდგრადობის ჯილდო გადაეცემა ავიაკომპანიებს, აეროპორტებსა და მომწოდებლებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს ბიზნესის წინა პლანზე აყენებენ. ჯილდოს პოტენციურ მფლობელებს იკვლევენ CAPA-ს ანალიტიკოსები და ნახშირბადის ემისიების შემცირების სტრატეგები Envest Global-ში, CAPA Envest Global Airline Sustainability Benchmarking ანგარიშის საფუძველზე. ეს ანგარიში წარმოადგენს ინდუსტრიის ყოვლისმომცველ  რესურსს, რომელიც გთავაზობთ ავიაკომპანიის ემისიების გამჭვირვალე შეფასებას და აყალიბებს ავიაკომპანიის მდგრადობის დამოუკიდებელ რეიტინგულ სისტემას.



Wizz Air-ი კვლავ ლიდერობს ნახშირბადის ემისიების შემცირების მიმართულებით, რაც ინდუსტრიაში მასშტაბურ შედეგებს აღწევს. ამ შედეგებს განაპირობებს 224 თვითმფრინავისგან შემდგარი ახალგაზრდა ფლოტი, რომელთაგან 60%-ზე მეტი არის ულტრაეფექტური Airbus A321neo, რომელსაც შეუძლია შეამციროს საწვავის მოხმარება 20%-ით, ხოლო ნახშირბადის ემისიები 50%-ით თითოეულ ფრენაზე. ეს მიღწევები ეხმიანება Wizz Air-ის ამბიციურ მიზანს, რომ შეამციროს ნახშირბადის ინტენსივობა 25%-ით 2030 წლისთვის. ფლოტის განახლებასთან ერთად, Wizz Air-ის მიზანია, განახორციელოს თავისი ფრენების 10% მდგრადი საავიაციო საწვავით (SAF) 2030 წლისთვის. მიზნის მიღწევას ავიაკომპანია SAF-ის მწარმოებელ კომპანიებში ინვესტირებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით აპირებს. ევროკავშირის SAF მანდატების მიღებამდე, ავიაკომპანიამ ახლახანს გამოაცხადა ორი SAF მარშრუტი, ბუდაპეშტი-ბარსელონას და ბუდაპეშტი-ბრიუსელის მიმართულებით. სპეციალური გამოკითხვის საშუალებით Wizz Air-ი დაადგენს მგზავრების ინფორმირებულობის დონეს მდგრად ავიაციასთან დაკავშირებით.

ჯოზეფ ვარადი, Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორი:

”ეს ჯილდო ასახავს ჩვენი 8100 კაციანი გუნდის თავდადებასა და ჩვენს ვალდებულებას მგზავრების მიმართ. Wizz Air-ი ლიდერობს ნახშირბადის ემისიების შემცირებაში, რაც მოწინავე და ეკოლოგიურად მდგრადი თვითმფრინავების დამსახურებაა. ჩვენს ფლოტში 239 ადგილიანი თვითმფრინვების დამატებით, 2024 ფინანსურ წელს მივაღწიეთ საოცარ მაჩვენებელს - 52 გრამ CO2-ს თითო მგზავრზე. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ფლოტს, რომლის საშუალო ასაკი 4,43 წელია, ხოლო თვითმფრინავების 60%-ზე მეტი მუშაობს ეფექტური ნეო ძრავებით.



მხოლოდ ავიაკომპანიებს არ შეუძლიათ ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევა - მთელი ინდუსტრია, მათ შორის ეკოსისტემის ყველა მოთამაშე უნდა ჩაერთოს ამ პროცესში: საწვავის პროვაიდერი, აეროპორტი, თვითმფრინავების მწარმოებელი და სხვა. წმინდა ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევის გასაღები არის ინდუსტრიის თანამშრომლობა და სტრატეგიული ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიაში, რომელსაც მხარს უჭერენ მთავრობები და პოლიტიკის შემქმნელები საჭირო კანონმდებლობითა და სხვა  წამახალისებელი ქმედებებით.”

მარკო ნავარია, CAPA – ავიაციის ცენტრი, კონტენტისა და მარკეტინგის დირექტორი:

CAPA-ს ჯილდო განკუთვნილია ლიდერებისთვის საავიაციო სექტორში. ეს ჯილდო დამოუკიდებლად მოპოვებული მონაცემების, სიღრმისეული ანალიზისა და მსჯელობის შედეგად, აღიარებს მათ, ვინც გარემოსდაცვითი მაჩვენებლები მათი სტრატეგიის მამოძრავებელ ნაწილად აქცია. 2024 წლის ჯილდოს გამარჯვებულებმა აჩვენეს ერთგულება საკუთარი გარემოსდაცვითი მდგრადობის ინიციატივების მიმართ, ასევე მხარი დაუჭირეს ინდუსტრიის უფრო ფართო მიზნებს, რადგან ისინი ცდილობენ შეასრულონ გრძელვადიანი ვალდებულებები გამონაბოლქვის შესამცირებლად და საბოლოოდ მიაღწიონ წმინდა ნულოვან მაჩვენებელს.”

Wizz Air-ის შესახებ:

Wizz Air-ი ოპერირებს 224 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 62 მილიონი მგზავრისთვის 2024 ფინანსურ წელს (F24), რომელიც მთავრდება 2024 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air დასახელდა, „წლის ავიაკომპანიად“ ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air აღიარეს ყველაზე მდგრად ავიაკომპანიად 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა Wizz Air დაასახელა, როგორც „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი“ 2022 და 2023 წლებში.