LIFE

პატარა ჩანთა — დიდი შესაძლებლობები: როგორ წავიდეთ სამოგზაუროდ მხოლოდ ხელბარგით?

პატარა ჩანთა — დიდი შესაძლებლობები: როგორ წავიდეთ სამოგზაუროდ მხოლოდ ხელბარგით?

ხშირად გვგონია, რომ თუ მხოლოდ ხელბარგით წავალთ სამოგზაუროდ, აუცილებლად მოგვიწევს დავთმოთ ლამაზი ტანსაცმელი, კოსმეტიკა ან კომფორტი. სინამდვილეში კი, თუ ჭკვიანურად დავგეგმავთ, ერთი პატარა ჩანთა საკმარისია იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეთ, თავი კომფორტულად იგრძნოთ და არც ერთი მნიშვნელოვანი ნივთი არ დავტოვოთ სახლში. ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერი Wizz Air  გამუდმებით ზრუნავს მომხმარებლებზე. ამჯერად ის გვირჩევს, როგორ ჩავალაგოთ ჩემოდანი ისე, რომ მცირე ბარგით, მაქსიმალური კომფორტი მივიღოთ.


დასაწყისითვის განვიხილოთ, თუ რატომ უნდა იმგზავროთ მხოლოდ ხელბარგით?

ასე, თქვენ დაზოგავთ თანხას, არ მოგიწევთ ბარგის ლოდინი ჩაფრენისას, გექნებათ სრული მობილურობა და თავისუფლება. თანაც, ბარგის დაკარგვის ან დაზიანების რისკი ფაქტობრივად არ არსებობს.
 

  1. სწორად შეარჩიე ჩემოდანიპატარა, მაგრამ ფუნქციური

ხელბარგის სტანდარტული ზომა Wizz Air-ისთვის არის 40 x 30 x 20 სმ, მაქსიმუმ 10 კილოგრამი, ხოლო ბორტზე ასატანი ჩემოდნის ზომა 55x40x23 სმ, ესეც მაქსიმუმ 10 კილოგრამი. აირჩიეთ ჩანთა ან ჩემოდანი, რომელიც იშლება მაქსიმალურად ფართოდ, აქვს გაყოფილი სექციები და არის რბილი, მოქნილი და მსუბუქი. მოერიდეთ მყარ მასალის ჩანთებს – რბილი მასალა გეხმარებათ მეტი ჩაატიოთ ჩემოდანში.

  1. წინასწარ დაგეგმე რას იცვამთ და მიიღეთ მაქსიმალური შედეგი მინიმალური ტანსაცმლით

არ წაიღოთ ვთქვათ და დამჭირდა ტანსაცმელი. ამის ნაცვლად აირჩიეთ ძირითადი ფერები: შავი, თეთრი, კრემისფერი – ერთმანეთს მარტივად ეხამებიან; შემატეთ ერთი ან ორი ფერადი ნივთი აქცენტისთვის; მოიფიქრეთ კომბინაციები წინასწარ  - მაგალითად, 3 ზედა, 2 შარვალი ან კაბა და 1 მოსაცმელი  გაძლევს 6-ზე მეტ ლუქს; აირჩიეთ უნივერსალური ფეხსაცმელი, რომელიც არის კომფორტული, დახვეწილი, უხდება ფაქტობრივად ყველა ტანსაცმელს და ყველა სიტუაციას. და დამატებით ჩაიცვით ყველაზე მოცულობითი ნივთები ბორტზე — მაგალითად, ქურთუკი ან ბოტასები.

  1. თავის მოვლა და კოსმეტიკა წაიღეთ ყველაფერი 100 მლ-ზე ნაკლები

შეგახსენებთ, რომ სითხეების ლიმიტი 100მლ თითოეულ პროდუქტზე, თანაც ყველა ეს პროდუქტი უნდა ეტეოდეს 1 ლიტრიან ჰერმეტულად დაცულ შეფუთვაში. ამიტომ, აირჩიეთ სამგზავრო ზომის ვერსიები ან გადაიტანეთ პროდუქტები კონტეინერებში. თან წაიღეთ მხოლოდ აუცილებელი პროდუქტები: სახის დასაბანი, ტონერი და სერუმი სურვილისამებრ, სახის კრემი, SPF, BB კრემი ან პუდრი, ტუში, ტუჩის ბალზამი, მრავალფუნქციური ბალმი ლოყის და ტუჩისთვის. თუ უფრო მრავალეტაპიანი რუტინა გაქვთ და უფრო დატვირთულ მაკიაჟს ატარებთ, წასაღები ნივთების სია შეამცირეთ მხოლოდ აუცილებელ პროდუქტებამდე.  

  1. როგორ ჩავალაგოთ სწორად?  – გამოიყენეთ გონივრული ტექნიკა

გამოიყენეთ ე.წ. გადახვევის მეთოდი (roll technique) – უბრალოდ მჭიდროდ დაახვიეთ ტანსაცმელი. ასე ნაკლებ ადგილსაც იკავებს და ნაკეცებიც არ რჩება; გამოიყენეთ სამგზავრო კონტეინერები ან პატარა ჩანთები ორგანიზებისთვის; ტექნიკა, კაბელები და აქსესუარები მოათავსეთ ცალკე პატარა ჩანთაში; ჩემოდნის კარზე არსებულ სათავსოში მოათავსეთ ნივთები, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებთ  - დოკუმენტები, სველი ხელსახოცები, წიგნი და ა.შ.

დაიმახსოვრეთ - მოგზაურობა მარტივადაც შეიძლება. ერთ პატარა ჩანთაში შეგიძლიათ ჩაატიოთ მთელი შაბათ-კვირის, 5-დღიანი ან თუნდაც 7 დღიანი მოგზაურობისთვის საჭირო ნივთები. ამისთვის საჭიროა წინასწარი გეგმა და სწორად შერჩეული ნივთები.