წარსულს ჩაბარდა ის დღეები, როდესაც ახალი წლის განწყობა სასიამოვნოდ ანელებდა ჩვენს სამუშაო გრაფიკს დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე. დღეს არა მხოლოდ ბოლო წუთამდე ვმუშაობთ, არამედ ვიყენებთ უკანასკნელ რეზერვს, რათა მოვიწესრიგოთ თავი დღესასწაულის წინ, დავგეგმოთ ახალი წლის სუფრა, შევიძინოთ საშობაო საჩუქრები და წვეულებაზეც ვიბრწყინოთ.
ეს ადვილი საქმე არ არის, თუმცა, არსებობს სწრაფი გამოსავალი, რომელიც დაგეხმარებათ ყველა გამოწვევას გაუმკლავდეთ და ახალ წელს მშვიდად და ბედნიერად შეხვდეთ.
გაარკვიეთ, სად კარგავთ დროს
ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად, დასაქმებულთა ნახევარზე მეტი აღიარებს, რომ რვა საათიდან, რაც მათ სამუშაოდ ეკისრებათ, დღეში 30-დან 60 წუთამდე „უმუშევრად“ ხარჯავენ.

უფრო მკაცრი ექსპერიმენტისთვის, სცადეთ თქვენი სამუშაო გრაფიკიდან სოციალური მედიის ან არასამსახურებრივი ზარების სრულად ამოღება (მაგალითად, მობილური ტელეფონის „ღამის რეჟიმზე“ დაყენება). დაინახავთ - სამსახურში დაგვიანებები მყისიერად შემცირდება და დაზოგილი დრო სასიამოვნო წვრილმანებზე დაიხარჯება.
განსაზღვრეთ პრიორიტეტები
შესაძლებელია, რომ ახალი წლის წინა პერიოდში თქვენი დღე უამრავი დავალებით იყოს გადატვირთული და, რა თქმა უნდა, არავინ ელის, რომ ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდებით.

მთავარია განსაზღვროთ პრიორიტეტული საქმე მეორეხარისხოვანი საქმისგან და ეფექტიანად დაგეგმოთ დღე.
მიიღეთ დახმარება სხვებისგან (დელეგირება)
რაც არ უნდა თვითკმარი და დამოუკიდებელი იყოთ, ახალი წლის ღამე საუკეთესო დროა იმის გასაცნობიერებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვებისგან დახმარების მიღება.

თუ მენეჯერი ხართ, შეეცადეთ განტვირთოთ თქვენი გრაფიკი ხელქვეითებისთვის უფლებამოსილების ოსტატურად დელეგირებით. დაიწყეთ მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი დავალებების გადაცემით.
არ დაივიწყოთ ჯანსაღი კვების ჩვევა
ჯანსაღი კვება და საკვებზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია. ახალი წლის ღამეს ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან როდის, თუ არა 31 დეკემბერს, ვაძლევთ საკუთარ თავს უფლებას, სრულიად დავივიწყოთ ჯანსაღი კვება და ბედნიერად მივირთვათ სადღესასწაულო კერძები, რომლებიც არც თუ ისე ჯანსაღი და სასარგებლოა.

ამიტომ ეცადეთ სადღესასწაულო სუფრაზე მეტი რაოდენობით იყოს ხილი და ბოსტნეული, მოერიდეთ მაღალკალორიულ და ცხიმიან კერძებს.
მართეთ თქვენი ფინანსები
დღესასწაულები არა მხოლოდ მხიარულ განწყობას, არამედ სერიოზულ გამოწვევებსაც გვპირდება ჩვენი ბიუჯეტისთვის. ასე რომ, არ გამოგრჩეთ ზრუნვა ფინანსებზე.

საახალწლოდ ყველაზე მნიშვნელოვანია, ვალებს დაემშვიდობოთ, გადასახადები გაისტუმროთ და კომუნალურებიც დაფაროთ. ეს საშუალებას მოგცემთ, გაუმკლავდეთ „ნამდვილ“ ფულს, რომელიც შეგიძლიათ დახარჯოთ როგორც საკუთარ თავზე, ისე საყვარელი ადამიანების საშობაო საჩუქრებზე.
თემები: ფსიქოლოგია, ახალი წელი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია