ფსიქოლოგები ამბობენ: გადაჭარბებული შოპინგის სურვილი ღრმა ფსიქოლოგიურ ტრავმაშია
- 09.03.2025

ახალი და ლამაზი ტანსაცმელი ან აქსესუარები მყისიერად იძლევა სიხარულის განცდას. თუმცა, როგორც ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, გადაჭარბებული შოპინგის ფესვები თურმე უმეტესად ღრმა ფსიქოლოგიურ ტრავმაშია.
უარყოფის ტრავმა - "მე ვიმსახურებ, შემამჩნიონ"
ადამიანები, რომლებმაც ბავშვობაში განიცადეს უარის თქმის ტრავმა, აწუხებთ უსარგებლობის განცდა, ამიტომაც ისინი ზრდასრულ ასაკში შეეცდებიან ამის კომპენსირებას სხვადასხვა ხერხით, ერთ-ერთი არის შოპინგი და ამით საკუთარი თავისთვის სიხარულის მინიჭება.
როგორ ვლინდება შოპინგის დაუოკებელი სურვილი?
ძვირადღირებული ნივთების ყიდვის გაუთავებელი სურვილი.
ცნობილი ბრენდების ტანსაცმლით წარმატების დემონსტრირების სურვილი.
შოპინგი, როგორც შინაგანი სიცარიელის შევსების საშუალება.
სიცარიელის განცდა, თუ დიდი ხანი არაფერს ყიდულობთ.
ხშირი სავაჭრო მოგზაურობები რეალური საჭიროების გარეშე.
როგორ შევცვალოთ სიტუაცია?
თვითშეფასებაზე მუშაობა და საკუთარი მნიშვნელობის აღიარება, დაგეხმარებათ მუდმივი შოპინგის საჭიროების შემცირებაში.
ისწავლეთ საკუთარი ემოციების გაცნობიერება და იმის გაგება, რომ შოპინგი არ არის რეალური ემოციური კონტაქტის შემცვლელი - დაამყარეთ ადამიანებთან მჭიდრო კავშირები, ეს ხელს შეუწყობს შოპინგის სურვილის შემცირებას.
აიმაღლეთ თვითშეფასება, ეს ხელს შეუწყობს ვინმესთვის რამის დამტკიცების სურვილის შემცირებას.
ისწავლეთ არამატერიალური საგნებით სიამოვნების მიღება.
გააცნობიერეთ, რომ მატერიალური საგნები ვერ მოგცემთ უსაფრთხოების განცდას, რომელიც გაკლიათ შიგნიდან.
და ბოლოს, შოპინგი თავისთავად არ არის პრობლემა, მაგრამ ზოგჯერ ნივთების ყიდვის დაუძლეველი სურვილის მიღმა ღრმა ფსიქოლოგიური მიზეზები დგას - მნიშვნელოვანია მათი გაცნობიერება, თქვენი ემოციების გაგებით, თქვენ ისწავლით არა მხოლოდ ლამაზად ჩაცმას და ამით სიხარულს, არამედ ზოგადად ცხოვრებით ტკბობას.