რატომ არ იკლებთ წონაში ზაფხულშიც? 5 შეცდომა, რომელსაც თითქმის ყველა უშვებს!
- 10.07.2025

ზაფხულში წონაში დაკლება თითქოს გაცილებით მარტივია, რადგან წლის ამ დროს ძალიან ცხელა, ჭამის მადა ქვეითდება და უმეტესად სითხეებს ვიღებთ, მაგრამ სწორედ ამით იწყება ჯანსაღი გზიდან არაჯანსაღზე გადასვლა.
TREND გიზიარებთ ზაფხულში წონის დაკლების მსურველთა ძირითად შეცდომებს.
გამაგრილებელი სასმელები
ლიმონათი, წვენები, გაზიანი სასმელები - ვის წარმოუდგენია ამის გარეშე ზაფხულის ცხელი დღეები? - მსგავსი სითხეების დიდი რაოდენობით მიღება, საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ასეთი სასმელები სისხლში ინსულინის დონის მატებას იწვევს, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ სვიის და სხვა ალკოჰოლური სასმელების მიმართ, რომლებიც ზაფხულში ძალიან პოპულარულია.
დიეტოლოგები და ენდოკრინოლოგები ერთხმად მოგვიწოდებენ, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს და განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში წყალი საუკეთესო გადაწყვეტილებაა მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად და, შესაბამისად, წონის ეფექტური დაკლებისთვის. გარდა ამისა, ვერცერთი სასმელი ვერ დაგიკმაყოფილებთ წყურვილს ისე, როგორც წყალი.
უსარგებლო მონოდიეტები
ის, რაზეც ზაფხულში აუცილებლად უნდა თქვათ უარი, მონოდიეტებია. ცილების თუ სხვა ცალკეული საკვები ნივთიერების შეზღუდვა, არაგონივრული გადაწყვეტილებაა. ზაფხულში უარის თქმა ბოსტნეულსა და ხილზე, მიუღებელია, რადგან ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს, რაც დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე.
უკონტროლო კვება
წონაში კლების მსურველთათვის ყველაზე საშიში დრო, რა თქმა უნდა, დასვენების დროა. ამ დროს ტვინი მომართულია იმისკენ, რომ შეგვიძლია ყველაფერი მივირთვათ, რადგან ასე საფუძვლიანად მხოლოდ ერთხელ ვისვენებთ მთელი წლის მანძილზე, ამ დროს ჩვენი ნერვული სისტემაც მოდუნებულია და გვაქვს განწყობა: „ახლა ყველაფერს შევჭამ და დავლევ, რაც მინდა, მაგრამ როცა შვებულებას მოვრჩები, მაშინვე დიეტაზე გადავალ“.
ამ დროს ორგანიზმი „კვებით სტრესშია“, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედმეტი კილოგრამების მატება გარდაუვალია. არ დაგავიწყდეთ, წონაში მატება გაცილებით ადვილია, ვიდრე მისგან თავის დაღწევა, ამიტომ ზომიერება ყველაფერში კარგია.
ცხიმებზე უარის თქმა
ზაფხულში საკვები მსუბუქი უნდა იყოს და არ ამძიმებდეს საჭმლის მონელებას. დაბალკალორიული სმუზი, ცივი ყავა, ბოსტნეულის სალათა - ეს ყველაფერი სიცხის დადგომასთან ერთად ჩვენი კვების ნორმად იქცევა. თუმცა, როგორც ენდოკრინოლოგები გვარწმუნებენ, ცხიმები ნებისმიერი ადამიანის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს წელიწადის ნებისმიერ დროს, ცხიმის დეფიციტით, კანი მშრალი და აქერცლილი ხდება, ასევე ირღვევა ორგანიზმის ჰორმონალური ბალანსი. თუ ცილებთან და ნახშირწყლებთან ერთად მცირე რაოდენობით ცხიმს მიირთმევთ, ხანგრძლივად გექნებათ დანაყრების შეგრძნება. შედეგად, კვების მუდმივი სურვილი ნაკლებად შეგაწუხებთ.
განიხილეთ თქვენს ზაფხულის მენიუში ცხიმის შემცველი საკვების, როგორიცაა ავოკადო, თხილი, კალმახი, ორაგულის ჩართვა. თუ ზაფხულში წონაში დაკლებას გადაწყვეტთ, ეს თქვენი ორგანიზმის ინდივიდუალური საჭიროებების გაგებით და ცოდნით გააკეთეთ. ნუ გაცვლით თქვენს ჯანმრთელობას ზაფხულში წონის დაკლების სავარაუდოდ ეფექტურ „ხრიკებში“ - იკვებეთ დაბალანსებული საკვებით, დალიეთ სუფთა წყალი და ყოველდღე დრო დაუთმეთ ვარჯიშს.
თემები: წონაში დაკლება, ზაფხული
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია