სილამაზე

ჰეილი ბიბერის შოკოლადის მაკიაჟი - ბუნებრივი სილამაზის ტენდენცია

ჰეილი ბიბერის შოკოლადის მაკიაჟი - ბუნებრივი სილამაზის ტენდენცია

ჰეილი ბიბერის სრულყოფილი კანი, რომელსაც ოდნავი ბზინვარება დაჰკრავს, სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე განხილვის საგანი გახდა.

ჰეილი ცნობილია როგორც მოდელი, ლამაზი და თხელი კანით, ის ასევე არის „Rhode“  კანის მოვლის ხაზის შემქმნელი.

მრავალწიანმა გამოცდილებამ ფოტოსესიებისთვის თუ მოდის ჩვენებებისთვის, საშუალება მისცა გოგონას, შეემუშავებინა საკუთარი სტრატეგია სრულყოფილი შედეგის მისაღწევად, ამიტომაც გასაკვირი არცაა, რომ მას უამრავი მიმდევარი ჰყავს. მას თამამად შეიძლება ეწოდოს შესანიშნავი მაკიაჟის ოსტატი.

ოდელი უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ ჩრდილებს და გვარწმუნებს, რომ ჩვენც შეგვიძლია გამოვიყურებოდეთ მდიდრულად მაკიაჟის მძიმე ფენის გარეშე.



ჰეილის განსაკუთრებით მოსწონს ყავისფერი დიაპაზონი - კარამელიდან შოკოლადის ტონებამდე. დასავლეთში Vogue World Hollywood ანონსში მან აირჩია ზუსტად ეს ფერები და შექმნა დელიკატური, მაგრამ ელეგანტური მაკიაჟი.

მისი გარეგნობის გამორჩეული აქცენტი ტუჩებია. ამჯერად მან ყავისფერი ლაინერი დააკავშირა პრიალა და ბზინვარე ტუჩსაცხთან, რაც ტუჩს მაცდუნებელ მოცულობას ანიჭებს. ღია რუჟმა მას სინაზეს შესძინა, თვალები კი რაც შეიძლება ბუნებრივი დარჩა - მხოლოდ ყავისფერი თვალის ჩრდილი და ტუშის თხელი ფენის წყალობით, გარეგნობა სადღესასწაულოა, მაგრამ ამავე დროს უნივერსალური, ასე რომ, ასეთი მაკიაჟის გამეორება რთული არ იქნება.



ელეგანტური მაკიაჟი ყავისფერი ფერებში, ჰეილი ბიბერის მსგავსად, 2025 წლის გაზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტენდენციად იქცა. შოკოლადის ჩრდილები შესანიშნავია როგორც რომანტიკული პაემნებისთვის, ასევე საღამოს გასასვლელად!