რა უნდა ჩაიცვათ 2025 წლის ახალი წლის აღსანიშნავად, რათა მოდური იმიჯი გქონდეთ და მზაკვარი მწვანე ხის გველიც გწყალობდეთ.
2025 წელი სიმშვიდეს გპირდებათ, რაც ნიშნავს, რომ დროა აღადგინოთ კონტაქტები „ყოფილ საუკეთესო მეგობრებთან“, აპატიოთ დამნაშავეებს და ახალ წელს კონფლიქტების გარეშე შეხვდეთ. ამასთან, არ დაივიწყოთ თქვენი გარდერობი - ასტროლოგები გვირჩევენ, რა ჩავიცვათ 2025 წლის აღსანიშნავად, ისინი გვეუბნებიან, რომ წელს აქტუალური ფერებია - მწვანე, შინდისფერი და ყავისფერი.
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ვერძებს დიდად არ აინტერესებთ მოდის ტენდენციები და ურჩევნიათ ჩამოაყალიბონ საკუთარი სტილი, რომელიც იქნება მარტივი და მოხერხებული; ამიტომ, საახალწლო სამოსის არჩევისას ვერძი კომფორტზე გააკეთებს აქცენტს.
ვერძი განასახიერებს ცეცხლს, ამიტომ მისი წარმომადგენელი არ გამოტოვებს შესაძლებლობას გაიხსნას პერანგზე ზედა ღილები ან აირჩიოს ღრმაჭრილიანი სექსუალური კაბა.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
შეიძლება დიდხანს ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მოსწონს კუროს ბრენდები. თავად ნივთი მათთვის არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც მისი ღირებულება და ხარისხი.
ახალი წლის ღამეს ვარსკვლავები გირჩევენ სცადოთ კაბები, კოსტიუმები ან კომბინეზონები, სასურველია სამოსი იყოს შინდისფერი და ასევე მაღალი ხარისხის მასალისგან შექმნილი. არ დაგავიწყდეთ შეავსოთ თქვენი სადღესასწაულო ჩაცმულობა ქვებით, ტყავის ფეხსაცმლით და რომელიმე ცნობილი მოდის ბრენდის უცხო და ელეგანტური ჩანთით.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
ტყუპები გამუდმებით რაღაცის, ან ვიღაცის ძიებაში არიან, ამიტომაც მათ ხშირად "არასტაბილურს" უწოდებენ. ეს ასევე ეხება ტანსაცმლის სტილს, რის გამოც ისინი ხშირად ატარებენ ექსპერიმენტებს თავიანთ ჩაცმულობაში და იმეორებენ მიმდინარე მოდის ტენდენციებს.
ტყუპებს ვარსკვლავები ახალი წლის ღამეს გირჩევთ, გააოცოთ მწვანე ხის გველი და მოირგოთ სანახაობრივი იმიჯი: ჩაიცვით გამჭვირვალე ქვედაკაბა ან კაბა და შეავსეთ სამოსი მჭიდრო ბოდით ან ბადლონით. ლუქი დაასრულეთ მასიური სამკაულებითა და ტყავის ფეხსაცმლით.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
კირჩხიბები თავიანთი გარდერობის საშუალებით ცდილობენ აჩვენონ, თუ რამდენად დელიკატურები და მოკრძალებულები არიან. ისინი არ ირჩევენ ბრჭყვიალა ნივთებს, მაგრამ უპირატესობას ანიჭებენ დეტალებს: მჭიდრო ტოპებს, სწორ კაბებს, მომდგარ შარვალს და შიფონის პერანგებს. არჩეული სამოსის ბრენდები და ღირებულება მათთვის არც ისე მნიშვნელოვანია.
სადღესასწაულო საღამოზე ვარსკვლავები გირჩევენ შეიმოსოთ მრავალფენიანი სამოსით, მაგ.: მოჭრილი ჟილეტით, თავისუფალი სწორი პიჯაკით, მაღალწელიანი ფართო შარვლით - ეს ყველაფერი ყოველთვის მოდაში იქნება და ამასთან, თქვენს ინდივიდუალიზმს გაუსვამს ხაზს.
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
ამ ნიშნის ქვეშ მყოფ გოგონებს ძალიან მოსწონთ ბრჭყვიალა და მდიდრული ტანსაცმლის ტარება, რაც მათ ყოველთვის გამოარჩევს დანარჩენებისგან.
რა უნდა ჩაიცვან ახალ წელს ლომებმა? ასტროლოგები გირჩევენ, რომ თქვენი ლუქი შეუხამოთ ძვირადღირებულ სამოსს - ეს შეიძლება იყოს მაქსი ქვედაკაბა, გაშლილი შარვალი და თამამი მინი-კაბა, რაიმე პომპეზური და მასიური სამკაულის დეტალის მოხდენაც არ დაგავიწყდეთ.
ქალწული (23 აგვისტო-22 სექტემბერი)
ქალწულებს არ ხიბლავთ სადღესასწაულო ჩაცმულობა და გაპრანჭვა, არც სპეციალური დრეს-კოდით საზოგადოების წინაშე გამოჩენა. მათთვის რაც უფრო მარტივია ტანსაცმელი, მით უფრო კომფორტულია, თუმცა, ვარსკვლავები მათ მაინც სთავაზობენ ერთ ელეგანტურ იდეას 2025 წლის ახალი წლის ღამის აღსანიშნავად: ჩაიცვით მამაკაცის სტილის თეთრი პერანგი, გახსენით ზედა ღილები და შემოუკეცეთ სახელოები იდაყვებამდე. შეუთავსეთ სწორი ან მაქსი ქვედაკაბა და სადა ქუსლიანი ფეხსაცმელი, ასე შეგიძლიათ თავი აარიდოთ სამკაულებს, რისი ტარებაც თქვენთვის არც ისე სასიამოვნოა.
სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
სასწორებს სამოსში უნაკლო გემოვნება აქვთ, რისი გამოც ზოდიაქოს სხვა ნიშნებს ნამდვილად შეიძლება შეშურდეთ. მათ არ სჭირდებათ მოდის ტენდენციებისა თუ სიახლეებისთვის ფეხის აწყობა, რადგან ამ ნიშნის მფლობელებმა ყველაფერი ისედაც კარგად იციან.
ვარსკვლავები სასწორებს ურჩევენ ახალი წლის ღამეს ჩაიცვან კომბინეზონი, რაც ხაზს გაუსვამს მათ თავდაჯერებულობას საღამოს ღონისძიებაზე. შეუთავსეთ მას დიდი სამკაულები, ან რაიმე ძვირადღირებული აქსესუარი.
მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
მორიელებს ძალიან მოსწონთ მოდის ტენდენციების აყოლა, რის გამოც ისინი ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან. რა უნდა ჩაიცვათ საახალწლოდ, რომ გარშემომყოფებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ? გთავაზობთ იატაკამდე უნაკლო კაბას, რომელიც დამზადებულია სქელი ქსოვილისგან სანახაობრივი ჭრილით, უმჯობესია არჩევანი გააკეთოთ ყავისფერ ქსოვილზე - ეს ასევე იქნება თქვენი თავდაჯერებულობის კიდევ ერთხელ ხაზგასმა და თქვენი უზადო სტილის და გემოვნების დადასტურება.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ იბადებიან მეტ-ნაკლებად ნარცისი ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ საკუთარი თავის პრეზენტაცია და საათობით ატარებენ დროს თეატრში, პაემანზე ან მეგობრებთან რეგულარულ შეხვედრებზე. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ისინი მოდის ტენდენციებს მისდევენ, თუმცა მათ აქვთ გარდერობში რამდენიმე ნივთი, რომელიც მათ თავდაჯერებულობას მატებთ და მზად არიან ყოველდღე ატარონ.
ახალი წლის ღამეს მშვილდოსნებს ვარსკვლავები ურჩევენ ელეგანტური ბლუზისა და ტვიდის ქურთუკის ჩაცმას ჯინსის შარვალთან ერთად, ამ ლუქს ძალიან დაამშვენებს მასიური მეტალის დიდი ზომის სამკაული, რაც დაასრულებს ორიგინალურ სტილს.
თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
თხის რქის გარდერობი ყოველთვის სავსეა ნათელი ფერებისა და უჩვეულო პრინტების სამოსით.
ახალი წლის ღამეს კი გველი გიბიძგებთ, ჩაიცვათ კაბა მწვანე ჩრდილში: ზურმუხტიდან ხასხასა ბალახისფრამდე. იმისათვის, რომ თქვენი იერი გაბრწყინდეს, შეავსეთ იგი დიდი სამკაულებით და ბრჭყვიალა ქვებით.
მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
მერწყული არის ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც უყვარს მოდური ექსპერიმენტები. მერწყულებს არ ეშინიათ გამვლელების მზერისა და ჩურჩულის - ისინი საკუთარ თავში დარწმუნებულნი არიან და იციან საკუთარი თავის ფასი.
საახალწლო წვეულებისთვის მათ ვარსკვლავები ურჩევენ, მოირგონ მაქსი ქვედაკაბა თავბრუდამხვევი ჭრილით ან იატაკამდე გაშლილი სანახაობრივი კაბა, რაც იქნება პირობა იმისა, რომ ყველას ყურადღება მათკენ იქნება მიპყრობილი.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
თევზებს მოსწონთ ლამაზად ჩაცმა. ისინი ხშირად ირჩევენ უჩვეულო ნივთებს, რასაც ზოდიაქოს სხვა წარმომადგენელი ყურადღებას არ მიაქცევდა. თუმცა, საღამოს ლუქებში წყლის ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის ირჩევენ კლასიკას - უნაკლო შავ კაბას ღრმა ჭრილით. ასეთ სამოსს თამამად შეგიძლიათ შეუხამოთ ხისტი ყელსაბამი, დიდი ბეჭედი ან აქცენტირებული საყურეები.
თემები: სტილი, ჩაცმულობა, ახალი წელი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია