LIFE

ფლირტის 4 საუკეთესო ტექნიკა მამაკაცის მოსაზიდად

ფლირტის 4 საუკეთესო ტექნიკა მამაკაცის მოსაზიდად

პაემანზე მისვლისას ნუ ელით, რომ მამაკაცი გაგართობთ. ნუ მიხვალთ და ნუ დაჯდებით სევდიანი სახით. რა თქმა უნდა, სახალისოა იმის ყურება, თუ როგორ გიმტკიცებთ ის სიტყვებითა და საქმით, რომ იმსახურებს თქვენნაირი მშვენიერი პრინცესას ყურადღებას. თუმცა, ეს ნამდვილად არ არის სწორი სტრატეგია.

ჩვენ გეტყვით, როგორ მოიქცეთ ახალი ნაცნობის შეხვედრისას, რათა მოხიბლოთ იგი.

ტექნიკა 1 - ღიმილი

ეს ტექნიკა დაგეხმარებათ დაუვიწყარი შთაბეჭდილების მოხდენაში ადამიანებზე, სადაც არ უნდა წახვიდეთ: პაემანზე, საქმიან მოლაპარაკებებზე თუ გასაუბრებაზე.
ადამიანებს განსხვავებული განწყობები აქვთ, მათ შორის ხშირად არც თუ ისე კარგი, მაგრამ თუ თქვენ იცით, რა მოგგვრით ბედნიერების ღიმილს სახეზე, მაშინ ერთი წარმატებული ნაბიჯი უკვე გადადგმული გაქვთ.
ეს შეიძლება იყოს სასაცილო მიმი, საყვარელი სიმღერა ან სხვა მხიარული მოგონება. ღონისძიებამდე ხუთი წუთით ადრე იფიქრეთ იმაზე, რაც გახარებთ, შეხვედრაზე მისვლისას კი დახვეწილად გაიღიმეთ. სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ სიცილით სავსე ღიმილი მიმზიდველობის 60%-ს შეადგენს.
ღიმილი ფლირტის აუცილებელი ნაწილია, ის თქვენს თავდაჯერებულობას უსვამს ხაზს.

ტექნიკა 2 - კულულები

კულულებზე შეხება ან თითზე თმის შემოხვევა უფრო თავისუფალ და ბუნებრივ ელფერს შეგმატებთ. ამ ჟესტით ასევე თანამოსაუბრის ყურადღება თქვენზე გადაგაქვთ.
მთავარაია, მოძრაობები არ იყოს ობსესიური ან ნერვიული, მაგალითად, არ ეთამაშოთ კულულებს ნერვულად, ეცადეთ თავშეკავებულად და მშვიდად გააკეთოთ ეს.
მამაკაცისთვის არაფერია უფრო საშიში, ვიდრე რთული ვარცხნილობის მქონე ქალი, რომელსაც თმის ლაქი ჭარბად აქვს დასხმული, ასეთ თმაში თითების ჩაყოფა შეუძლებელია, ამიტომ უმჯობესია პაემანზე ახლად დაბანილი და თავისუფალი ვარცხნილობით წახვიდეთ.

ტექნიკა 3 - მზერა

ნუ აარიდებთ მზერას, მაგრამ გახსოვდეთ რამდენიმე ძირითადი წესი. მამაკაცის პისიპირ ჯდომა და სწორი მზერა წარმოუდგენლად ეფექტურია, თუმცა მასაც ცოდნა სჭირდება.
ცხვირისა და ტუჩის სამკუთხედისკენ შეხედვა სითბოს, ინტიმურობის, ყურადღებით მოსმენისა და მიღების შეგრძნებას გადმოსცემს; ამიტომ, პირისპირ ფლირტისთვის უმჯობესია გამოიყენოთ ეს ტექნიკა და ხანდახან ხანმოკლედ შეხედეთ პარტნიორს.

ნიკაპის ქვემოთ შეხედვა ინტიმურობას ნიშნავს, როდესაც თქვენს წინ მჯდომი მამაკაცის კისერს, ყბას ან ღია საყელოს უყურებთ, ეს დაუფარავ სექსუალურ ინტერესს გულისხმობს. მისი გამოყენება ძალიან ხანმოკლედ შეიძლება იმისთვის, რომ მამაკაცს აჩვენოთ, რომ დაინტერესებული ხართ მისით. თუმცა, დიდხანს ნუ გაჩერდებით, განსაკუთრებით საუბრის დასაწყისში.

ეცადეთ, მზერა მაგიდაზე დაყრდნობილი მარცხენა იდაყვის არეში დაწიოთ და სწრაფად დიაგონალურად მარჯვნივ შეხედოთ მამაკაცს. ეს ტექნიკა მამაკაცის ტვინში სენსორულ აღქმას ააქტიურებს და მისთვის წარმოუდგენლად მიმზიდველს გხდით. ეს ტექნიკა თითქმის ყოველთვის მუშაობს.

ტექნიკა 3 - შტრიხები

ეს შესანიშნავი ტექნიკაა იმისთვის, რომ მამაკაცი აღაფრთოვანოს და ყველაფერი გააკეთოს, რომ კიდევ უფრო მეტი შთაბეჭდილება მოახდინოს თქვენზე. ეს ასევე კარგია რთული მოლაპარაკებების გასაადვილებლად და ჭირვეულ კლიენტთან ან ბიზნეს პარტნიორთან საერთო ენის მოსაძებნად - აირჩიეთ ადამიანის სხეულის ზედა ნაწილში ისეთი რამ, რაც ნამდვილად და განსაკუთრებულად მოგწონთ, ეს შეიძლება იყოს პარტნიორის თმა, პერანგის საყელო, ქაშმირის სვიტერის ნაკეცი ან სახეზე ღიმილის ნაოჭი.

გულწრფელად, ღიად და უტიფრად აღფრთოვანდით ამ დეტალით შეხვედრის, საუბრის ან პაემნის დროს. ფოკუსირდით კონკრეტულ შტრიხზე და არა მთელ ადამიანზე.



გამოიყენეთ ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური ტექნიკა საუბრების დროს - და მოემზადეთ ნამდვილი სასწაულებისთვის.
ეს წესი შესაფერისია როგორც ფლირტის, ასევე საქმიანი საუბრებისთვის. ისინი დაგეხმარებათ წარმატებით დაიწყოთ რომანტიკული შეხვედრა და მიზანს მიაღწიოთ ნებისმიერ მოლაპარაკებაში.