LIFE

Wizz Air აღნიშნავს მნიშვნელოვან მიღწევას – 1 000  განხორციელებული რეისი ერთ დღეში

Wizz Air აღნიშნავს მნიშვნელოვან მიღწევას – 1 000  განხორციელებული რეისი ერთ დღეში

Wizz Air სიამაყით აცხადებს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის მიღწევას: ავიაკომპანიამ პირველად გადააჭარბა დღეში 1,000 რეისს თავის სამარშრუტო ქსელში.

მეათასე რეისი დღეს შესრულდება ბაკაუდან ლონდონის ლუტონის მიმართულებით, რაც ხაზს უსვამს Wizz Air-ის ერთგულებას რეგიონული კავშირების გაძლიერებისა და ადგილობრივი თემების მხარდაჭერისადმი. ეს ისტორიული მომენტი კიდევ უფრო განამტკიცებს Wizz Air-ის პოზიციას ევროპის წამყვან ავიაკომპანიებს შორის და წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს Customer First ინიციატივის შესრულებაში - უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული მოგზაურობის შეთავაზებით 75 მილიონი მგზავრისთვის 2025 წელს.

Wizz Air-ს დღეში 200,000-ზე მეტი მგზავრი ირჩევს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოთხოვნას დაბალბიუჯეტიანი, მაღალი ხარისხის ავიამომსახურებისადმი. საშუალოდ, Wizz Air-ის ერთი თვითმფრინავი ყოველ 90 წამში ერთხელ იწყებს აფრენას, რაც აჩვენებს მის მნიშვნელოვან როლს ევროპის და მის მიღმა კავშირების განმტკიცებაში.

8,000-ზე მეტი პილოტისა და ბორტგამცილებლის მონაწილეობით, Wizz Air ყოველდღიურად ახორციელებს ოპერაციებს, რაც არა მხოლოდ შიდა კადრების ზრდას უწყობს ხელს, არამედ ხელს უწყობს დასაქმებას ავიაციისა და ტურიზმის სექტორების ყველა იმ რეგიონში, სადაც ავიაკომპანია მოღვაწეობს.

დღეს Wizz Air-ის მარშრუტები 200-ზე მეტ აეროპორტს უკავშირდება 50-ზე მეტ ქვეყანაში, რაც 800-ზე მეტი მარშრუტის მეშვეობით აძლიერებს ეკონომიკურ ზრდას, მობილობას და კულტურულ თანამშრომლობას ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ.



Wizz Air იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და ახალგაზრდა ავიაპარკს და 2028 წლისთვის გეგმავს სრულად Airbus A321neo ტიპის ფლოტზე გადასვლას. ახალი თაობის ეს თვითმფრინავები უზრუნველყოფს: 50%-ით ხმაურის შემცირებას; 20%-ით ნაკლები საწვავის მოხმარებას; 50%-ით შემცირებულ აზოტის ოქსიდის ემისიებს წინა თაობის მოდელებთან შედარებით.

ეს მნიშვნელოვანი ეტაპი სრულად ეხმიანება Wizz Air-ის W500 ხედვას, რომლის მიზანია ფლოტის გაფართოება 500 თვითმფრინავამდე, დაბალბიუჯეტიანი ტარიფების შენარჩუნება, ემისიების შემცირება და გლობალური მასშტაბის გაფართოება. W500 ხედვა ასახავს Wizz Air-ის მისწრაფებას გახდეს მომავლის ყველაზე ეფექტური და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია, რომელიც არა მხოლოდ ტრანსფორმაციას ახდენს მოგზაურობის სფეროში, არამედ აქტიურად უწყობს ხელს რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებასაც.

Wizz Air-ის CEO, იოზეფ ვარადი აღნიშნავს:

„დღეში 1,000 რეისის განხორციელება მხოლოდ რიცხვი არ არის - ეს არის ჩვენი ერთგულების სიმბოლო, რომ ფრენა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გავხადოთ ყველასთვის, და ამასთან ერთად, დასტური ჩვენი ულტრა-დაბალბიუჯეტიანი მოდელის სიძლიერის. ეს მიღწევა უკავშირდება ჩვენს გუნდს და იმ ერთგულ მგზავრებს, რომლებიც ენდობიან Wizz Air-ს და აფასებენ მის გამორჩეულ უპირატესობას: დაბალი ფასები, სანდო მომსახურება და მუდმივად მზარდი მარშრუტების ქსელი. ჩვენ ვრჩებით მიზანმიმართული ზრდის გზაზე – ისეთი მოგზაურობის ხელშეწყობით, რომელიც აძლიერებს თემებს და ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას იმ რეგიონებში, სადაც ვმოღვაწეობთ.“

Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air-ი ოპერირებს 237 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-იდასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2025 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუააზიისა და აფრიკის რეგიონებში”.