Wizz Air-მა ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა The World Finance-ის ჯილდო და ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა
- 25.06.2025

აღიარება დაემთხვა მთელ ინდუსტრიაში მიმდინარე ტრანსფორმაციას – ნულოვანი ემისიების მიღწევისკენ მიმართულ ძალისხმევას.
Wizz Air-ი კიდევ ერთხელ დასახელდა ყველაზე მდგრად დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად The World Finance Sustainability Awards 2025-ზე. ავიაკომპანია მეხუთე წელია იმარჯვებს ამ ნომინაციაში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Wizz Air-ის წამყვან როლს ავიაციაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ინდუსტრია აქტიურად ცდილობს ეკოლოგიური სტანდარტების გაუმჯობესებას.
The World Finance-ის ჟიურიმ, რომელსაც მხარს უჭერდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კვლევები, Wizz Air-ი 2025 წლის გამარჯვებულად დაასახელა კომპანიის გლობალური ლიდერობისთვის მდგრადობის მიმართულებით. მათ შორის აღინიშნა კომპანიის აქტიური მონაწილეობა „ნულოვანი ემისიის ავიაციის ალიანსში” (AZEA) და ასევე წვლილი კლიმატურ პოლიტიკაში, რომელიც გამოიხატა მათი მონაწილეობით COP29-ის მსგავს მაღალი დონის ღონისძიებებში.
Wizz Air-ი აგრძელებს მუშაობას ინდუსტრიის ყველაზე დაბალი ნახშირბადის ემისიით ერთ მგზავრზე თითო კილომეტრზე – 2024 ფინანსურ წელს, კომპანიის საშუალო მაჩვენებელი შეადგენდა მხოლოდ 52 გრამ CO₂-ს მგზავრ-კილომეტრზე, რაც მკვეთრად ჩამორჩება ინდუსტრიის საშუალო მონაცემებს, ეს შედეგი მიღწეულია ფლოტის განახლების თანამედროვე სტრატეგიითა და ოპერაციული ეფექტიანობით. კომპანიის ავიაფლოტის 61%-ზე მეტი შედგება უახლესი თაობის Airbus A321neo თვითმფრინავებისგან, რომელთაც 20%-ით ნაკლები საწვავის წვა და 50%-ით დაბალი ხმაურის დონე აღენიშნებათ. ფლოტის საშუალო ასაკი შეადგენს მხოლოდ 4.7 წელს, რაც Wizz Air-ს ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდული ფლოტის მქონე ავიაკომპანიად აქცევს მსოფლიოში.
ივონ მოინიჰანი, Wizz Air-ის კორპორაციული და ESG ოფიცერი: „ჩვენთვის დიდი პატივია უკვე მეხუთედ მივიღოთ ეს პრესტიჟული აღიარება. Wizz Air-ის მდგრადობის სტრატეგია ინტეგრირებულია კომპანიის ყველა მიმართულებაში – დაწყებული საწვავის ეფექტიანობით, დამთავრებული ინვესტიციებით მომავალზე ორიენტირებულ ტექნოლოგიებში. როგორც ჩვენს ახლახან გამოქვეყნებულ Net Zero Roadmap-შიც ("ფრენა ნულოვანი ემისიებისკენ") დეტალურად არის აღწერილი, მიგვაჩნია, რომ ავიაციაში ნულოვანი ემისიების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ინოვაციით – პოლიტიკის შემმუშავებლების, საწვავის მწარმოებლებისა და მთელი საავიაციო ეკოსისტემის მჭიდრო თანამშრომლობით.”
ჟიურის წევრებმა ასევე გამოარჩიეს Wizz Air-ის მზარდი ინვესტიცია მდგრად საავიაციო საწვავში (SAF). კომპანიამ შეიმუშავა ამბიციური მიზანი – 2030 წლამდე ფრენების მინიმუმ 10% შესრულდეს მდგრადი საწვავით, რაც ამ ეტაპზე ევროკავშირის მოთხოვნებსაც კი აღემატება. ამ მიზნის მისაღწევად Wizz Air ქმნის პარტნიორობას SAF საწარმოებთან და მონაწილეობს მათ განვითარებაში.
დამატებითი ქულები Wizz Air-ს გადაეცა საოპერაციო ინოვაციებისთვის, რომელთა შორისაა მსუბუქი მასალების გამოყენება თვითმფრინავებში, ჭკვიანი საწვავის მართვის სისტემები, ერთძრავიანი ტაქსირება და მიწის ელექტროენერგიაზე გადასვლა, რაც მთლიანობაში მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის ხარჯვას.
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air-ი ოპერირებს 237 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-იდასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2025 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუააზიისა და აფრიკის რეგიონებში”.