ჩემი მოგზაურობა – ჩემი წესები: Wizz Air წარმოგიდგენთ დიდი ხნის ნანატრ ფუნქციას მობილურ აპლიკაციაში
- 10.07.2025

ქუთაისი, 2025 წლის 9 ივლისი: Wizz Air, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონების ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია, წარმოგიდგენთ მობილური აპლიკაციის ახალ ფუნქციონალს My Journey, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ სრულიად შეცვალოს გზა, რომლითაც მგზავრების იღებენ ინფორმაცია ფრენის შესახებ და დაეხმაროს მათ ამ პროცესის მართვაში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ზაფხულს, საჰაერო მიმოსვლის საერთო რაოდენობა 5%-ით გადააჭარბებს 2024 წლის მაჩვენებელს. ასევე, რაოდენობამ უკვე გადააჭარბა პანდემიამდელ პერიოდს. ამასთან ერთად, ევროპის ზოგიერთ ნაწილში, საჰაერო მიმოსვლის კონტროლის საკმარისი შესაძლებლობების არარსებობისა და კონტინენტზე მოსალოდნელი რთული მეტეოროლოგიური პირობების პარალელურად, მგზავრებს შესაძლოა შეექმნათ ისეთი შეფერხებები, რომლებიც ავიაკომპანიის კონტროლს სცილდება.
My Journey - ჩემი მოგზაურობა - ფუნქციონალი მგზავრებს აძლევს სრულ ინფორმაციას ფრენებსა თუ მოულოდნელ შეფერხებებზე და უზრუნველყოფს დახმარების სერვისს პირდაპირ მათ ტელეფონებში. მრავალფეროვანი არხებით ინფორმაციის მიღებასთან ერთად (ზარები, SMS, ელფოსტა), მგზავრები ამიერიდან შეძლებენ ყველაფრის ერთ ადგილას - თავიანთ სმარტფონზე - დანახვას:
მყისიერი თვალყურის დევნება: მგზავრებს შეეძლებათ რეისის სტატუსის გადამოწმება ფრენის ყველა ეტაპზე (რეგისტრაცია, ჩასხდომის დრო, გეითის ნომერი);
ინფორმაციის მყისიერი მიღება: მგზავრები მყისიერად მიიღებენ ინფორმაციას, მიიღებენ თუ არა ისინი საკვების ვაუჩერებსა თუ სასტუმროში უფასო განთავსებას;
სრული თავისუფლება: ფრენის დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრები პირდაპირ აპლიკაციიდან შეძლებენ მოითხოვონ კომპენსაცია (მაგ.: საკვები, სასტუმროში განთავსება, ფინანსური კომპენსაცია);
სტრესისგან თავისუფალი გადაწყვეტილებები: ალტერნატიული მგზავრობის ვარიანტების განხილვა და არჩევა (ხელახალი ჯავშანი, ანაზღაურება, ან ავიაკომპანიის შემოთავაზებული ახალი შეთავაზების დადასტურება).
ეს ნიშნავს უფრო სწრაფ გადაწყვეტილებებს, ნაკლებ გაურკვევლობას და მეტ სულიერ სიმშვიდეს — განსაკუთრებით კი, სტრესულ მომენტებში.
„საქმე მხოლოდ ფრენაში არ არის, საქმე სტრესულ მომენტებში კონტროლის შეგრძნებაშია“, - აღნიშნავს ბოგლარკა სპაკი, Wizz Air-ის მომხმარებელთა გამოცდილების ხელმძღვანელი. „My Journey ჩვენი მგზავრებისთვის საუკეთესო გადაწყვეტაა - რაც მათ საშუალებას აძლევს, თავად მართონ მოგზაურობის პროცესი, თანაც, ნებისმიერ სიტუაციაში. My Journey-ის საშუალებით ჩვენს მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ რეალურ დროში, საკუთარი პრეფერენციების მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილებები. ეს კიდევ ერთი წინ გადაგდმული ნაბიჯია Customer First Compass ინიციატივით აღებული ვალდებულებებისკენ. ჩვენ გვჯერა, რომ ამ ფუნქციის ზაფხულის სეზონის პიკში გაშვება, როდესაც ამინდისა და საჰაერო მოძრაობის კონტროლის შეფერხებები უფრო მეტ ფრენაზე ახდენს გავლენას, ჩვენს მომხმარებლებს ნავიგაციაში დაეხმარება და პარალელურად, დაზოგავს მათ დროსა და ენერგიას“.
Wizz Air-ის აპლიკაციაში, რომელსაც 35 მილიონზე მეტი ჩამოტვირთა აქვს Apple-ის, Google-ის და Huawei-ს ოპერაციულ სისტემებზე, აღნიშნული განახლება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრების გამოცდილებას. ყველა, ვინც გადმოწერა აპლიკაცია და შევიდა საკუთარ ანგარიშზე, განახლებებს მათთვის სასურველ ენაზე მიიღებს.
My Journey ეტაპობრივად, 8 ივლისიდან გახდება ხელმისაწვდომი და მისი მიზანია აეროპორტში გამოცდილების გაუმჯობესება და მგზავრობის სრული მხარდაჭერა - როგორც ერთგული მომხმარებლების, ასევე Wizz Air-ის ახალბედა მგზავრების დახმარება.
Customer First Compass, რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს - პროდუქტი, ფასი, მომსახურება და კომუნიკაცია - სრულად ასახავს Wizz Air-ის მისიას და ვალდებულებას სრული ორიენტირება გააკეთოს მომხმარებლებზე. იქნება ეს უახლეს ტექნოლოგიებში ინვესტიცირება, საიმედოობის გაძლიერება თუ მომხმარებელთა მხარდაჭერის გაუმჯობესება. ეს ტრანსფორმაცია სრულად ცვლის იმას, თუ როგორ ემსახურება ავიაკომპანია თავის მომხმარებლებს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, Wizz Air, 14 მილიარდ ევროს ჩადებს მომხმარებელთან შეხების ყველა წერტილის გასაუმჯობესებაში, რათა თითოეული მგზავრობისთვის უზრუნველყოს პუნქტუალურობა, ხელმისაწვდომობა, ინოვაციურობა და უკეთესი მომსახურება. კომუნიკაციების მიმართულებით, ავიაკომპანია იღებს ვალდებულებას, რომ მგზავრებს მიაწოდოს განახლებული ინფორმაცია მგზავრობის ყველა ეტაპზე - ყველა განახლება მნიშვნელოვანია, იქნება ეს ფრენის სტატუსის, პოლიტიკის ცვლილების თუ სწრაფი, გამჭვირვალე გადაწყვეტილებების შესახებ.