LIFE

შუახნის კრიზისი შეიძლება შუახნის ასაკის გარეშეც გქონდეთ - რა უნდა ვიცოდეთ

შუახნის კრიზისი შეიძლება შუახნის ასაკის გარეშეც გქონდეთ - რა უნდა ვიცოდეთ

შუახნის კრიზისი ბევრი ადამიანის ცხოვრებაში პოპულარული ფაზაა. თუმცა, დღესდღეობით, ის შეიძლება არა იმდენად ასაკთან იყოს დაკავშირებული, რამდენადაც გარემოებებთან.

შუახნის კრიზისი შეიძლება ყოველთვის ასაკთან არ იყოს დაკავშირებული და მისი გემო 40 წლამდეც იწვნიოთ.
მაშ, როგორ გამოიყურება შუახნის კრიზისი დღეს?

სინანული

შუახნის კრიზისის განსაზღვრა თავისთავად რთული ამოცანაა, ექსპერტებისთვისაც კი. ის, რაც ერთი ადამიანისთვის კრიზისია, მეორესთვის კიშეიძლება სულაც არ იყოს ასე.



თუ საკითხს ფართო მასშტაბით შევხედავთ, ეს უფრო მეტად დაკავშირებულია სინანულის გრძნობასთან და დიდ ცხოვრებისეულ ცვლილებებთან.

სტრესის გამომწვევი მიზეზები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს. ისინი შეიძლება მოდიოდეს ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესებიდან, ურთიერთობებში დრამიდან ან თუნდაც იმის გაცნობიერებიდან, რომ თქვენი შვილი უკვე ზრდასრული და დამოუკიდებელი გახდა.

ნოსტალგია

ნოსტალგიის გრძნობა ხშირად შუახნის კრიზისთან ასოცირდება. უკეთესი წარსულის გახსენება აწმყოზე ფოკუსირების ნაცვლად ხშირად იდეალური არ არის.



ამის ნაცვლად, შეგიძლიათ იფიქროთ ბედნიერ წარსულ დღეებზე და მადლიერი იყოთ ამისთვის, ამავდროულად, ყურადღება გაამახვილოთ სამომავლოდ მეტი პოზიტიური მოგონებების შექმნაზე.

სხვების წარმატება

შუახნის კრიზისის დროს შეიძლება დაგეუფლოთ უკმაყოფილება საკუთარი მიღწევების გამო. თუ სოციალურ მედიაში ათვალიერებთ სხვა ადამიანების ფოტოებს და გშურთ მათი, ერთი შეხედვით, იდეალური ცხოვრების წესის, ეს შუახნის კრიზისის საკმაოდ ცხადი ნიშანია, ეცადეთ თავად დააგროვოთ საუკეთესო გამოცდილებები ცხოვრებისგან.

იმპულსურობა

იმისათვის, რომ თავი უფრო თავგადასავლების მოყვარულად იგრძნოთ და განიცადოთ სასიამოვნო მომენტები, დაგეგმეთ მოგზაურობა საზღვარგარეთ. ასევე, თუ გსურთ მეტად წარმატებული იყოთ, სცადეთ ახალი ბიზნესი.



ყველა ეს წამიერი გადაწყვეტილება შეიძლება წარსული სინანულიდან მომდინარეობდეს იმის გამო, რომ ახალგაზრდობაში ისეთი იმპულსური ან რეალიზებული არ იყავით, როგორც გსურდათ.

მოტივაცია

თუ იგრძნობთ, რომ ცხოვრებაში ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ თითქმის არაფერს აკეთებთ, როგორც ჩანს, კონკრეტული მიზანი არ გაგაჩნიათ. გირჩევთ, ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოთ და იფიქროთ თვითრეფლექსიაზე.
იპოვეთ ის, რაც ახლა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და იფიქრეთ მიღწევის გზებზე.



საერთო ჯამში, შუახნის კრიზისი ყველას შეიძლება სხვადასხვა ფორმით ეწვიოს, იქნება ეს მოტივაციის ვარდნა თუ მუდმივი სინანულის განცდა. ამ ფაზის გადალახვა გულისხმობს თქვენი აზროვნების შეცვლას, მადლიერების პოვნას და თვითზრუნვის პრაქტიკას. ბოლოსდაბოლოს, იპოვეთ საკუთარ თავში ძალა და ნიჭი, თუ როგორ გახდეთ იდეალურად ბედნიერი.