მშობლები

10 ფრაზა, რომელიც შვილს ძილის დროს უნდა უთხრათ

10 ფრაზა, რომელიც შვილს ძილის დროს უნდა უთხრათ

დედა-შვილს უხილავი სულიერი „ჭიპლარი“ აკავშირებთ მთელი სიცოცხლის განმავლობაში; ეს ძაფი არის ენერგიის საოცარი ნაკადი, რომელიც საშუალებას აძლევს ქალს იგრძნოს შვილი და დაეხმაროს მას ნებისმიერ სიტუაციაში.

"ღამით კეთილი სიტყვების" პრაქტიკა, რომელიც საოცარია თავისი სიმარტივით და ეფექტურობით, საშუალებას მოგცემთ გააძლიეროთ ემოციური კავშირი შვილთან, შეავსოთ იგი თქვენი უპირობო სიყვარულით და გაუმკლავდეთ ბავშვის დაავადებებსა და ფსიქო-ემოციურ სტრესს.

დედის სიყვარულის ძალა

შეიძლება მთელი დღის განმავლობაში დედას არ ჰქონდეს დრო, შვილს უთხრას თუ როგორ უყვარს, ხშირად მშობლებმა არც იციან როგორ ისაუბრონ სიყვარულზე შვილებთან, განსაკუთრებით თუ თვითონ იზრდებოდნენ „ცივ“ ოჯახში.
როდესაც ბავშვი ავად არის, ან ემოციურად დაძაბულია, ღამით ნათქვამი დედის სიტყვები ამშვიდებს და აძლევს მას ძალას წინააღმდეგობა გაუწიოს ავადმყოფობასა თუ უარყოფით ემოციებს.

რიტუალი ძილის წინ

ძილის წინა დრო საოცარია - ეცადეთ თქვენს შვილთან ერთად მადლიერება გამოხატეთ განვლილი დღისთვის. ასე გაუღვივებთ მას მადლიერებას, გააძლიერებთ თქვენს კავშირს და ასწავლით დააფასოს ის, რასაც ცხოვრება აძლევს.
გახსოვდეთ, არასოდეს დაიძინოთ კამათის დროს - ეს არის დედაშვილობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს დიდ ემოციურ ტრავმას მიაყენებთ.


რაც არ უნდა მოხდეს დღის განმავლობაში, ძილის წინ აუცილებლად დაამყარეთ მშვიდობა! არ დატოვოთ ბრძოლის საშინელება ღამით, აპატიეთ ერთმანეთს.

მნიშვნელოვანი ფრაზები

ჩაძინებიდან პირველი 15-20 წუთი ძილის აქტიური ფაზაა, ამ დროს ჩუმად მიუახლოვდით შვილის საწოლს, შეხედეთ მძინარეს რამდენიმე წამით, გაჩერდით, აღფრთოვანდით და შეისუნთქეთ ბავშვური სურნელი (დღის აურზაურში მოკლებული ვართ ამას), შემდეგ კი ჩუმად თქვით რამდენიმე ფრაზა:



მიყვარხარ;
შენ დაიბადე დიდი სიყვარულით;
სამყაროს უყვარხარ და გიღებს;
შენ მაძლევ სინათლეს და სითბოს;
მზიანი ბავშვი ხარ;
ჯანმრთელი ხარ;
ბედნიერი ხარ;
ვამაყობ შენით;
შენ ყველაფერი გამოგივა;
მე ყოველთვის დაგეხმარები.




ეს ფრაზები მაგიური ძალისაა, ეს არის ძლიერი ემოციური მხარდაჭერა შვილისთვის, რომელსაც სასიცოცხლოდ სჭირდება მშობლის მიღება და უპირობო სიყვარული.