29–30 სექტემბერს Wizz Air თბილისსა და ქუთაისში გამართავს ღია კარის დღეებს პილოტებისა და პილოტთა აკადემიის კანდიდატებისთვის
- 18.09.2025

ორი ქალაქი, ორი ღია კარის დღე და საინტერესო კარიერული შესაძლებლობები: შემოგვიერთდით, ქართველო პილოტებო, ერთად ვიმოგზაუროთ WIZZ-თან!
Wizz Air, EMEA რეგიონის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია, 29 და 30 სექტემბერს თბილისსა და ქუთაისში ღია კარის დღეებს გამართავს. ღონისძიებებზე დასწრება შეუძლიათ როგორც გამოცდილ პილოტებს, ასევე პილოტობის კანდიდატებს, რომლებიც შეძლებენ, გაეცნონ ავიაკომპანიის კარიერულ შესაძლებლობებსა და პილოტთა აკადემიის პროგრამას. ღია კარის დღეები არის Wizz Air-ის მუდმივი ვალდებულების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საავიაციო ინდუსტრიის ტალანტების განვითარებასა და კარიერული გზების შექმნას როგორც ლიცენზირებული პილოტებისთვის, ისე პერსპექტიული კადეტებისა და იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც უკვე გადიან მომზადებას.
ღია კარის დღეები ქუთაისსა და თბილისში მონაწილეებს მისცემს უნიკალურ შანსს, მეტი გაიგონ Wizz Air-ის კარიერული შესაძლებლობებისა და კომპანიის განვითარების შესახებ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. დამსწრეებს პირადად შეხვდება ავიაკომპანიის რეკრუტინგის გუნდი, რომლისგანაც მიიღებენ პირდაპირ ინფორმაციას იმ მოთხოვნებისაა და უპირატესობების შესახებ, რომლებიც Wizz Air-ში პილოტის კარიერას ახლავს, და გაეცნობიან Wizz Air Pilot Academy-ის მიერ შეთავაზებულ გზას. სესიები შექმნილია არა მხოლოდ იმისთვის, რომ პასუხი გასცეს პრაქტიკულ კითხვებს მომზადების, ლიცენზირებისა და კარიერული წინსვლის შესახებ, არამედ იმისთვისაც, რომ შთააგონოს მომავალი პილოტები გადადგან შემდეგი ნაბიჯი პროფესიულ მოგზაურობაში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიის რიგებში.
დეტალები:
ქალაქი |
თარიღი |
დაწყების დრო |
ადგილმდებარეობა |
მონაწილეები |
ქუთაისი |
29 სექტემბერი |
10:00 |
Kutaisi Inn, დავით აღმაშენებლის ქ. 2, ქუთაისი 0154 |
გამოცდილი პილოტები (კაპიტნები, პირველი ოფიცრები) და კადეტები/მალე ლიცენზირებულები |
ქუთაისი |
29 სექტემბერი |
11:00 |
Kutaisi Inn, დავით აღმაშენებლის ქ. 2, ქუთაისი 0154 |
დაინტერესებულნი Wizz Air Pilot Academy-ით (კადეტები/სასწავლო პროგრამით დაინტერესებულები) |
თბილისი |
30 სექტემბერი |
10:00 |
Courtyard Tbilisi, თავისუფლების მოედანი 4, თბილისი 0105 |
გამოცდილი პილოტები და ლიცენზირების პროცესში მყოფი კადეტები |
თბილისი |
30 სექტემბერი |
12:00 |
Courtyard Tbilisi, თავისუფლების მოედანი 4, თბილისი 0105 |
მომავალი კადეტები, სტუდენტები, Pilot Academy-ში ჩართვის მსურველები |
ვინ არის მოწვეული?
-
ლიცენზირებული პილოტები შესაბამისი გამოცდილებით;
-
კადეტ-პილოტები ან ისინი, ვინც ამჟამად გადიან საფრენო მომზადებას და უახლოეს მომავალში ელიან ლიცენზიას;
-
ისინი, ვინც განიხილავენ Wizz Air Pilot Academy-ში ჩართვას. აკადემიისთვის განკუთვნილ სესიებზე ყველა დონის გამოცდილება მისაღებია.
დარეგისტრირდი ახლავე — დროა დაიწყო ფრენა Wizz Air-თან ერთად და ახალ კარიერულ შესაძლებლობებს გაეცნო.
რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე:
https://forms.office.com/e/d7rJuwM9ma
რეგისტრაციის დროს მონაწილეები თავად ირჩევენ რომელ ღონისძიებას დაესწრებიან. ადგილები შეიძლება შეზღუდული იყოს, ამიტომ სასურველია დროული რეგისტრაცია.
„როგორც ქვეყნის პირველი ავიაკომპანია, რომელმაც 8 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა ოპერირების დაწყებიდან დღემდე, საქართველო Wizz Air-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია. ჩვენ ვამაყობთ, რომ კიდევ უფრო ვაძლიერებთ ბაზარს ადგილობრივ ტალანტებში ინვესტიციით. ქუთაისსა და თბილისში დაგეგმილი ღია კარის დღეებით გვინდა შევხვდეთ როგორც გამოცდილ პროფესიონალებს, ისე მომავალ პილოტებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ამბიციასა და ავიაციისადმი ერთგულებას, Wizz Air არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია ევროპაშ და ჩვენ ქართველ პილოტებს ვთავაზობთ შესაძლებლობას, ერთად გავიზარდოთ, ვიფრინოთ ყველაზე თანამედროვე და ეფექტური თვითმფრინავებით და ვიყოთ იმ ავიაკომპანიის ნაწილი, რომელიც აკავშირებს კონტინენტის სხვადასხვა ქვეყანას. მოუთმენლად ველით ახალი თაობის WIZZ პილოტების ბორტზე მიღებას” — განაცხადა სალვატორე გაბრიელე იმპერიალემ, Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა.
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air-ი ოპერირებს 242 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-იდასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2025 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუააზიისა და აფრიკის რეგიონებში”.