LIFE

განსაკუთრებული საჩუქარი დედას - აღნიშნე 3 მარტი და გაახარე ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი

განსაკუთრებული საჩუქარი დედას - აღნიშნე 3 მარტი და გაახარე ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი

ალბათ, არავის სჭირდება შეხსენება, მაგრამ 3 მარტი, დედების დღესასწაულია. მართალია ყოველი დღე მათ ეკუთვნით, თუმცა ამ დღეს, ყვავილებისა და გულით შერჩეული საჩუქრის ჩუქება ერთგვარი ტრადიციაა. იქნება ეს თქვენი დედა, ბებია თუ მეუღლე - წელს პირველად დედის ამპლუაში, ესაა შესანიშნავი შესაძლებლობაა გამოხატოთ გულწრფელი მადლიერება. Glovo-სთან ერთად გაულამაზეთ დღე თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს!

  1. ელეგანტური ყვავილების თაიგული

ამბობენ, რომ ელეგანტური თაიგული საუკეთესო საჩუქარია. თანაც, გაზაფხულის პირველ დღეებში, როდესაც ფერადი ყვავილები კიდევ უფრო ამძაფრებენ მოახლოებული თბილი ამინდებისა და მაცოცხლებელი სეზონის მოლოდინს. Glovo-ზე ყვავილების უამრავ ვარიანტს შეხვდებით  - კლასიკური ვარდებიდან სეზონის შერეულ კომპოზიციებამდე. აირჩიეთ ყვავილები, რომელიც განსაკუთრებულად უყვარს თქვენს საყვარელ ქალს, ან იქნებ მის თვალებს ყველაზე მეტად უხდება  - ასე ეს დღე კიდევ უფრო ძვირფასი და გამორჩეული გახდება.

  1. შოკოლადები და ტკბილეული

გააოცეთ დედა პრემიუმ შოკოლადებით, ხელნაკეთი ტკბილეულითა თუ მადისაღმძვრელი დესერტებით. დარიჩინის ხვეულები, მაკარუნები, ეკლერები, ტკბილეულის ნაკრებები თუ ფერადი ტორტები, ნებისმიერ დღეს დღესასწაულად გადააქცევენ. თანაც, Glovo-ზე დესერტების ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს აღმოაჩენთ.

  1. თავის მოვლისა და სილამაზის ნაკრები

განებივრეთ დედა უმაღლესი ხარისხის კანის მოვლის საშუალებებით, მდიდრული სილამაზის პროდუქტებითა თუ სუნამოებით. თვალი გადაავლეთ ქალაქში ყველაზე ცნობილ მაღაზიების  - Piel Naturals, Voulez Vous, L’Occitane, Euphoria და Yves Rocher  - შეარჩიეთ ქალების საყვარელი პროდუქტები, შეუკვეთეთ Glovo-ზე და სულ რამდენიმე წუთში გაახარეთ ადრესატი. ახლა დროა იზრუნოთ ადამიანზე, რომელიც ყოველთვის ზრუნავდა თქვენზე.

  1. სახლის აქსესუარები

დედის ხსენებაზე, პირველი, რაც თვალწინ წარმოგვიდგება მყუდრო სახლი და თბილი გარემოა. გაახარეთ და აჩუქეთ სახლის უნიკალური და ამასთანავე ელეგანტური აქსესუარები. Glovo-ზე იპოვით ისეთ გამორჩეულ მაღაზიებს, როგორებიცაა ძველი სუფრა, Blue Tabla, სუპერი და Manamo Home. ლამაზი სახლის დეკორი ხომ ყველა ქალს გამორჩეულად უყვარს.

  1. სამკაულები

და რადგანაც, პირველ რიგში, ეს ქალების დღეა, დახვეწილი და თვალის მომჭრელი სამკაულების გარეშე ვერ ჩაივლის. Glovo ამ კატეგორიაში მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ - Tresor, Amaria, Her Store თუ Kara, რაც არ უნდა იყოს თქვენი არჩევანი, აქ აუცილებლად იპოვით სამკაულს, რომელიც თქვენი ცხოვრების გამორჩეულ ქალს ძალიან მოეწონება.

გამოხატეთ თქვენი მადლიერება, გაუკეთეთ საჩუქარი დედას და გაახარეთ - Glovo-ზე იპოვით ყველაფერს, რაც ამ დღისთვის გჭირდებათ. თანაც, აპლიკაციაში დაგხვდებათ განსაკუთრებული ფასდაკლებები და შეთავაზებები, რათა ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად გადააქციოთ.