
თუ გსურთ გააუმჯობესოთ თქვენი რჩეულის განწყობა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქოთ მას, ასევე დააფიქროთ იმაზე თუ რამდენად გაუმართლა მას თქვენნაირი თანამგზავრის პოვნით, მაშინ გაავსეთ სითბოთი, ვნებით, სიყვარულით და მზრუნველობით თქვენი ჩვეულებრივი დიალოგი.
გთავაზობთ ხუთ რომანტიკულ მესიჯს, რომელიც გააოცებს თქვენს მამაკაცს!
„ხშირად მიფიქრია იმაზე, როგორ მოხდა რომ ერთმანეთს შევხვდით? მე ამ ყველაფერს ბედს მივაწერ და აუცილებლად უნდა აღვნიშნო: შენ ხარ ბედის საჩუქარი ჩემთვის, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი. მადლობა, რომ შემოხვედი და ხარ ჩემს ცხოვრებაში, მადლობა რომ არსებობ.“
ამ გზავნილში შეძლებთ დაუდასტუროთ თქვენი სიყვარული, ზრუნვა და სიხარული იმის გამო, რომ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში იმყოფება.
„შენთან გატარებული ყოველი წამი ჩემთვის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია. მიკვირს, როგორ ახერხებ ჩემი ცხოვრების ყოველი წამის გაბრწყინებას და კიდევ ერთი დაუვიწყარი და ბედნიერი დღეების ჩუქებას."
ამ გზავნილში აჩვენებთ გულწრფელ ემოციებს და იმას, თუ რამდენად აფასებთ ერთად გატარებულ დროს. მამაკაცს, რომელიც იღებს ასეთ შეტყობინებას, აუცილებლად იგრძნობს სიხარულს და სიამაყეს იმის გაცნობიერებით, რომ მას შეუძლია თქვენთვის ბედნიერების მოტანა.
"მე შენი ბოლომდე მჯერა. შენ ყველაზე ძლიერი და ნიჭიერი ხარ და დარწმუნებული ვარ, მარტივად გაუმკლავდები ნებისმიერ სირთულეს ცხოვრებაში. არასოდეს დაივიწყო, რომ მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ. ზოგჯერ შეიძლება რთული გამოწვევებიც იყოს, მაგრამ გახსოვდეს, ერთად გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას. შენ ჩემი გმირი ხარ და მე ვამაყობ, რომ შენთან ვარ“.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი რომანტიკული მესიჯია, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს, ეს არის მხარდაჭერის ნათელი მაგალითი. ყველა ადამიანს სჭირდება მხარდაჭერა, მაგრამ მამაკაცისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უფრო საყვარელი ქალისგან.
”ყოველ ჯერზე ვხვდები, როცა შენს გვერდით ვარ, თავს შესანიშნავად ვგრძნობ, საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ, როცა ჩემთან ერთად ხარ, სხვა არავინ მჭირდება - ჩემი მთავარი ადამიანი შენ ხარ, შენ ხარ ის ბედნიერება, რაზეც ვოცნებობდი. შენს გვერდით ყოველი დღე სავსეა სიყვარულითა და სიხარულით!“
ეს მესიჯი სიყვარულის დეკლარაცია, ის პარტნიორისთვის ზღვა ემოციების გაზიარება და მადლიერებაა.
”საოცრად ბრწყინავდი, როცა ჩემთან იყავი. შენ ეს დრო განსაკუთრებული გახადე ჩემთვის - სიყვარულს, მზრუნველობას, სითბოს და მხიარულ განწყობას აფრქვევდი. შენ მე წარმოუდგენლად ბედნიერ გოგონად მაქცევ. შენთან ერთად განვიცდი ძალიან ძლიერ და ნათელ გრძნობებს. შენ ხარ ის სიხარული და ბედნიერება, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდები. მადლობა ერთად ყოფნისთვის!“
ეს ტექსტი დაგეხმარებათ გამოხატოთ თქვენი გრძნობები და აჩვენოთ, თუ რამდენად ღირებულია თქვენი მამაკაცი თქვენთვის.
არასოდეს მოგერიდოთ გრძნობების გამოხატვის და ამაზე ხმამაღლა საუბრის. თუ ხანდახან თქვენთვის საყვარელ მამაკაცს ასეთ მესიჯებს მისწერთ, ის ნამდვილად არ დარჩება გულგრილი და ასეთ გულთბილ შეტყობინებაზე ზრუნვით და სიყვარულით გიპასუხებთ.
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია