
ჩვენ დიდ დროს ვხარჯავთ „ჩვენი“ ადამიანების ძიებაში. ზოგჯერ მეგობრობა მარტივად ხდება, რაღაც მაგიის მსგავსად, ზოგჯერ კი ამას დრო და ურთიერთგაგება სჭირდება, თუმცა, არსებობს ამ პროცესის დაჩქარების გზა: დასვით სწორი კითხვები, ოღონდ არა ფორმალური, არამედ ისეთი, რომელიც დაგეხმარებათ გულწრფელობა გააღვივოთ თანამოსაუბრეში, რის შემდეგაც შემთხვევითი ნაცნობიც კი შეიძლება ძალიან ახლო მეგობარი გახდეს.
კითხვები მეგობრობის შესახებ
ეს კითხვები დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა არის მისთვის მნიშვნელოვანი მეგობრობის კონცეფციაში.
1. რას ვერ აპატიებთ საუკეთესო მეგობარს?
2. საუკეთესო საჩუქარი, რომელიც მიგიღიათ მეგობრებისგან?
3. რა არ შეიძლება იყოს ნამდვილი მეგობრობა?
4. რითი აფასებთ ადამიანებს?
5. რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად ადამიანებში?
კითხვები ოჯახთან და ბავშვობასთან დაკავშირებით
ისინი ცხადყოფენ, თუ როგორ უკავშირდება ადამიანი ოჯახურ ურთიერთობებს, შვილებს და რა გავლენა მოახდინეს ნათესავებმა მის მსოფლმხედველობაზე.
6. რა მეტსახელს გიწოდებდნენ მშობლები ბავშვობაში?
7. რომელია თქვენი საყვარელი ოჯახური ტრადიცია?
8. რა თვისებით ამაყობთ ყველაზე მეტად საკუთარ თავში?
9. რას ფიქრობთ ქორწინებაზე?
10. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელსაც მისცემდით შვილებს?
11. ვინ გინდოდათ გამხდარიყავით ბავშვობაში?
12. როგორ დაახასიათებდით მშობლებს?
14. რა სათამაშოს ითხოვდით ბავშვობაში, მაგრამ ვერ მიიღეთ?
კითხვები ცხოვრების მნიშვნელობასა და სამყაროზე
ეს კითხვები საშუალებას მოგცემთ გაიგოთ, როგორ ხედავს ის სამყაროს.
15. რომელი მოგონება გითბობთ სულს მძიმე დღეებში?
16. რაზე გეცინებათ გულიანად?
17. რას გააკეთებდით, უკაცრიელ კუნძულზე რომ მარტო დარჩეთ?
18. გულით ფიქრობთ თუ გრძნობით?
19. როგორ აგვარებთ კონფლიქტებს?
20. თქვენი საყვარელი პერსონაჟი წიგნიდან ან ფილმიდან?
21. რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან ხედავთ მსგავსებას?
22. ნამდვილი სიყვარული არსებობს?
საიდენტიფიკაციო კითხვები
ისინი მიუთითებენ ღირებულებებზე, რომლებიც პრიორიტეტულია ადამიანისთვის.
23. როგორია თქვენი საოცნებო სამსახური?
24. რომელია თვენი საყვარელი სტილის სამოსი?
25. სად ხედავთ საკუთარ თავს თქვენს კარიერაში ხუთ წელიწადში?
26. რა არის თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა?
27. რა არის ერთი რამ, რასაც თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ბევრს ნიშნავს სხვებისთვის?
28. ბოლოს რატომ იტირეთ?
29. კარიერასა და ოჯახს შორის არჩევანი რომ მოგიწიოთ, რომელს აირჩევდით?
30. ყველაზე ცუდი კომპლიმენტი, რომელიც ოდესმე მიგიღიათ?
ინტიმური და ღრმა კითხვები
ისინი გვთავაზობენ ადამიანის პირად კონცეფციას მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებში.
31. რისი შეცვლა გსურდათ წარსულში?
32. სად გელოდებიან ყოველთვის?
33. რომელი თვისების შეცვლას ისურვებდით საკუთარ თავში?
34. რა არის თქვენი ყველაზე უცნაური ფობია?
35. რომელ სამ ზედსართავ სახელს გამოიყენებდით საკუთარი თავის დასახასიათებლად?
36. როგორ შეაფასებდით თქვენს იუმორის გრძნობას ერთიდან ათ ქულამდე?
37. როგორია თქვენი იდეალური დილა?
38. როგორ ფიქრობთ, რა არის თითოეული ადამიანის დანიშნულება?
39. რა არის გადაჭარბებული ჩვენს საზოგადოებაში?
40. რა არის ციტატა, რომელიც შეიძლება აღწერდეს თქვენს ცხოვრებას?
41. რომელ კითხვაზე არ უპასუხებდით არასოდეს?
42. რა გწყინთ ყველაზე მეტად?
43. რა არის თქვენთვის ყველაზე გაუგებარი რამ მსოფლიოში?
44. თქვენი რომელი საქციელის გამო გრცხვენიათ ყველაზე მეტად?
45. რა არის თქვენი ყველაზე გიჟური ოცნება?
რა თქმა უნდა, არის კიდევ ბევრი კითხვა, რომელიც შეიძლება გახდეს „ხიდი“ ძლიერი მეგობრობისთვის, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილმა კითხვებმა, შეიძლება მართლაც დააახლოოს ადამიანები, თუ ისინი ღიად და გულწრფელად უპასუხებენ.
თემები: მეგობრობა, მეგობრობის შენარჩუნება