
ხანდაზმული ადამიანის სუნი ხშირად ასოცირდება ცუდ ჰიგიენასთან, მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს კანში გარკვეული ქიმიური ნივთიერებების გამოყოფის შედეგია, რაც ასაკთან ერთად ძლიერდება.
სიბერის სუნი გაჩენას არც ისე ხანდაზმულ ასაკში - 40 წლიდან იწყებს.
კვლევის თანახმად, წლების განმავლობაში კანზე 2-ნონენალი (2-Nonenal) ყალიბდება. ეს არის ქიმიური ნაერთი, რომელიც წარმოიქმნება ომეგა-7 უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვისას და იძლევა დამახასიათებელ სუნს.
ამ ნაერთის შემცველობის ზრდა პირდაპირ კავშირშია დაბერებასთან, აღნიშნავენ იაპონელი მეცნიერები.
ადამიანის სხეულის სუნი მთავარი როლის შემსრულებელია წყვილთა ცხოვრებასა და მათ შორის სექსუალური ურთიერთობის განვითარებაში. კვლევებით დადასტურდა, რომ წყვილს შორის ქიმია მით უფრო მეტია და უფრო მეტად იზიდავენ ერთმანეთს, რაც უფრო განსხვავებული ტიპის ანტიგენი აქვთ მათ გენეტიკაში.
რა არის „სიბერის სუნი“ და რატომ ჩნდება?
სიბერის სუნი არის სპეციფიკური არომატი, რომელიც მოდის ასაკთან ერთად. მას აქვს მოტკბო ან/და მჟავე გემო, რომელიც ბევრისთვის უსიამოვნოა. სიბერის სუნი ხშირად იგრძნობა მარტოხელა მოხუცების ბინებში, სადაც ავეჯიც კი ამ სუნითაა გაჟღენთილი.
როგორ მოვიშოროთ „სიბერის სუნი“
სხეულის ჰიგიენა
პირადი ჰიგიენის წესები თქვენი სხეულის სისუფთავის შენარჩუნებისა და უსიამოვნო სუნის წარმოქმნის შემცირების საფუძველია. ბევრი ხანდაზმული ადამიანი ამას უგულებელყოფს ძლიერი დაღლილობისა და დაბალი მობილურობის გამო, თუმცა, ყოველდღიური ჰიგიენა რჩება სიბერის სუნის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ გზად.
ჯანსაღი კვება
მაღალკალორიული და ცხიმოვანი საკვების მიღება იწვევს ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი უსიამოვნო სუნის მატებას, ამიტომ 50 წლის შემდეგ შეზღუდეღ ისეთი პროდუქტები, რომლებსაც კვებითი ღირებულება არ აქვს.
ჩართეთ რაციონში მწვანე ჩაი, ბოსტნეული, კენკრა და ხილი, მსგავსი პროდუქტები ძლიერი ანტიოქსიდანტებია და აფერხებენ სუნიანი ნივთიერებების გამომუშავებას.
წყალი
არასაკმარისი სასმელი წყალი იწვევს გაუწყლოებას, რაც თავის მხრივ ზრდის სეკრეციის გამომუშავებას, ასევე აფერხებს კანის სიმკვრივეს - ამიტომ აუცილებელია დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი სუფთა წყალი მიიღოთ.
ტანსაცმლის რეცხვა და ოთახის დასუფთავება
ხანდაზმულთან სტუმრობისას აუცილებლად იგრძნობთ სპეციფიკურ სუნს, ეს არომატი ადვილად შეიწოვება ტანსაცმელსა და ავეჯში, ამიტომ უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია თეთრეულის რეგულარული გამოცვლა და გარეცხვა, ასევე სახლის ხშირი დასუფთავება.
უარი თამბაქოს და ალკოჰოლს
იმისათვის, რომ არ გაამწვავოთ სიტუაცია ორგანიზმიდან წამოსული სუნით, მიზანშეწონილია მთლიანად მოიცილოთ მავნე ჩვევები, კერძოდ, მოწევა და ალკოჰოლის დალევა, თუ ეს არომატი 2-ნონენალის სურნელს შეერევა, მიიღებთ „ბირთვულ მიქსს“, რომელიც აუცილებლად დააფრთხობს გარშემომყოფებს.
თემები: კანი, ჯანმრთელობა, სიბერე
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია