LIFE

10 ნიშანი, რომ მამაკაცი ძუნწია - ასეთი ადამიანსგან უკანმოუხედავად უნდა გაიქცეთ

10 ნიშანი, რომ მამაკაცი ძუნწია - ასეთი ადამიანსგან უკანმოუხედავად უნდა გაიქცეთ

ძუნწი ადამიანი ყველას აღიზიანებს, განსაკუთრებულ გაღიზიანებას კი ძუნწი მამაკაცები იწვევენ. სიძუნწე მხოლოდ მატერიალურ სფეროს არ ეხება, შეიძლება ადამიანი სულიერად, მორალურად ძუნწი იყოს და ამის გამოსწორება თითქმის შეუძლებელია; სიძუნწე მართლაც რომ სუსტი კაცების არჩევანია.

ძუნწ მამაკაცებს არ შეუძლიათ სიხარულის და მწუხარების გაზიარება, არ შეუძლიათ სხვისთვის საჭირო დროის და ყურადღების დათმობა, ხშირად კომპლიმენტებიც კი ენანებათ. მათ სწორად არ ესმით, რა არის სიკეთე და ყველაფერი ბოლოს ფინანსურ საკითხებამდე დაჰყავთ.



სულ სხვაა თავდაჯერებული მამაკაცი, მას შეუძლია ბოლო თეთრების გადახდა, რადგან ძლიერია და იცის, რომ ფულის გარდა, სხვა ღირებულებებიც არსებობს; მას სჯერა, რომ ამ თანხას კვლავ გამოიმუშავებს.

სიძუნწე მშიშარა ადამიანებს ახასიათებთ, ისინი არ არიან დარწმუნებულები თავიანთ თავში და მუდმივად აქვთ შიში, რომ დადგება რთული დრო და გამოწვევებს ვერ გაუმკლავდებიან.

მამაკაცი, რომელიც თავისი ქალბატონისთვის კომპლიმენტს ვერ იმეტებს, საჩუქრებს, ყვავილებს ან მოკითხვას საჭიროდ არ მიიჩნევს, უბრალოდ სუსტია. ლიდერი კაცი ყოველთვის მხარს უჭერს მას, ვინც გვერდით ჰყავს და ყოველთვის ეცდება ყურადღების ეპიცენტრში ჰყავდეს საყვარელი ქალი.


 

როგორ გამოვიცნოთ, რომ მამაკაცი ძუნწია?

ხელცარიელი მიდის საყვარელ ქალთან სტუმრად;

კაფეში ლანჩის შემდეგ ანგარიშის შუაზე გაყოფას ითხოვს;

ეძებს კონკრეტულ რესტორანს, სადაც გაცილებით დაბალი ფასებია;

ვერასოდეს იმეტებს ყვავილებისთვის ფულს;

გამუდმებით წუწუნებს რომ დაბალი შემოსავალი აქვს;

ხშირად აკვირდება ქვითრებს და წუწუნებს ძვირიან შესყიდვებზე;

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი აცვია მანამ, სანამ ძალიან არ შეილახება;

გამუდმებით გიკონტროლებთ ფინანსებს - სად, როდის და რამდენი დახარჯეთ.

 

თქვენ ხართ თვითკმარი ზრდასრული ადამიანი და არ ხართ ვალდებული მოუსმინოთ სხვას, რომელიც გეუბნებათ, რომ უკვე გაქვთ საკმარისი ფეხსაცმელი ან პომადა და რატომ იყიდეთ მეტი?


ძლიერი, თავდაჯერებული მამაკაცი კეთილშობილია. მას შეუძლია სხვისი დამარცხება, ძუნწი კი ყოველთვის საყრდენს ეძებს.

თუ თქვენ ფული და ძალა არ გაქვთ, იმუშავეთ, იფიქრეთ და განვითარდით, რათა უფრო გულუხვი კაცები გახდეთ, ძუნწები არავის უყვარს.