3 საუკეთესო საჩუქარი ქალისთვის - ყველაფერი, რასაც Glovo-ზე აღმოაჩენთ
- 06.03.2025

8 მარტი არის დღე, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების - ქალების არსებობას აღვნიშნავთ. ესაა დედების, დების, მეუღლეების, შეყვარებულების, მასწავლებლების, მეგობრებისა თუ თანამშრომლების დაფასების დღე. დღე, როდესაც მათ ვეუბნებით მადლობას ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებენ. მოდით, ვიყოთ გულწრფელები - განსაკუთრებული ქალისთვის, იდეალური საჩუქრის პოვნა მარტივი სულაც არ არის.
თუმცა Glovo-სთან ერთად, ეს პროცესი მარტივდება. სპეციალურად ამ დღისთვის, აპლიკაციაში უკვე დამატებულია „ქალთა დღის“ ბაბლი, სადაც აღმოაჩენთ ფაქტობრივად ყველაფერს, რაც 8 მარტის მისალოცად გჭირდებათ - თანაც, განსაკუთრებული ფასდაკლებით.
ყვავილები - სიყვარულის მარადიული სიმბოლო
ლამაზი თაიგული არასოდეს გადადის მოდიდან. ამას კი თავისი მიზეზი აქვს - ყვავილები მყისიერად გვილამაზებენ დღეს, ჩვენს ცხოვრებას საუცხოო სურნელითა და სიყვარულის გრძნობით ავსებენ. განსაკუთრებით კი გაზაფხულზე - სეზონზე, რომელიც ავტომატურად ასოცირდება ფერად-ფერად ყვავილებთან და მზის სხივებთან.
რომანტიკულ ვარდებს ანიჭებთ უპირატესობას, ხალისიან ყვავილებს, თანამედროვე ბოქსებსა თუ მინიატურულ თაიგულებს - ეს თქვენი და თქვენი ადრესატის გემოვნებაზეა დამოკიდებული. Glovo-ზე აღმოაჩენთ 30-ზე მეტ ყვავილების მაღაზიას, სადაც აუცილებლად იპოვით განსაცვიფრებელ კომპოზიციებს, თანაც - სახლიდან გაუსვლელად და თანაც - 35%-მდე ფასდაკლებით.
სილამაზე და თავის მოვლა - იმიტომ, რომ ის იმსახურებს განებივრებას
არის რაღაც ჯადოსნური სილამაზისa და თავის მოვლის პროდუქტების ჩუქებაში - ეს არის ერთგვარი „მე შენზე ვზრუნავ“ - სიტყვები, რომლის მოსმენაც ყველაზე სასიამოვნოა. თანაც, ყველა ქალი იმსახურებს ცოტაოდენ ფუფუნებას თავის მოვლის რუტინაში.
Glovo-ს სილამაზის კატეგორიაში იპოვით საუკეთესო ბრენდებს - ყველასთვის სასურველი Rhode, ტრადიციული L'Occitane და პრემიუმ ხარისხის Davines, Kiko Milano და Yves Rocher, კორეული ბრენდები და სულაც, Voulez Vous-ს სრული ასორტიმენტი - აქ ყველაფერია, რაც ნებისმიერ ქალს გაახარებს. ფასდაკლება კი, რა თქმა უნდა, ამ კატეგორიაზეც ვრცელდება.
სამკაული - საჩუქარი, რომელიც სამუდამოდ რჩება
მიუხედავად იმისა, რომ ყვავილები და სილამაზის პროდუქტები ყოველთვის კარგი იდეაა, კიდევ არსებობს რაღაც, რაც ყველა ქალს უყვარს. ესაა სწორად შერჩეული სამკაული - აქსესუარი, რომელიც შეიძლება ყოველდღე ატაროს და ყოველი დანახვისას, თქვენ გაახსენდეთ.
მიუხედავად იმისა, თქვენი ადრესატი უპირატესობას ანიჭებს მინიმალისტურ სამკაულებს თუ თამამ აქსესუარებს, Glovo-ს სამკაულების კატეგორიაში აუცილებლად აღმოაჩენთ იდეალურ საჩუქარს. აქ წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Tresor, HER Store და Amaria. 8 მარტის ფასდაკლებები კი, ამ კატეგორიაშიც აქტიურია. აქვე, პატარა რჩევასაც მოგცემთ - თუ არ ხართ დარწმუნებული მის სტილში, აირჩიეთ მარადიული და კლასიკური დიზაინი - სამკაულის არჩევისას, ეს მიდგომა ყოველთვის ამართლებს.
მზად ხართ მისი დღე გახადოთ განსაკუთრებული? შეუკვეთეთ ახლავე და გაახარეთ საყვარელი ადამიანი!
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია