
ავიაკომპანია Wizz Air Airline Economics Sustainability Awards-ის მიერ 2025 წლის ყველაზე მდგრად ავიაკომპანიად დასახელდა. წლიური დაჯილდოება, რომელსაც Airline Economics აორგანიზებს, ავიაციის ინდუსტრიის ლიდერებს აჯილდოებს გარემოსდაცვითი ინიციატივების, ინოვაციებისა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაში შეტანილი წვლილისათვის. გამარჯვებულები შეირჩნენ ინდუსტრიის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვისა და Estuaire-ის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე.
ჟიურიმ განსაკუთრებით აღნიშნა Wizz Air-ის ხილული პროგრესი CO₂-ის შემცირების კუთხით, ასევე სვლა Net Zero მიზნისკენ (2050 წლისათვის). ჟიურიმ ხაზი გაუსვა ავიაკომპანიის ინვესტიციას ეკოეფექტურ თვითმფრინავებში და საოპერაციო სტრატეგიებს, რომელთა მთავარი მიზანი გარემოს დაცვაა.
“Sustainability Awards წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ ავიაინდუსტრია სულ უფრო აქტიურად ერთვება ნახშირბადის ემისიების შემცირების პროცესში,” – აღნიშნა Airline Economics-ის რედაქტორმა და თანადამფუძნებელმა ვიქტორია ტოზერ-პენინგტონმა. „ჩვენთვის დიდი სიამოვნებაა გამოვყოთ ის კომპანიები და ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ უსვამენ ხაზს ამბიციურ მიზნებს, არამედ რეალურ შედეგებსაც აღწევენ.”
Dorottya Durucsko, Wizz Air-ის მთავრობასთან ურთიერთობისა და მდგრადობის ხელმძღვანელი:
„ჩვენთვის ამ ჯილდოს მიღება დიდი პატივია. ეს წოდება არის ჩვენი კოლეგების ერთგულებისა და იმ პროგრესის ნიშანი, რომელსაც Net Zero მიზნისკენ სვლაში მივაღწიეთ. ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციას ახალ ავიატექნოლოგიებში, პარტნიორობებს მდგრადი ავიასაწვავის წარმოების ზრდისა და საჰაერო სივრცის რეფორმის მხარდასაჭერად. Airline Economics-ისა და Estuaire-ისგან მიღებული აღიარება გვიმტკიცებს, რომ სწორ გზას მივყვებით ავიაციის ეკოსისტემის გასაძლიერებლად. Let’s WIZZ!”
2025 ფინანსური წლის განმავლობაში Wizz Air-ის ნახშირბადის ემისიების ინტენსივობა შეადგენდა 52.2 გრამ CO₂-ს თითო მგზავრზე თითო კილომეტრზე. ავიაკომპანია ოპერირებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალი ფლოტით, რომლისწ 70%-ზე მეტი არის უახლესი და მეტად ეფექტური Airbus A321neo, საშუალო ასაკით - 4.5 წელი. ეს თვითმფრინავები ინტეგრირებულად იყენებენ დამატებით საწვავის ეფექტურ ტექნოლოგიებს. Wizz Air-ის მიზანია 2030 წლისთვის ნახშირბადის ინტენსივობის შემცირება 25%-ით და იმავე ვადაში ფრენების 10%-ის უზრუნველყოფა მდგრადი საავიავიო საწვავით (SAF). გრძელვადიანი სტრატეგია ეფუძნება სამ მთავარ მიმართულებას: ფრენები (30% ემისიების შემცირება ახალი ავიატექნოლოგიებითა და ფლოტის განახლებით), საწვავი (53% შემცირება SAF-ის გამოყენებით) და ფრენის მარშრუტები (4% შემცირება საჰაერო მოძრაობის მენეჯმენტის მოდერნიზაციით).
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air-ი ოპერირებს 243 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-იდასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2025 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუააზიისა და აფრიკის რეგიონებში”.