SEX

კვირაში რამდენჯერ უნდა დაკავდე სექსით, რომ თავი ჯანმრთელად იგრძნო

კვირაში რამდენჯერ უნდა დაკავდე სექსით, რომ თავი ჯანმრთელად იგრძნო

სექსოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ სექსთან დაკავშირებული სირთულეების დროს წყვილებს შორის საუბარი აუცილებელია, სჯობს იყოთ გულწრფელი პარტნიორთან და ასე მიაღწიოთ შეთანხმებას, ვიდრე წლების განმავლობაში დუმდეთ და „ცოლქმრული მოვალეობის“ გაფიქრებაზე კანკალი გიტანდეთ.


ნიშანდობილივია კიდევ ერთი საკითხი - სექსის ნაკლებობა, რაც უარყოფითად მოქმედებს პარტნიორების ჯანმრთელობაზე და ამას არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ ქალებიც მტკივნეულად განიცდიან.

თუ ადრე სექსოლოგები გვარწმუნებდნენ, რომ ჯანმრთელობისთვის ინტიმური ურთიერთობა კვირაში ორ-სამჯერ საკმარისი იყო, ახლა  მიდგომა შეცვლილია.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ეს საკითხი პარტნიორის სექსუალურ კონსტიტუციაზეა დამოკიდებული - ზოგიერთ ადამიანს სექსის მოთხოვნა დღეში ორჯერ აქვს, ზოგისთვის კი კვირაში ორჯერ სექსით დაკავება სრულებით საკმარისია.



ამიტომ ყველა ადამიანს სექსის სიხშირესთან ინდივიდუალური მიდგომა აქვს და ყველა ვარიანტი აბსოლუტურად ნორმალური და მისაღებია, რაიმე კონკრეტული რაოდენობა და სიხშირე, ბუნებრივია არ არსებობს და ის სრულად დამოკიდებულია ადამიანების ტემპერამენტზე და სექსუალურ მოთხოვნილებაზე.

ინტენსიური სექსუალური კავშირი არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი, არამედ მომავალში ჰარმონიული ოჯახური ცხოვრების გასაღებიცაა.

თუ ურთიერთობაში სექსს მნიშვნელოვან ადგილს არ დაუთმობთ, ეს სავალალო შედეგს მოიტანს - თამაშში შესაძლოა ჩაერთოს მესამე ადამიანი, რომელიც თქვენი პარტნიორის დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს.

საბოლოო ჯამში, თუ მხარეები თავსებადები არ არიან, ერთი გაუძლებს ხშირ სექსუალურ კავშირს, მეორე კი საკმარისს ვერ მიიღებს და აუცილებლად შეეცდება სხვა პარტნიორის პოვნას.
არ დაგვავიწყდეს, რომ სექსში მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი; თუ აქტი მხოლოდ მექანიკურია, მაშინ უმჯობესია ვარჯიშით დაკავდეთ, ეს უფრო სასარგებელო იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის.



სექსი ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას, მაგრამ მხოლოდ ხარისხიანი სექსი. თუ ორი ადამიანი უბრალოდ სუნთქავს და ვერ ხვდება, როგორ დაასრულოს, ან ქალს არ სურს სექსი, ან არ იზიდავს სექსუალური პარტნიორი, ის ვერაფერს იგრძნობს. ამას, პირიქით, შესაძლოა უარყოფითი ეფექტი მოყვეს; ეს იქნება ბრძოლა ტვინთან და შესაბამისად სექსი სიამოვნების ნაცვლად დისკომფორტი იქნება.

თუ მამაკაცი აღგზნებულია, მაშინ სქესობრივი აქტის დროს სისხლში დიდი რაოდენობით ოპიოიდები გამოიყოფა, რაც აუმჯობესებს ემოციურ კეთილდღეობას და ბლოკავს ტკივილს. ასე რომ, თუ თავის ტკივილი გაწუხებთ, სცადეთ ეს ბუნებრივი საშუალება - ბოლოსდაბოლოს, სექსი ყველა დაავადებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.