ყველაზე დიდი ხნის ისტორიის მქონე საგვარეულო ვისკი — Grant’s-ი 21-ე საუკუნეში დამკვიდრებული „ცოცხალი“ კომუნიკაციების პრობლემის გადასაჭრელად კლუბ „ლოლიტაში“ მაგიდის ფეხბურთის ჩემპიონატს იწყებს.
მაგიდის ფეხბურთის თამაში ყველა სპეციალობის ადამიანს შეუძლია, Grant’s-ის პირველი გამოწვევაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა მიიღეს: 23 იანვარს სათამაშოდ შეიკრიბნენ სოფა ყანჩაველი — საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, მანო კუჭუხიძე — მარკეტერი, გიორგი ხატიაშვილი — გაყიდვების მენეჯერი და სპორტსმენი და დიტო დვალიშვილი — გაყიდვების კოორდინატორი.
ჩემპიონატის I ეტაპის გამარჯვებული წყვილი სოფა ყანჩაველი და გიორგი ხატიაშვილი გახდნენ, შემდეგ ეტაპზე კი მსახიობებს — ანი ალადაშვილს და ნიაზ ხუციანიძეს შეხვდებიან. ჩემპიონატის საბოლოო გამარჯვებულებისთვის კომპანია GD Alco-მ სპეციალურ პრიზი დააწესა.
ადევნე თვალი Grant’s-ის გამოწვევას „ლოლიტაში“ და დანერგე მსგავსი ჩემპიონატები შენს სამეგობროშიც! მაგიდის ფეხბურთი ერთ-ერთი სახალისო იდეაა, თავისუფალი საღამოები მეგობრებთან ერთად, სასიამოვნო გარემოში გაატარო, მაშინაც კი, როდესაც არსად არაფერი ხდება.
თემები: William Grant & Sons, GD Alco, Grant's, მაგიდის ფეხბურთი, მაგიდის ფეხბურთის ჩემპიონატი, Lolita
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია